აჭარაბეთი ამჯერად WSOPc Cannes-ით გიბრუნდებათ. აქციის ფარგლებში 15+ საგზური გათამაშდება. საგზურში შედის ორმხრივი ავიაბილეთი, განთავსება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, WSOPc Cannes-ის მეინ ივენთის ბაი-ინი და სახარჯო თანხა. პირველი საგზურის მფლობელი JOKRISMAMA გახლავთ, რომელიც პოკერს მხოლოდ ონლაინ თამაშობს და ლაივ თამაშზე პირველად აჭარაბეთის ქეშ ფესტივალზე მოხვდა. შესაბამისად, კანში გამგზავრება და ლაივ გამოცდილების მიღება მისთვის ორმაგად სასიხარულო იქნება. ახლა კი გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ჩვენს იღბლიან და სტრატეგიულ პოკერის მოთამაშესთან:

რამდენი ხანია რაც პოკერს თამაშობთ?

JOKRISMAMA: დაახლოებით 3 წელია.

როგორ მოხვდით ფინალურ ტურნირზე?

JOKRISMAMA: ტურნირზე სატელიტებით მოვხვდი.

ფინალური ტურნირი უფრო რთული სათამაშო იყო თუ სატელიტი?

JOKRISMAMA: რა თქმა უნდა, ფინალური; განსაკუთრებით ფინალური მაგიდა. 7 მოთამაშე დავრჩით და საკმაოდ რთული სათამაშო იყო.

ფინალური ტურნირიდან რაიმე საინტერესო გათამაშებას ხომ ვერ გაიხსენებდით?

JOKRISMAMA: ერთი დარიგება ძალიან აგრესიული მოთამაშე მეჯდა ბათონზე. დიდი მოცულობის რეიზი გააკეთა, მე დავათრიბეთე ბლეფში ათიან ექვსიან ფერში. ფლოპი დაიდო ვალეტ-რვიან-ორიანი. გავჩექე. იმანაც გაჩექა. მერე დაიდო ექვსიანი. იმან გაჩექა, მე – დავდე. რივერზე გამოვიდა ოთხიანი ან ხუთიანი. პოტბეთს გამოვიდა. ვიფიქრე ბლეფი იქნებოდა: გავუქოლე და ორიანები დამახვედრა.

და WSOPc Cannes-ზე რა მოლოდინები გაქვთ; რა არის თქვენი პროგრამა-მინიმუმი?

JOKRISMAMA: როგორც ყველა ამბობს: საპრიზოში მოხვედრა.

თუ გსურთ თქვენც მოხვდეთ WSOPc Main Event-ზე კანში, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები, მოხვდით ფინალურ ტურნირზე და მოიპოვეთ საფრანგეთის საგზური. სატელიტების განრიგი იხილეთ აქ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply