WSOPc Cannes-ის საგზურების გათამაშება გრძელდება. საგზურში შედის ორმხრივი ავიაბილეთი, განთავსება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მეინ ივენთის ბაი-ინი და სახარჯო თანხა. მორიგი გამარჯვებული აქტიური მოთამაშე KILOROK გახდა. როგორც ინტერვიუში გვეუბნება, უპირატესობას ლაივ ტურნირებს ანიჭებს, ვინაიდან ოპონენტების ლაივში ხილვა თამაშს სხვა ხიბლს სძენს.

რამდენი ხანია რაც პოკერს თამაშობთ?

KILOROK: არც ისე დიდი ხანია. სერიოზულად პოკერის თამაში ცოტა ხნის წინ დავიწყე. თავიდან სხვაგან ვთამაშობდი. ერთი თვეა რაც აჭარაბეთზე გადმოვედი და უკვე შევძელი კანის საგზურის მოპოვება.

ტურნირზე როგორ მოხვდით?

KILOROK: სატელიტების მეშვეობით.

ფინალური ტურნირიდან რაიმე განსაკუთრებულ გათამაშებას ხომ ვერ გაიხსენებდით?

KILOROK: ფინალურიდან არა, მაგრამ სატელიტიდან მახსოვს. ბოლო ხელი მოვიგე კარეთი და ამან მომაგებინა ფინალურის ბილეთი.

და WSOPc Cannes-ზე რა მოლოდინები გაქვთ; რა არის თქვენი პროგრამა-მინიმუმი?

KILOROK: საპრიზოში მოხვედრა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც გამარჯვებაზე ვიტყოდი უარს.

თუ გსურთ თქვენც მოხვდეთ WSOPc Main Event-ზე კანში, ითამაშეთ ყოველდღიური სატელიტები, მოხვდით ფინალურ ტურნირზე და მოიპოვეთ საფრანგეთის საგზური. სატელიტების განრიგი იხილეთ აქ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply