WSOPc Cannes-ის საგზურების გათამაშება გრძელდება. აქციის ფარგლებში 15+ საგზური გათამაშდება, რომელშიც შედის ორმხრივი ავიაბილეთი, განთავსება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მეინ ივენთის ბაი-ინი და სახარჯო თანხა.

ჩვენი მორიგი გამარჯვებულები: DZAGDZAGICHI, GIORGI7781 და IRAKLI2127 წლებია პოკერს თამაშობენ და ამ დროის განმავლობაში საკმაო გამოცდილებაც დააგროვეს. ფინალურ ტურნირზე სამივე მათგანი სატელიტებით მოხვდა. საფრანგეთში გაფრენამდე კი საუკეთესო გათამაშებებსა და გამოცდილებაზე გვიყვებიან:

რამდენი ხანია პოკერს თამაშობთ?

DZAGDZAGICHI: 9 წელია.

GIORGI7781: 10 წელია. საქართველოში პოკერი შემოვიდა თუ არა, მეგობრებთან ერთად დავიწყე თამაში და მას შემდეგ ვთამაშობთ.

IRAKLI2127: დაახლოებით 7 წელია.

რაიმე განსაკუთრებულ გათამაშებას ხომ ვერ გაიხსენებთ?

DZAGDZAGICHI: დიახ, მახსენდება ერთერთი საინტერესო ხელი: ერთი მოთამაშე მინის გამოვიდა. მე დავათრიბეთე. დამიქოლა. ფლოპზე ამოვიდა: ტუზ-ყვავი, შვიდიან-ყვავი, რვიან-ყვავი. მე ტუზ-ჯვარი და ქალი-ყვავი მყავდა. სიბეთს გავედი და დამიფუშა. ეს ხელი წავაგე, თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესო გათამაშება გამოდგა. მოვახერხე მობილიზება, სტეკის მოგროვება და ბილეთიც მოვიგე.

GIORGI7781: შოუ-დაუნამდე არ მივდიოდი. ჩიპ-ლიდერი ვიყავი, თამაში მიმყავდა.

IRAKLI2127: მეტოქემ ჰაიჯეკიდან მინი-რეიზი გააკეთა. ტუზ-რვიანით ვიყავი. დავუქოლე. ფლოპზე ტუზი და რვიანი ამოვიდა. მესამე კარტი არ მახსოვს, მაგრამ ორივემ ოლინი ვითამაშეთ და მეტოქის ტუზ-ქალი დავამარცხე.

რას ურჩევდით დამწყებ მოთამაშეებს?

DZAGDZAGICHI: მთავარია, სტატიებს გაეცნონ და ბევრი ითამაშონ. კარგი სტრატეგია გამოცდილებიდან მოდის.

GIORGI7781: ვურჩევ, ბევრი ითამაშონ. პოკერში მთავარი პრაქტიკაა.

IRAKLI2127: ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაეცნონ თეორიულ მასალას; უნდა უყურონ ვიდეოებს და მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე.

რომელს ანიჭებთ უპირატესობას: ონლაინ ტურნირებს თუ ლაივს?

DZAGDZAGICHI: ლაივ ტურნირები მირჩევნია, თუმცა ეს ფუფუნება საქართველოში დიდად არ გვაქვს.

GIORGI7781: უპირატესობას ლაივ ტურნირებს ვანიჭებ. სულ სხვა შეგრძნებაა მოთამაშეებს პირისპირ რომ უყურებ.

IRAKLI2127: ძირითადად მაინც ონლაინ ტურნირებს ვთამაშობ.

 

საოცნებო მეტოქე თუ გყავთ?

GIORGI7781: უამრავი. მაგალითად: დენიელ ნეგრეანუ, ფილ აივი… ვფიქრობ, მათთან თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებდი.

IRAKLI2127: მხოლოდ საკუთარი თავი.

 

თუ გსურთ თქვენც გაემგზავროთ WSOPc Main Event-ზე კანში, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები, მოხვდით ფინალურ ტურნირზე და მოიპოვეთ საფრანგეთის საგზური. სატელიტების განრიგი იხილეთ აქ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply