უეფას წესების ცვლილებებმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გამოცვლის შემთხვევაში ფეხბურთელებს შესაძლებლობა მისცა, ჩემპიონთა ლიგაზე ახალი გუნდის რიგებშიც ითამაშონ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ნათამაშები ჯგუფურ ეტაპზე.

ამან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ბევრად უფრო საინტერესოდ აქცია და ისეთი ტრანსფერები გახადა შესაძლებელი, როგორიც ,მაგალითად ერლინგ ჰალანდის დორტმუნდში გადასვლა იყო. გთავაზობთ ზამთრის ტრანსფერებს, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

 იბრაჰიმოვიჩი მილანში (უფასოდ)

ზლატანი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნება ზამთრის პირველი გახმაურებული ტრანსფერი იყო. შვედი ფორვარდი გუნდში სეზონის ბოლომდე დაბრუნდა, მილანს კი მისი კონტრაქტის 2020-21 სეზონის ბოლომდე გახანგრძლივების უფლება აქვს.

იბრას დაბრუნებამ გუნდზე შესანიშნავი შედეგი იქონია – ზლატანთან ერთად მილანმა 7 მატჩი ჩაატარა, 5 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, რითიც შვიდ მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. თავად იბრამ კი ორი გოლი გაიტანა.

 

ჯულიან ვეილი ბენფიკაში (20 მილიონი)

ვეილი

ვეილის ტრანსფერი, ალბათ, ზამთრის ყველაზე უცნაური მოვლენა იყო. ფეხბურთელს ბარსელონას, მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს უკავშირებდნენ, გერმანელი ნახევარმცველი კი ლისაბონში აღმოჩნდა.

ვეილმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონია.

პაკო ალკასერი ვილიარეალში (23 მილიონი)

პაკო ალკასერი

პაკო ალკასერმა გასულ სეზონში დორტმუნდში შესანიშნავი შედეგი აჩვენა და 19 გოლის გატანა მოახერხა და 2019/20 სეზონიც კარგად დაიწყო – 4 ტურის შემდეგ პაკოს 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ ესპანელმა ტრავმა მიიღო და ფორმის აღდგენა ვეღარ შეძლო.

პაკო ვილიარეალში გადაბარგდა, სადაც სადებიუტო მატჩი უკვე გამართა და 75′ წუთში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სტივენ ბერგვაინი ტოტენჰემში (30 მილიონი)

ბერგვაინი

სტივენ ბერგვაინი პსვ-ში შესანიშნავ სეზონს ატარებდა, პირველ წრეში მან 6 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ტოტენჰემის რადარზეც მოხვდა.

ჟოზე მოურინიომ ბერგვაინი პირველად მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამოსცადა და პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ახალგაზრდა ვინგერმა კი მოუ არ დააღალატა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

კშიშტოფ პიონტეკი ჰერტაში (27 მილიონი)

პიატეკი

პიონტეკი მილანში ზუსტად 1 წლის წინ, 2018/19 სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა და გასული სეზონის მეორე ნახევარში 11 გოლის გატანა მოასწრო, რაც მილანის ფანებისთვის იმედისმომცემი იყო. პოლონელი ფორვარდი იტალიის თასის ბომბარდირიც გახდა.

მაგრამ ამ სეზონში ყველაფერი შეიცვალა, პიონტეკმა 21 მატჩში მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა და მილანმა იგი 27 მილიონის სანაცვლოდ ჰერტაში გაუშვა.

დეიან კულუსევსკი იუვენტუსში (35 მილიონი)

კულუსევსკი

ატალანტელი ტალანტის იუვენტუსში გადასვლაზე ცნობები ზაფხულში უკვე გავრცელებული იყო, ამიტომ ეს ტრანსფერი მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა, მაგრამ ტურინელებს ინტერთან პატარა სატრანსფერო ბრძოლა მაინც მოუწიათ.

კულუსევსკი ბიანკონერის 35+10 მილიონი დაუჯდა, კონტრაქტი კი ფეხბურთელმა 2024 წლამდე გააფორმა. თუმცა, ფეხბურთელი ამ სეზონს პარმაში, არენდის წესით დაამთავრებს.

ბრუნო ფერნანდეში იუნაიტედში (55 მილიონი)

ბრუნო

მანჩესტერ იუნაიტედი ბრუნო ფერნანდეშის შეძენაზე ძალიან დიდხანს წვალობდა, სპორტინგის ფინანსურმა კრიზისმა და ძალიან ცუდმა სათამაშო ფორმამ კი მანჩესტერელებს საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება მისცა.

ბრუნო ფერნანდეში სპორტინგის გამოკვეთილი ლიდერი და უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ლისაბონში გატარებული 2.5 წელიწადში ბრუნომ 137 მატჩი ჩაატარა სადაც 64 გოლი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

რეინიერი მადრიდის რეალში (30 მილიონი)

რეინიერი

რეალისგან ბრაზილიელი ტალანტების ყიდვა აღარავის უკვირს, როდრიგოსა და ვინიციუსის შემდეგ კი ბეზეებმა რეინიერი შეიძინეს, რომელიც კარიერას კასტილიაში დაიწყებს.

რეინიერ ხესუსი 18 წლის რამდენიმე კვირის წინ, 19 იანვარს გახდა და რეალში მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბრაზილიელმა თინეიჯერმა კოპა ლიბერტადორესი უკვე მოიგო, რეალში ტრანსფერით კი კიდევ ერთი კონტინენტის დაპყრობას აპირებს.

ემრე ჩანი დორტმუნდში (იჯარა)

ემრე ჩანი

ემრე ჩანის დორტმუნდში იჯარით გადაბარგება სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს გაოფიციალურდა. გერმანელი ფეხბურთელი სამშობლოში როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ბორუსიას კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ჩანს იუვენტუსში საქმე კარგად არ მისდიოდა, იგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანეს, შიდა ჩემპიონატში კი მოედანზე მხოლოდ 8-ჯერ გამოვიდა.

დანი ოლმო ლაიპციგში (20 მილიონი)

დანი ოლმო

დანი ოლმო ბარსელონას აღზრდილი ფეხბურთელია, რომელიც ჯერ 21 წლისაა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება. ოლმო 2019 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის გამარჯვებულია და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ერთად ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, 2019 წელს კი ოლმო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს.

ზაფხულში ოლმოს ტრანსფერთან ტოტენჰემი იყო ახლოს, მაგრამ ეს ტრანფერი არ შედგა, ახლა კი ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ლაიპციგის ფებურთელი გახდა.

ერლინგ ჰალანდი დორტმუნდში (20 მილიონი)

ჰალანდი

ერლინგ ჰალანდი ალბათ უდავოდ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ნორვეგიელმა თინეიჯერმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 14 მატჩში 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, თასზე 2 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი 8 გატანილი გოლით დაასრულა და მისი გუნდის ჯგუფში ჩარჩენა ყველასთვის დასანანი იყო.

უეფას რეგულაციების შემსუბუქებამ ჰალანდს შანსი მისცა, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დორტმუნდის შემადგენლობიდანაც გაეგრძელებინა და პსჟ – დორტმუნდის დაპირისპირება ამით ბევრად უფრო საინტერესო გახდა. ჰალანდმა დორტმუნდში 3 მატჩი ჩაატარა და უკვე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კრისტიან ერიკსენი ინტერში (20 მილიონი)

ერიკსენი

კრისტიან ერიკსენის ინტერში ტრანსფერი ძალიან უჩვეულოდ ჩუმი იყო, ერიკსენის ტოტენჰემიდან წასვლაზე წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ და, როცა მას თუნდაც მადრიდის რეალს უკავშირებდნენ, საუბარი ასტრონომიულ თანხებზეც იყო ხოლმე, ახლა კი ერიკსენი სულ რაღაც 20 მილიონად გაიყიდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ერიკსენი კარიერის საუკეთესო სეზონს არ ატარებდა და მასთან გამომშვიდობება ტოტენჰემს ახლა უფრო გაუადვილდა, ვიდრე ეს გასულ სეზონებში იქნებოდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply