ზინედინ ზიდანის და პეპ გვარდიოლას პირველი შერკინება ოთხშაბათს, სანტიაგო ბერნაბეუზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გაიმართება.

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი, მანჩესტერ სიტი რეალთან მატჩს ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ ხვდება, მადრიდელებმა კი პირიქით, ბოლო 2 მატჩში ქულები დაკარგეს და ლა ლიგის ლიდერობა ბარსელონას დაუთმეს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

წლევანდელი ვალენტინობის დღე გვარდიოლასთვის საკმაოდ მძიმე იყო, რადგან სწორედ ამ დღეს გავრცელდა უეფას გადაწყვეტილება ქალაქელების ჩემპიონთა ლიგიდან ორი სეზონით მოკვეთის შესახებ. სიტიმ დანაშაული არ ცნო და საქმე უმალვე სააპელაციო სასამართლოში წაიღო.

ახლანდელი მდგომარეობით გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების მორიგი შანსი 2022/23 სეზონამდე აღარ ექნება, რა დროსაც, დიდი ალბათობით, სიტის ახლანდელი ლიდერები და მათ შორის პეპ გვარდიოლა, გუნდში აღარ იქნებიან.

ეს ყველაფერი მანჩესტერელებს დამატებით მოტივაციას აძლევს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მადრიდში გამართული დაპირისპირება ძალიან დაძაბული იქნება.

ზინედინ ზიდანის გუნდი ესპანეთში ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორს არის, მათი კოპა დელ რეიზე ასპარეზობა რეალ სოსიედადმა დაასრულა, ლა ლიგაში არსებული დიდი უპირატესობა კი მადრიდელებმა მთლიანად გაანიავეს.

ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოვარდნა რეალისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები ვერც ლა ლიგის მოგებას ვერ შეძლებენ.

რა თქმა უნდა, ზიდანს ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 12-დან ყველა პლეი ოფის დაპირისპირება მოგებული აქვს და მისი ტურნირიდან გამოგდება პირველ 3 სეზონში ვერავინ ვერ მოახერხა, რითიც იგი ტურნირის ისტორიაში კარლო ანჩელოტისთან და ბობ პაისლისთან ერთად ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

ფრანგი მწვრთნელი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე აიაქსთან განცდილი მარცხის შემდეგ დაბრუნდა, ჯერ-ჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე შეუჩერებელი ჩანს, პეპ გვარდიოლას კი უკვე 9 წელია ეს ტურნირი არ მოუგია.

პეპმა თავისით თქვა, რომ თუ სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შეძლებს, მისი ეტიჰადზე გატარებული წლები იმედგაცრუებად ჩაითვლება.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

რეალი

ეს ყველაფერი დაპირისპირებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს – ამ დუელის შემდეგ, ზიდანი ან გვარდიოლა საკუთარ რეპუტაციაზე სერიოზულ დარტყმას მიიღებენ.

ედენ აზარის ტრავმა რეალისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა, ბელგიელი კი შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდეს მოედანს. თუმცა, რეალს მარკო ასენსიოს გამოკლებით ყველა სხვა ფეხბურთელი ჯანმრთელი ყავს.

ზიდანს კიდევ ერთხელ მოუწევს გადაწყვიტოს, ათამაშებს თუ არა გარეთ ბეილს, რომელსაც ძირითადში ადგილის მყარად დაკავება ამ სეზონში ძალიან უჭირს. ვინიციუსი, ისკო და როდრიგო ძირითადში ადგილისთვის იბრძვიან.

ფერლანდ მენდის იმედი აქვს რომ მარსელოს მაგივრად ითამაშებს, ფედერიკო ვალვერდეს კი ლუკა მოდრიჩის ნაცვლად უნდა მატჩის პირველივე წუთებიდან დაწყება.

რაც შეეხება სიტის, გვარდიოლა დარწმუნებულია რომ აიმერიკ ლაპორტე სათამაშოდ მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ მას ლესტერთან მოედნიდან ადრე მოუწია გასვლა.

რაჰიმ სტერლინგმა გუნდის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, მაგრამ რეალთან თამაშისთვის მზადყოფნაში იქნება. ლეროი სანე დაბრუნებას დიდი ალბათობით ვერ ასწრებს.

შეტევის ცენტრში დიდი ალბათობით სერხიო აგუერო ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში გაბრიელ ჟესუსი უკეთ გამოიყურება.

გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ოთხჯერ შეხვდნენ, მანჩესტერში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, მადრიდში კი რეალმა ორივეჯერ მოიგო.

რეალმა ინგლისური გუნდების დამარცხება ბოლო ოთხ დაპირისპირებაში მოახერხა, სიტიმ კი ლიგაზე ესპანურ გუნდებთან სამიდან სამივე ორმატჩიანი დუელი წააგო, მათ შორის 2016 წლის ნახევარფინალი მადრიდის რეალთან.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply