აჭარაბეთზე WSOPC Rozvadov-ის საგზურების გათამაშება გრძელდება. შაბათს, 29 ივლისს რიგით მეორე ფინალური ტურნირი გაიმართა. საგზურის მფლობელი პოკერის საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე, irakli2127 გახდა. მეორე ადგილზე გავიდა პირველი ტურნირის მსგავსად გავიდა gagletili, რომელსაც პირველ ჯერზე 2,187 ევრო ხვდა წილად, მეორე ჯერზე კი – 2,928.

ტურნირის იღბლიან გამარჯვებულს შევხვდით და რამდენიმე კითხვაც დავუსვით. როგორც თავად გვითხრა, ფინალურ ტურნირზე პირდაპირ დარეგისტრირდა.

პოკერს დიდი ხანია თამაშობთ? ლაივ ტურნირების გამოცდილება თუ გაქვთ?

 irakli2127: თამაში საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყე. ალბათ დაახლოებით შვიდი წელი იქნება. თუმცა, ამ დროში ძირითადად ონლაინ ტურნირებს ვთამაშობდი. ლაივში მხოლოდ ერთხელ, WSOP Circuit Georgia-ზე ვითამაშე. მართალია ამ ტურნირზე წარმატებისთვის არ მიმიღწევია, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღე. ონლაინ ტურნირებში ბევრად უკეთესი შედეგები მაქვს. ცოტა ხნის წინ აჭარაბეთზე 20,000 ტურნირიც მოვიგე.

როზვადოვისგან რას ელით?

 irakli2127: ორ რამეს – გამოცდილებას და საპრიზო ადგილზე მოხვედრას. ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ბეჭდის მოგებაზეც არ ვიტყოდი უარს. გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს, მართალია ონლაინ ტურნირების, მაგრამ მაინც. მგონია რომ ლაივი ონლაინზე ბევრად საინტერესო იქნება და არც ისე რთული.

იქ გამგზავრებამდე მომზადებას როგორ აპირებთ?

 irakli2127: ტურნირების თამაშს გავაგრძელებ და ვეცდები რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო. ლაივ ტურნირების წესებშიც გავერკვევი.

თუ გსურთ როზვადოვში მეინ ივენთზე მოხვედრა, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები აჭარაბეთზე, მოხვდით ფინალურ ტურნირზე და გექნებათ შანსი გაემგზავროთ 1,000,000 € GTD ტურნირზე ჩეხეთში. ასევე, შეგახსენებთ, რომ ფინალურ ტურნირზე თუ 155 ან მეტი ადამიანი მოხვდება, გათამაშდება მეორე საგზურიც. სატელიტების განრიგი იხილეთ აქ. 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply