ბოლო 2 თვის განმავლობაში აჭარაბეთი WSOPc Italy-ის საგზურებს ათამაშებდა და 20-ზე მეტი გამარჯვებული გამოავლინა. აქციის ფარგლებში ბოლო 2 კვირაში 7 საგზური გათამაშდა. გამარჯვებულების უმრავლესობა 9-10 წელია რაც პოკერს თამაშობს; გარდა PUNTO90-ისა, რომელსაც სულ რაღაც 3-4 თვიანი გამოცდილება აქვს. ჩვენთან სტუმრად მოსულმა მოთამაშეებმა გამარჯვებამდე განვლილი გზისა და საუკეთესო გათამაშებების შესახებ გვიამბეს. მათივე თქმით, ონლაინ ტურნირები უფრო კომფორტულია, ლაივ ტურნირები – აზარტული.

გამარჯვებულების უმრავლესობა ტურნირზე სატელიტებით მოხვდა, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ფინალური ტურნირი ბევრად რთული სათამაშო იყო. ძირითად მიზეზად მის ხანგრძლივობასა და დაღლის ფაქტორს ასახელებენ. “წინა კვირას ძალიან ცუდად წავაგე. ამის გამო ამ ტურნირზე განსაკუთრებული მონდომებით ვითამაშე და მოვიგე კიდეც. მოთმინებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა.” – გვეუბნება CHELUKA1988. გამარჯვებულები მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელ გათამაშებებზეც გვიყვებიან:

DON_VITO13: ტუზ–ქალი მყავდა და ლამაზად გავათამაშე. მოწინააღმდეგეს არ სჯეროდა და ოლინი მომთხოვა. მეც გავუსწორდი და მოვიგე.

_new_soft: ფინალური მაგიდა საკმაოდ რთული იყო. შორთსტეკი ვიყავი და აქედან გამომდინარე, მოსაგებად ბევრი ვიბრძოლე. ექვსი რომ დავრჩით, ერთს ძალიან ცოტა ოდენობის ჩიპები ჰქონდა. ამიტომაც, ხუთ გამარჯვებულში მოსახვედრად ორჯერ 8-იანები დავყარე, ერთხელ კი პრე-ფლოპზე – მეფეები.

OMG720FF: ასე ერთის გამოყოფა მიჭირს. ძალიან ბევრ ტურნირს ვთამაშობ და მავიწყდება კიდეც სად რა გათამაშებით მოვიგე.

PUNTO90: 8-იან 4-იანში მოვიგე ოლინი. 2 ხელს მოვუგე.

Cheluka1988: 2: ერთხელ ტუზებით მეფეებს დავეტაკე. შემდეგ საფინალო, გადამწყვეტი გათამაშებაც მოვიგე: მე მეფეები მყავდა, მოწინააღმდეგეს – ქალები. მესამედ, როცა თითქმის უნდა გამოვთიშულიყავი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 3–იანებით 4 მოწინააღმდეგის ბლაინდები მომეპარა, ოლინით ვითამაშე და მეფე–ვალეტმა დამიქოლა; ანუ სამიანებით გავძვერი, შეიძლება ითქვას.

Flavia: ერთ კვირაში სამჯერაც მომიგია 3000–ლარიანი ტურნირი გადაბმულად.

SHOTIKO778: ტურნირის ადრეულ ეტაპზე ტოპ 2 წყვილი მყავდა. ერთ–ერთ მოთამაშეს ბოლო ორი კარტით გავუსტრიტე და ძალიან დიდი მაგიდა მოვიგე.

რაც ეხება მოლოდინებს, მოთამაშეების უმრავლესობა საკუთარ პროგრამა-მინიმუმად საპრიზო ადგილზე გასვლას სახავს. დანარჩენები კი წინასწარი მოლოდინების დასახელებისაგან თავს იკავებენ. “აქამდე ტურნირზე ორჯერ ვიყავი: ბელგიაშიც და ჩეხეთშიც. მოლოდინების ქონამ იქ არ გაამართლა. შესაბამისად, ახლა წინასწარ არაფერს ვგეგმავ იმის გარდა, რომ მეტად მომზადებული წავიდე.” – ამბობს გამოცდილი მოთამაშე Cheluka1988 .

მართალია WSOPc Italy-ის საგზურების გათამაშება დასრულდა, თუმცა აჭარაბეთი WSOPc Cannes-ით გიბრუნდებათ. აჭარაბეთის სატელიტებისა და ბედნიერი საათების დახმარებით, პოკერის ნებისმიერი მოთამაშეს შეუძლია მოხვდეს შაბათის ფინალურ ტურნირზე და კანის საგზური მოიპოვოს. გისურვებთ წარმატებებს!

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply