აჭარაბეთზე WSOPC Rozvadov-ის საგზურების გათამაშება გრძელდება.

wsopc

10 მარტს ფინალური ტურნირი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა. EuromaidanDavita19 და Giorgi7781 ის იღბლიანი მოთამაშეები აღმოჩნდნენ, რომლებიც პოკერის საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ქალაქ – როზვადოვში. მოთამაშეები ოფისში გვეწვივნენ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

Giorgi7781  პოკერის გამოცდილი მოთამაშე აღმოჩნდა, ის როზვადოვში 5-ჯერ არის ნამყოფი და როგორც თავად გვითხრა, ლაივ ტურნირის გამოცდილება მოგებისთვის დაეხმარება.

wsopc

როგორც გვითხარი საერთაშორისო ტურნირების დიდი გამოცდილება გაქვს
აჭარაბეთის სახელით როზვადოვში 5-ჯერ მითამაშია 40 და 20 დღიანი ლაივ ტურნირები.

რას ურჩევდი მოთამაშეებს, რომლებსაც არასდროს მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირში?
აუცილებელია, რომ თავდაპირველად მოწინააღმდეგეები შეისწავლონ, განსაზღვრონ მათი უნარები და შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები. მოწინააღმდეგეების წაკითხვა დაეხმარება მათ თავისუფალ თამაშში.

რამდენად გაძლევს ტურნირის სტრუქტურა დაკვირვების შესაძლებლობას? 
აბსოლუტური თავისუფლება გაქვს საწყის ეტაპზე, შეგიძლია დაელოდო და დაინახო მოთამაშეები რა სპეციფიკას არჩევენ

რა განასხვავებს ლაივ ტურნირსა და ონლაინ ტურნირს? 
ადაპტაცია, პირველად, როცა ლაივ ტურნირზე აღმოვჩნდი შეშინებული და გაყინული ვიჯექი, ვერ ვთამაშობდი და შესაბამისად სიამოვნებასაც ვერ ვიღებდი. გამოცდილებასთან ერთად მოდის ის უნარები, რომლებიც შემდეგ თამაშის პროცესში გაძლევს საშუალებას გამოიყენო ცოდნა. უამრავი გამოცდილი მოთამაშეა ლაივ ტურნირზე, მაგრამ ცოდნასთან ერთად გამართლებაც გჭირდება.

Davita19 ლაივ ტურნირზე მეორედ იღებს მონაწილეობას.

wsopc

როგორ მოხვდი გამარჯვებულთა შორის? 
სატელიტით ვთამაშობდი და შეიძლება ითქვას 50თ-ად მივდივარ როზვადოვში.

ფინალური მაგიდა რთული იყო? 
როგორც იტყვიან, ფინალური მაგიდიდან მარტივად “გავძვერი” ჩიპ ლიდერი ვიყავი და დიდი ძალისხმევა არ დამჭირდა.

როგორც გვითხარი როზვადოვში მეორედ მიდიხარ, დაგეხმარება ის გამოცდილება, რომელიც პირველად მიიღე?
რა თქმა უნდა, დამეხმარება ახლა ნაკლებად დაძაბული ვიქნები და აღარ ვინერვიულებ.

როზვადოვისგან რას ელოდებით?
ვეცდები რომ გამოცდილება მივიღო და გავერთო.

Euromaidan საერთაშორისო ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას.

wsopc

რამდენი ხანია, რაც პოკერს თამაშობ? 
პოკერს 9 წელია ვთამაშობ, თუმცა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა არასდროს მიმიღია.

ფინალურ ტურნირზე მოხვდი? 
პატარა სატელისტი ვითამაშე 50 თეთრიანი.

ლაივ ტურნირი თუ გითამაშია? 
კი, საქართველოში რომ WSOP ჩატარდა, მაშინ მაქვს ორი ტურნირი ნათამაშები, საერთაშორისო არასდროს.

როზვადოვისგან რას ელოდები?
მინიმუმ საპრიზოში შესვლა მინდა მაქსიმუმ მოგება.

ამისთვის ემზადები?
როგორც ფიზიკურად, ისე თეორიულად. უამრავ ლიტერატურას ვკითხულობ, როგორც ვიცი მინიმუმ, 9 სთ მომიწევს უწყვეტი თამაში.

ხო არ გაშინებს ეს ტემპი?
პირიქით, ჩემთვის ეს უფრო გამოწვევაა.

ლაივსა და ონლაინს შორის რა განსხვავებაა?
როგორც იტყვიან ლაივში უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ამისთვის გამოცდილებაა საჭირო, თუმცა ვნახოთ..

რა თვისებები გჭირდება ლაივ პოკერის სათამაშოდ?
კარგი ვერბალური კომუნიკაცია გჭირდება, უნდა კითხულობდე მოწინააღმდეგეს.

თუ გსურთ როზვადოვში მეინ ივენთზე მოხვედრა, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები აჭარაბეთზე. ასევე, შეგახსენებთ, რომ საგზურები თამაშდება 24 მარტამდე.  საინტერესო

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply