WSOPc Cannes-ის საგზურების გათამაშება დასრულდა. აქციის ფარგლებში 15+ საგზური გათამაშდა, რომელშიც შედის ორმხრივი ავიაბილეთი, განთავსება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მეინ ივენთის ბაი-ინი და სახარჯო თანხა. ამჯერად პრიზის მფლობელი 5 გამოცდილი მოთამაშე გახდა: LEUSHA.TK, ALEKO_IRINKA, KUTITA, ABRADAGABRA და LEVANNII. თითოეული მათგანი წლებია პოკერს თამაშობს და საფრანგეთში წარმატების მოპოვების დიდი იმედი აქვთ.

LEUSHA.TK WSOPc-ის ტურნირზე წარსულშიც იმყოფებოდა, ბრიუსელში. ბელგიაში გამოცდილების დაგროვებასთან ერთად სტრატეგიაც ჩამოუყალიბდა. “მოთამაშეებს ვაკვირდები, შევისწავლი ხოლმე და გადაწყვეტილებებსაც ამაზე დაყრდნობით ვიღებ თამაშისას.” ამბობს, რომ ცრურწმენებისაც სჯერა, თუმცა არჩევს რომ მათზე არ ისაუბროს, სანამ გამარჯვებული არ დაგვიბრუნდება საფრანგეთიდან.

ALEKO_IRINKA-ს კი პოკერის თამაშის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ფინალურ ტურნირზე სატელიტებით მოხვდა. როგორც ამბობს, ვალეტ-ორიანით გააგდო ტუზ-ვალეტი და ასე მოიგო. WSOPc Cannes-ზე არ იცის რა შედეგს დადებს, თუმცა, მისი ოცნებებიდან ერთერთი ნეგრეანუსთან თამაში და კანადელის დამარცხებაა.

KUTITA-ც LEUSHA.TK-ს მსგავსად საკმაოდ გამოცდილი მიემგზავრება საფრანგეთში. WSOPc ტურნირებზე იგი ჩეხეთში, როზვადოვსა და იტალიაში იმყოფებოდა. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს: მაგიდასთან პირველად რომ დაჯდა, არ იცოდა რა უნდა ექნა, როგორ უნდა ეთამაშა. ახლა კი ლაივ თამაშებს უკვე აუღო ალღო და ფიქრობს, რომ ეს გამოცდილება კანში აუცილებლად გამოადგება.

მორიგი გამარჯვებულია ABRADAGABRA. იგი 8 წელია პოკერს თამაშობს. საყვარელი ხელი გაგიკვირდებათ და ვალეტ-ათიანია და არა 2 ტუზი. თამაშს აჭარაბეთზე ამჯობინებს, ვინაიდან, როგორც გვეუბნება, ლაივ ტურნირებზე თამაშის და გამარჯვების შესაძლებლობა აქვს, რაც ძალიან მოსწონს. WSOPc Cannes-ზე კი დიდი იმედი აქვს, რომ საპრიზო ადგილზე გავა.

მე-5 გამარჯვებული LEVANNII გახლავთ, რომლისთვისაც ლაივები უცხო არ არის და ძალიან უყვარს. “თამაში ლაივში უფრო საინტერესოა. უშუალოდ ურთიერთობ ადამიანებთან და ასე მეტ ინფორმაციას იღებ მათზე. თამაშის დინამიკა მარტივად გამოაჩენს ხოლმე მოთამაშეების ტიპს.” – ამბობს LEVANNII. WSOPc Cannes-ზე კი, გაგვიმხილა, რომ არ აპირებს დასჯერდეს საპრიზო ადგილზე გასვლას და აუცილებლად მოგებას გეგმავს.

და ბოლოს, რჩევები დამწყებ მოთამაშეებს ჩვენი გამარჯვებულებისგან:

LEUSHA.TK: ყველა დამწყებ მოთამაშეს ვურჩევ, პოკერს მთელი სერიოზულობით მოეკიდონ. რა მონდომებასაც მიუძღვნიან, შესაბამისი შედეგი დაუბრუნდებათ თამაშისგანაც.

ABRADAGABRA: მთავარია თეორიას გაეცნონ და პრაქტიკასაც ნელ-ნელა დააგროვებენ.

KUTITA: ჩემი უპირველესი რჩევაა, რომ დააკვირდნენ საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებაზე იმუშაონ.

 

დაგველოდეთ, აჭარაბეთი ძალიან მალე ახალი WSOP Circuit ტურნირებით დაგიბრუნდებათ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply