აჭარაბეთზე WSOPC Rozvadov-ის საგზურების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ხუთშაბათს 21 მარტს და კვირას 24 მარტს ფინალური ტურნირები გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. იღბლიანი მოთამაშეები, რომლებიც პოკერის საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ქალაქ – როზვადოვში ოფისში გვეწვივნენ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

დავითი გამოცდილი პოკერის მოთამაშეა. ის პოკერს 12 წელია რაც თამაშობს და როზვადოვშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.  

wsopc

როგორი იყო როზვადოვი?
როზვადოვმა უდიდესი გამოცდილება მომცა, 65 000 ₾ მოვიგე.

ლაივსა და ონლაინ პოკერს შორის რომელს გამოარჩევდი?
ლაივი ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია, თუმცა ონლაინ პოკერსაც აქვს თავისი დადებით მხარეები, მაგალითად: ცოტა დარიგებას თამაშობ.

შენი აზრით, რა თვისებებია საჭიროა ლაივში სათამაშოდ?
გარდა ცოდნისა, რომელიც აუცილებელია პოკერში, გამძლეობა, თმენის უნარი და ყველაზე მნიშვნელოვანი – იღბალი.

ლევანი მეოთხედ იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში.

wsopc

რას გვეტყვი წინა ტურნირებზე?
საპრიზოში ვერ შევედი, თუმცა ახლა სულ სხვა მოტივაცია მაქვს.

რა მიზნები გაქვს? რას ელოდები როზვადოვისგან?
როზვადოვისგან საპრიზოში შესვლას ჯერ და შემდეგ უფრო დიადი და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას.

რა დაგეხმარება ამისთვის?
მოთმინება, იღბალი და დისციპლინირებული თამაში.

რას უსურვებ დამწყებ მოთამაშეებს?
მოთმინების უნარი გამოიმუშავონ და არ იჩქარონ პატარა ბლაინდებზე.

შოთა გამოცდილი მოთამაშეა, მას საერთაშორისო ტურნირზე რამდენჯერმე აქვს მონაწილეობა მიღებული. wsopc

რა გამოცდილება მიიღეთ საერთაშორისო ტურნირებზე და დაგეხმარებათ თუ არა ეს როზვადოვში?ცოცხალი თამაშის ანუ ლაივის დიდი გამოცდილება მაქვს, ყველანაირად მზად ვარ. წინაზე ბევრი შეცდომა დავუშვი, ახლა ვეცდები, რომ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანო.

რამდენი წელია, რაც პოკერს თამაშობთ?
10 წელია რაც პოკერს ვთამაშობს, ბოლო დროს ლაივს ვანიჭებ უპირატესობას.

ბექა პოკერის გამოცდილი მოთამაშეა, მას უამრავ საერთაშორისო ტურნირში მიუღია მონაწილეობა და ჰაი როლერიც აქვს მოგებული.

wsopc

რას ნიშნავს იყო გამარჯვებული?
დიდებული შეგრძნებაა, ბევრი მასწავლა ამ გამოცდილებამ. ვფიქრობ, რომ რაც უფრო
მეტს ითამაშებ, მით უფრო ახლოს ხარ გამარჯვებასთან.

ლაივი თუ ონლაინი?
ონლაინში აღარ ვთამაშობ, ვცდილობ სხვადასხვა ქვეყნებში ვიარო და იქ მივიღო ლაივ გამოცდილება.

რას ელოდები როზვადოვისგან?
მიზანი საპრიზოში გასვლაა. ამ ეტაპზე იმდენი მაქვს ნათამაშები, რომ დროა საკუთარი თავი ვაჩვენო.

ირაკლი პირველად იღებს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას.

რამდენი ხანია პოკერს თამაშობ?
დაახლოებით 10 წელზე მეტია, ლაივში თამაშს ვანიჭებ უპირატესობას.

რას აქცევ ყურადღებას ლაივში თამაშისას?
დროს, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი უნარია მოთამაშემ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება.

jokrismama მეორედ იღებს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას.

wsopc

მოგვიყევი წინა გამოცდილების შესახებ.
წინა ტურნირებიდან ვისწავლე, რომ ყურადღებიანი უნდა იყო და დაკვირვებულად ითამაშო.

რამე კონკრეტულს ელოდები როზვადოვისგან?
მინიმუმ საპრიზოში შესვლას, მაგრამ უფრო მეტად საკუთარი თავის და თამაშის ჩვენება მინდა.

როგორც ვიცით პოკერის გამოცდილი მოთამაშე ხარ…
20 წელია პოკერს ვთამაშობ, მათემატიკა, სწავლა, ვიდეო და აუდიო წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულყოფილ მოთამაშედ შედგე. მთავარი კი – პოკერის ფსიქოლოგიაა.

რას ურჩევდი დამწყებებ მოთამაშეებს?
სხვის თამაშს უყურონ და ბევრი შეკითხვა დასვან.

ჩაერთე ყოველდღიური სატელისტების სერიაში და მოხვდი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე! საინტერესო

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply