აჭარაბეთისა და WSOPC-ის თანამშრომლობით adjarabet.com-მა თავის მოთამაშეებს ახალი აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც WSOPC Brussels-ის ლაივ ტურნირის 25 საგზური გათამაშდება. პოკერის მოყვარულებს შეუძლიათ ყოველდღიური სატელიტებით ან პირდაპირი რეგისტრაციით მოხვდნენ ფინალურ ტურნირზე, რომელიც ყოველ შაბათს გაიმართება. ყოველ კვირა გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელსაც ბრიუსელში გასამართი ტურნირის საგზური გადაეცემა. 18 თებერვალს გაიმართა პირველი ფინალური ტურნირი, რომელზეც ორი გამარჯვებული გამოვლინდა. იღბლიანი მოთამაშეები აჭარაბეთის სათაო ოფისში გვესტუმრნენ და თავიანთი ემოციები გაგვიზიარეს. აჭარაბეთმა ორივე მოთამაშეს პოკერის მოთამაშისათვის საჭირო ატრიბუტები, მაისური და მზის სათვალეებიც გადასცა.

მეორე ადგილზე გასულმა BEQAMUCHA-მ მოგვიყვა, რომ პოკერის თამაში 16 წლის ასაკში მამამ ასწავლა და თავიდანვე ძალიან მოსწონდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში ბევრი ონლაინ თუ ლაივ ტურნირი ითამაშა. მათ შორის კი WSOP Circuit Georgia-ც, სადაც საპრიზო ადგილზეც მოხვდა.

თქვენი საყვარელი საწყისი ხელი რომელია?

BEQAMUCHA: ალბათ ბანალური პასუხი იქნება, მაგრამ მეც სხვებივით ორი ტუზი ან ორი კაროლი მიყვარს ყველაზე მეტად. ახალბედა მოთამაშე რომ ვიყავი რამდენჯერმე მოვიგე ვალეტ-ოთხიანში და მაშინ ვთვლიდი რომ ეს ჩემი კარტი იყო, თუმცა მერე ვისწავლე, რომ მთავარია სწორი სტრატეგიით ითამაშო და კონკრეტული ხელის იღბლიანობაზე არ იყო დამოკიდებული.

რომელ ცნობილ მოთამაშესთან ისურვებდით ერთ მაგიდაზე მოხვედრას?

BEQAMUCHA: რა თქმა უნდა, დენიელ ნეგრიანუსთან. ძალიან მომწონს მისი თამაში და მაინტერესებს თუ შევძლებ მოვუგო.

რას ელოდებით ბრიუსელის ტურნირიდან? როგორი განწყობა გაქვთ?

BEQAMUCHA: ძალიან მიხარია ბრიუსელში თამაში. WSOPC-ის ტურნირები საინტერესო და დაძაბულია, თან კარგადაც ერთობი. თბილისში Circuit-ზე თამაში ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ უკმაყოფილოს არც ბრიუსელი დამტოვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის გამოცდილების მიღებაა. პოკერის მოთამაშემ სულ უნდა იზრუნოს საკუთარი თავის დახვეწაზე. იმედი მაქვს საპრიზო ადგილზე მოხვედრასაც მოვახერხებ.

პირველ ადგილზე გასული GENGA მეორეადგილოსანის მსგავსად შაბათის ფინალურ ტურნირზე პირდაპირ, სატელიტის გარეშე დარეგისტრირდა. როგორც თავად გვიამბო, პოკერს წლებია თამაშობს, თუმცა ონლაინ საკმაოდ იშვიათად. პოკერში ყველაზე მეტად მისი მათემატიკური ნაწილი მოსწონს და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თამაშის სტრატეგია მასზე დაყრდნობით დასახოს.

GENGA: ჩემთვის ყველაზე საინტერესო აუტების სწორად დათვლა და ამის მიხედვით მოსალოდნელი შედეგის გამოცნობაა. ძალიან მიხარია რომ ბრიუსელში შევძლებ ჩემი ცოდნის გამოვლენას. ყველაზე მეტად კი ამ ტურნირიდან სიამოვნებას ველოდები.

ხშირად იგებთ ხოლმე?

GENGA: საკმაოდ. ეს ნაწილობრივ ჩემი გამოცდილების და ნაწილობრივ იღბლის დამსახურებაცაა. ბევრი ტურნირის საპრიზო ადგილებზე მოვხვედრილვარ და დიდი თანხებიც მომიგია. იმედი მაქვს ბრიუსელშიც ასევე გამიმართლებს და უკან გამარჯვებული დავბრუნდები. ძალიან გამიხარდება რომელიმე ცნობილ მოთამაშეს თუ გადავეყრები იქ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მეტოქე ფილ ჰელმუთია. მის თამაშს სულ ვადევნებდი თვალყურს და ყოველთვის სწორი, კარგად გამოთვლილი სტატეგიით თამაშობს.

პოკერის მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ აჭარაბეთზე სატელიტები გრძელდება. გასათამაშებელი 25 საგზურიდან 23 ჯერ კიდევ დარჩენილია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ყოველდღიურ სატელიტზე (სატელიტები ფრიროლებიდან იწყება) ან პირდაპირ ფინალურ ტურნირზე და მოიგოთ WSOPC Brussels-ის ლაივ ტურნირის საგზური. სატელიტების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply