კორონავირუს COVID-19-ს გავლენა საფეხბურთო სამყაროზე საზარელია – ყველა ევროპის ტოპ ჩემპიონატი გადაიდო და ჯერ უცნობია, როგორ ან როდის გაგრძელდება საფეხბურთო ტურნირები მსოფლიოში.
ევროპის ჩემპიონატის 2020 წელს ჩატარების შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება, ევროპული ქვეყნების მთავრობები კი ვირუსის გავრცელების შეჩერებას ცდილობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები ძალიან ჯანმრთელი ათლეტები არიან, ვირუსისგან იმუნიტეტი არც მათ აქვთ და COVID-19 უკვე არაერთ ვარსკვლავს აღმოაჩნდა.
კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გავრცელდა პრემიერ ლიგაშიც – გასულ კვირაში, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა რომ ტური არ გადაიდებოდა და მატჩები სტანდარტულად გაგრძელდებოდა, აქედან რამდენიმე წუთში კი გაირკვა, რომ მიკელ არტეტას კორონავირუსი აქვს.
ამის შემდეგ ბრაიტონი არსენალის თამაში უმალვე გადაიდო, მოგვიანებით კი მთლიანი პრემიერ ლიგის ტური.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მუშაობას მაშინვე გავაგრძელებ, როცა ამის ნებართვას მომცემენ.” – განაცხადა არტეტამ.
ოლიმპიაკოსის მფლობელი ევანგელოს მარინაკისი, რომლის გუნდიც არსენალს ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგაზე შეხვდა, ასევე კორონავირუსით არის დაინფიცირებული, თუმცა, როგორც წერენ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
ვირუსი ჩელსის ახალგაზრდა ფეხბურთელ კალუმ ჰადსონ-ოდოისაც დაუდასტურდა, მაგრამ მალევე გავრცელდა ინფორმაცია რომ იგი გამოჯანმრთელდა.
“როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ვირუსი შემეყარა, მაგრამ უკვე კარგად ვარ. რჩევებს ვითვალისწინებ და თვითიზოლაციაში ვიმყოფები, იმედი მაქვს ყველანი კარგად ვიქნებით და თამაშს მალე გავაგრძელებ – თავს მოუარეთ.” – ასეთი იყო ჰადსონ-ოდოის პოსტი სოციალურ ქსელში.

მანჩესტერ სიტის მცველი ბენჟამინ მენდი თვითიზოლაციაში მოექცა, რადგან ვირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
თვითიზოლაციაში მოექცა მთლიანი ევერტონის გუნდიც, როცა გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
თუმცა, იზოლაციის წესები ჯორდან პიკფორდმა დაარღვია, რომელიც ბოქსის მატჩს დაესწრო.
ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ სიმპტომები ლესტერის რამდენიმე ფეხბურთელსაც ჰქონდა, რის შემდეგაც ისინი თვითიზოლაციაში მოთავსდნენ.
ბორნმუთის გუნდის ხუთი წევრი, მათ შორის გოლკიპერი არტურ ბორუცი, ასევე ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში მოექცნენ, მას შემდეგ, რაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ.
იტალიაში კორონავირუსი იუვენტუსის მცველ დანიელე რუგანის დაუდასტურდა, რომელმაც სოციალურ მედიაში დაწერა რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და მეგობრებს თხოვა, მასზე არ ინერვიულონ.
რუგანის ამბის შემდეგ, იუვენტუსმა ყველა მატჩი უმალვე გადადო. სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კი მადეირაში, თავის სახლში, რჩება და პანდემიას კუნძულიდან აკვირდება.
იწერებოდა, რომ ვირუსი პაულო დიბალასაც აქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

სერია ა-ს მეორე ფეხბურთელი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, სამპდორიელი მანოლო გაბიადინი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ვირუსი სამპდორიას კიდევ 5 ფეხბურთელს და გუნდის მთავარ ექიმსაც ჰქონდათ.
ფიორენტინას 3 ფეხბურთელი – დუშან ვლახოვიჩი, პატრიკ კუტრონე და გერმან პაცელა ასევე ვირუსით არიან ინფიცირებულები.
ვირუსმა პირდაპირი დარტყმა მიაყენა მადრიდის რეალს – გუნდის კალათბურთელს ვირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდები კარანტინში მოექცნენ.
ამან რეალი – სიტისა და ლა ლიგის 2 ტურის გადადებაზე სერიოზული გავლნა იქონია.
თვითიზოლაციაში მოექცა ბარსელონას გუნდიც, ლიონელ მესიმ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვალენსიელი მცველი ეზიკიელ გარაი ლა ლიგის პირველი ფეხბურთელია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა, კლუბმა კი დაადასტურა, რომ გუნდში კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
“გუნდის ყველა წევრი სახლშია, ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და თვითიზოლაციის წესებს იცავენ” – ეწერა კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ელჩემ დაადასტურა, რომ ვირუსი მათ ერთ ფეხბურთელსაც ჭირს, მაგრამ ვინაობა არ დაუდასტურებიათ.
ტესტირება გაიარა კილიან მბაპემ, მაგრამ საბედნიეროდ ვირუსი ფრანგს არ აღმოაჩნდა. ამისდა მიუხედავად, პსჟ-მ ვარჯიში შეწყვიტა, საფრანგეთის ჩემპიონატი კი დროებით შეჩერებულია.
გერმანიაში ვირუსი ჰანოვერის მცველ ტიმო ჰუბერსს და პადებორნის მცველ ლუკა კილიანს დაუდასტურდათ, მაგრამ ორივე ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება მალევე შეძლო.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი და მოედანი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply