WSOP პოკერის სამყაროში ყველასთვის კარგად ნაცნობი ტურნირების სერიაა. მისი ისტორია 1970 წელს პოკერის ყველაზე ცნობილი შვიდი მოთამაშის ერთ ტურნირზე შეკრებით დაიწყო. ჯილდოს პირველი მფლობელი იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოთამაშე, ჯონი მოსი გახდა.

2016 წელს WSOP უკვე ორმოცდამეშვიდედ ჩატარდა. ამ დროის განმავლობაში პოკერის მსოფლიო სერიაში მონაწილეთა რაოდენობა საოცრად გაიზარდა და შარშან მასში უკვე 6,737 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. WSOP-ზე მოთამაშეთა რეკორდული რიცხვი – 8,773 მონაწილე – 2006 წელს დაფიქსირდა. პირველ ადგილზე გასულ ჯეიმი გოლდსაც შესაბამისად რეკორდული თანხა, 12,000,000 ერგო. WSOP-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე კი ფილ ჰელმუთია, რომელსაც ჯამში 14  სამაჯური აქვს მოგებული.

WSOP Circuit Tbilisi

WSOP-ის და აჭარაბეთის პარტნიორობით 2016 წელს 3-9 მარტს WSOP Circuit Tbilisi ჩატარდა. ერთი კვირის განმავლობაში ჯამში 25 ტურნირი გაიმართა. გარანტირებული საპრიზო ფონდის, 700 000$-ის გარდა გათამაშდა WSOP-ის 7 ბეჭედიც. WSOP Circuit Georgia-მ დიდი დაინტერესება გამოიწვია პოკერის მოთამაშეებში და ტურნირები ჯამში 1000-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა. ტურნირებში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები, მათ შორის პოკერის ცნობილი პროფესიონალები: დენიელ “ჯანგლმენ” ქეითსი, სტივ ო’დუაიერი, პიტერ ისთგეითი, დომინიკ პანკა, დმიტრი ურბანოვიჩი და მატეუშ ძიევონსკი.

სტივ ო’დუაიერი

აჭარაბეთის და WSOP-ის პარტნიორობა ამით არ დასრულებულა. იმავე 2016 წელს აჭარაბეთის ონლაინ პოკერ რუმში გამართულ სატელიტებში გათამაშდა WSOP Circuit Rozvadov-ის ბილეთები. იღბლიანი 25 გამარჯვებული ნოემბერში ჩეხეთში, ქალაქ როზვადოვში გაემგზავრა ტურნირზე, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდიც 1,000,000 ევრო იყო.

გაიგეთ უფრო მეტი WSOP-ის შესახებ Cardplayer.ge-ზე 🙂

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply