WSOPc Cannes-ის საგზურების გათამაშება გრძელდება. აქციის ფარგლებში 15+ საგზური გათამაშდება, რომელშიც შედის ორმხრივი ავიაბილეთი, განთავსება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მეინ ივენთის ბაი-ინი და სახარჯო თანხა. მორიგი გამარჯვებული საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე MEN111 გახდა, რომელიც შარშანაც იმყოფებოდა WSOPc-ის ტურნირზე ბელგიაში. იგი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და დამწყებ მოთამააშეებს ურჩევს, რომ სანამ პოკერის თამაშს დაიწყებენ, აუცილებლად თეორიული გამოცდილება დააგროვონ, სხვადასხვა ინფორმაციულ მასალას გაეცნონ და ამით პრაქტიკაში თამაშიც გაუადვილდებათ.

რამდენი ხანია რაც პოკერს თამაშობთ?

MEN111: დაახლოებით 12 წელია.

როგორ მოხვდით ფინალურ ტურნირზე?

MEN111: ტურნირზე სატელიტების მეშვეობით მოვხვდი.

რაიმე განსაკუთრებულ გათამაშებაზე ხომ ვერ მოგვიყვებით?

MEN111: დიახ. სმოლ ბლაინდი ვიყავი და ადრეული პოზიციიდან მინი რეიზით გაიხსნა ერთი ადამიანი. სამმა დაუქოლა. მეც რვიან-ათაიანი ჯვარი მყავდა და ფლოპის სტრიტი დამეცა. დავჩეკე. შემდეგმა მოთამაშემაც დაჩეკა. ერთი რეიზს გამოვიდა, გაქოლა და მესამემ 33,000 დაიძახა. მე ოლინი მიწევდა. ორმა დამიქოლა. ერთს შვიდიანების სეტი ჰყავდა, მეორეს – ცხრიანების; და სტრიტით მოვუგე.

და WSOPc Cannes-ზე რა მოლოდინები გაქვთ; რა არის თქვენი პროგრამა-მინიმუმი?

MEN111: პროგრამა-მინიმუმი არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო.

შანსი რომ გქონდეთ, რომელ ცნობილ მეტოქესთან ისურვებდით თამაშს?

MEN111: ალბათ დანიელ ნეგრეანუსთან. ძალიან მხიარულია და ვიფქრობ, ამ მიზეზით მასთან ლაივში თამაში ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.

თუ გსურთ თქვენც მოხვდეთ WSOPc Main Event-ზე კანში, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები, მოხვდით ფინალურ ტურნირზე და მოიპოვეთ საფრანგეთის საგზური. სატელიტების განრიგი იხილეთ აქ.

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply