აჭარაბეთზე WSOPC Rozvadov-ის საგზურების გათამაშება გრძელდება.

კვირას 17 მარტს 23:00  ფინალური ტურნირი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 1st_elite, tiltman87 და liluashvili25 ის იღბლიანი მოთამაშეები აღმოჩნდნენ, რომლებიც პოკერის საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ქალაქ – როზვადოვში. მოთამაშეები ოფისში გვეწვივნენ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

1st_elite პოკერის გამოცდილი მოთამაშე აღმოჩნდა, მარ როზვადოვში WSOPC-ზე მონაწილეობა მიღებული აქვს, როგორც თვითონ გვითხრა ეს გამოცდილება მას ამ ეტაპზე ძალიან დაეხმარება.

wsopc

რომელს ანიჭებ უპირატესობას: ონლაინ თუ ლაივ ტურნირს?

ონლაინს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გახსნილი ვარ და დაძაბულიც არ ვარ. შეგიძლია ემოციები დამალო, რომელიც უმნიშნელოვანეს ფაქტორს თამაშობს ლაივ ტურნირისას. პირველი ტურნირი რომ ვითამაშე როზვადოვში 2017 წელს ახალბედა ვიყავი, შესაბამისად ძალიან ბევრი ნერვიულობა მომიწია. ახლა ვფიქრობ, რომ ფინალურ მაგიდაზე თამაშს შევძლებ, რადგან გამოცდილება თავისას შვრება.

რა კონკრეტული გამოცდილება მიიიღე 2017 წელს როზვადოვში?

როზვადოვში პირველად ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, გამოუცდელი ვიყავი და ისეთი სვლები გავაკეთე, რომელმაც გამომთიშა ტურნირიდა, თუმცა აღსაღნიშავია, რომ მე თვითონაც რამდენიმე ძლიერ მოთამაშეს დავატოვებინე მაგიდა.

როგორ ემზადები იმისთვის, რომ ფინალურ მაგიდაზე ითამაშო ტურნირზე?

ვემზადები, ვკითხულობ ლიტერატურას და ფიზიკურადაც ვიტვირთები იქ რამდენიმე საათი გადაბმულად მომიწევს თამაში, ამიტომ ფიზიკური სიძლიერეც მნიშვნელოვანია.

უშუალოდ ტურნირზე რომ მომიყვე, როგორ მოხვდი სატელიტებიდან ფინალურ მაგიდაზე?

ქეშით, რიბაი არ დამჭირებია ბოლომდე გავიარე. სტარტი ძალიან კარგი მქონდა და შესაბამისად მარტივად გავედი. ფინალური მაგიდა საერთოდ არ გამჭირვებია. საერთო ტურნირი კი 7-8 სთ-ზე მეტი გაგრძელდა.

რას ელოდები როზვადოვისგან? 

სტრატეგიები მაქვს შემუშავებული და ბეჭედი უნდა ჩამოვიტანო,აუცილებლად. ამისთვის მართლა დაუღალავად ვემზადები.

liluashvili25 საერთაშორისო ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას.

wsopc

რამდენი ხანია, რაც პოკერს თამაშობთ? 

პირველად, როცა აჭარაბეთმა დაიწყო ონლაინ პოკერი, მახსოვს ინტერნეტ კაფეში ვიყავით და იმდენად შევყევი დღემდე თქვენი ერთგული მომხმარებელი ვარ. ეტაპობრივად ვისწავლე პოკერის თამაში, როგორც იტყვიან,თვითნასწავლი ვარ.

როზვადოვში ძალიან გამოცდილი მოთამაშეები იქნებიან, ემზადები? 

უფრო მეტ ინფორმაციას ვკითხულობ,უფრო მეტს ვუყურებ, ტერმინოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა პოკერი უფრო მეტად ფსიქოლოგია მგონია, ვიდრე სხვა დანარჩენი.

რა თვისებაა საჭირო პოკერის თამაშისას, რომელიც უნდა გამოიყენო?

თამაშის ცვლა, მგონია, რომ თუ თამაშის ცვლის ნიჭი არ გაქვს გამოგიცნობენ და გაგშიფრავენ. ფინალური მაგიდა რთული იყო, თუმცა აუცილებლად, უნდა ავღნიშნო ისიც, რომ თეთრი არ დამიხარჯავს და ისე მივდივარ როზვადოვში.

რას ელოდები როზვადოვისგან? 

გართობას და გამოცდილებას. თუმცა გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, მინდა 50 000, ვფიქრობ ეს ის თანხაა, რომელიც ცხოვრების დალაგებაში დამეხმარება.

თუ გსურთ როზვადოვში მეინ ივენთზე მოხვედრა, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები აჭარაბეთზე. ასევე, შეგახსენებთ, რომ საგზურები თამაშდება 24 მარტამდე.  საინტერესო

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply