WSOP Circuit კანის მეინ ივენთი ქართული გუნდისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანში აჭარაბეთის გუნდმა ქართული პოკერის ისტორია დაწერა. ასეთი წარმატებული გამოსვლა ჩვენს გუნდს არასოდეს ჰქონია.

პირველ რიგში აღსანიშნავია შოთა საკანდელიას ბრწყინვალე თამაში. ის თითქმის მთელი ტურნირის მანძილზე შორტ სტეკით იყო, თუმცა სტაბილურად მიიწევდა წინ. შოთამ უდიდესი თვითკონტროლი და დისციპლინა გამოავლინა, რამაც ის ფინალურ მაგიდაზეც გაიყვანა და საბოლოო ჰედზაპზეც მოახვედრა. ცოტა გამართლებაც და შოთა ტურნირის ერთპიროვნული ტრიუმფატორი გახდებოდა, თუმცა იგი მეორე ადგილს დასჯერდა, რაც ქართული პოკერის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია.

ასევე დიდ წარმატებას მიაღწია შოთა ხაზარაძემ. საკანდელიასთან ერთად ისიც მოხვდა ფინალურ მაგიდაზე და ტურნირი მეხუთე აგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ WSOPc კანის ტურნირში სულ 418 მოთამაშე მონაწილეობდა, ტურნირის 541 728 ევროიანი საპრიზო ფონდიდან კი ქართველებმა ჯამში 118 000 ევრო მოიგეს.

ტურნირის საპრიზოში ორი შოთას გარდა კიდევ სამი ქართველი მოხვდა. ვულოცავთ აჭარაბეთის გუნდის წევრებს და აქვე გაგაცნობთ მათ მოგებულ თანხებს:

შოთა საკანდელია – 68 500 ევრო (მეორე ადგილი)
შოთა ხაზარაძე – 31 200 ევრო (მეხუთე ადგილი)
ვლადიმერ გოგოლაშვილი – 7800 ევრო (მეცამეტე ადგილი)
თორნიკე თინიკაშვილი – 5250 ევრო (მეთვრამეტე ადგილი)
მალხაზ ხურცილავა – 4250 ევრო (ოცდამეოთხე ადგილი)

ცალკე აღსანიშნავია აჭარაბეთის Team Pro-ს წევრის, ირაკლი იაკობაშვილის წარმატებული თამაში ომაჰას ტურნირზე, სადაც WSOPc-ის ბეჭედი თამაშდებოდა. ტურნირში 100-ზე მეტი მოთამაშე ჩაერთო. ირაკლი მეოთხე ადგილზე გავიდა და 2540 ევრო მიიღო.

აჭარაბეთი ამაყობს თავისი გუნდის წარმატებით და პოკერის ყველა მოყვარულს ბევრ სიახლეს პირდება.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოთამაშეებს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply