WSOPc Cannes Main Event საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ კანში მიმდინარეობს, როგორც ვიცით აჭარაბეთი საშუალებას აძლევს ყველას, ჩაერთონ სატელიტებში ან გააკეთონ ფინალური სატელიტის 25-იანი ბაი-ინი ნებისმიერ დროს.

საგზურში შედის: ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტურნირის ბაი-ინი 1500 და სამოგზაურო ხარჯი.

ყოველდღიური სატელიტები 14 აპრილამდე მიმდინარეობს. გამარჯვებულები უკვე ცნობილია, ისინი ოფისში გვეწვივნენ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
wsopc cannes

ონლაინ თუ ლაივ პოკერი? 
4 წელია, რაც პოკერს ვთამაშობ, შეიძლება ითქვას, რომ ახალბედა ვარ და აქამდე მხოლოდ ქეშის გამოცდილება მქონდა. ვცდილობ, ტურნირებს შევეჩვიო.

აჭარაბეთის მომხმარებელი ხარ? 
აჭარაბეთის მომხარებელი ვარ, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ მიმიღია და ეს პირველია.

რატომ თამაშობ პოკერს?
იმის მიუხედავად, რომ პოკერს დიდ დროს არ ვუთმობ, შეიძლება ითქვას, ჩემი შემოსავლის წყაროა.

რას ელოდები კანისგან? 
მინიმუმ გამოცდილებას და ისე ვფიქრობ, საპრიზოში შესვლას.

wsopc

რამდენიმე კვირის წინ Wsopc Rozvadov-ის საერთაშორისო ტურნირში მიიღე მონაწილეობა, რა გამოცდილება მიიღე?
უდიდესი, როზვადოვი, როგორც ვთქვი ჩემთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო, მართალია საპრიზოში შესვლას ვაპირებდი, თუმცა ახლა ეს გამოცდილება, რომელიც მივიღე, ნამდვილად, დამეხმარება კანში.

და ახლა რას აპირებ კანში? 
კანში ბეჭდის მოგებას ვაპირებ.

wsopc
რამდენი ხანია, რაც პოკერს თამაშობ?
პოკერს 10 წელია რაც ვთამაშობ, უპირატესობას ლაივ პოკერს ვანიჭებ, რადგან ვფიქრობ, გაცილებით საინტერესოა, საშუალება გეძლევა მოთამაშე ფსიქოლოგიურად წაიკითხო. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი გამოცდილება გჭირდება, მუშაობა საკუთარ თავთან და მოთამაშეებთანაც.

აჭარაბეთზე ხშირად თამაშობთ?
შეიძლება ითქვას, ეს პირველი “თანამშრომლობაა” აჭარაბეთთან, რადგან აქამდე საკუთარი სახსრებით ვიღებდი მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში. ეს საშუალება, რომელსაც აჭარაბეთი გაძლევს მგონია რომ საოცრად კარგია, ვინაიდან ახალბედებსაც და გამოცდილ მოთამაშეებსაც საშუელება ეძლევათ მიიღონ ეს უდიდესი გამოცდილება, რომელიც მართლაც, ნამდვილი პოკერის თამაშია.

wsopc
15 წელია რაც პოკერს ვთამაშობთ, ძირითადად, ლაივ პოკერს. მსიამოვნებს ცოცხლად თამაში, რადგან ვხედავ რეალურ ადამიანებს, კომპიუტერთან ეს ყველაფერი დაფარულია.

როგორ მოხვდით ფინალურ მაგიდაზე?
სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სატელიტებზე მეგობარმა დამირეკა, ფინალური მაგიდა უმარტივესი იყო.

15 წლიანი გამოცდილებიდან, საერთაშორისო ტურნირში თუ მიგიღიათ მონაწილეობა? 
შეძლებისადაგვარად, როცა ვახერხებ ყოველთვის. აჭარაბეთთან ერთად პირველია ეს მოგზაურობა.

რას ელოდებით კანისგან?
კანში არასდროს ვყოფილვარ, ალბათ ველოდები შესაძლებლობას რომ კარგად ვითამაშო. გააჩნია როგორი მოთამაშეები იქნებიან, როგორი თამაში იქნება ამას ვერასდროს განსაზღვრავ. მინდა რომ 20%-იანი ხელები არ წავაგო, დანარჩენს რაც შეეხება ვეცდები საკუთარი თავი აბსოლუტურად გამოვამჟღავნო.

ჩაერთე ყოველდღიური სატელიტების სერიში და მოხვდი ყველაზე პრესტიჟულ ლაივ ტურნირზე! 

პირველი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply