წლევანდელი საკალათბურთო სეზონი რეკორდების, აქამდე არნახული სტატისტიკების და პირველად ბევრი წლის შემდეგ, ერთი გამოკვეთილი ფავორიტი გუნდის გარეშე მიმდინარეობს.

ასეთივე დაძაბული ბრძოლაა სეზონის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში. თუმცა, ნახევარი სეზონის შემდეგ, რამდენიმე ფავორიტი მაინც გამოიკვეთა.

1- ლუკა დონჩიჩი

29,1 ქულა
9,0 ასისტი
9,7 მოხსნა

რატომ ლუკა დონჩიჩი?

20 წლის ასაკში ასეთი სეზონი ნბა-ს ისტორიაში არავის ჰქონია. შესადარებლად ხშირად მოჰყავთ ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური პირველი სეზონები, თუმცა ლუკას თითქმის ყველა კომპონენტში უკეთესი მაჩვენებელი აქვს – დალასისგან სეზონში ასეთ შედეგს არავინ ელოდა. თუმცა სლოვენიელმა გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და “ველურ დასავლეთში” მისი გუნდი საპლეიოფო ზონაში დამაჯერებლად იმყოფება. გუნდს არ ჰყავს ვარსკვლავური შემადგენლობა, სწორედ ამიტომ, ეს წარმატება პირადად ლუკას დამსახურებაა- წლევანდელის სეზონის შემდეგ, არავის ექნება იმდენი რეკორდი 20 წლის ასაკში, რამდენიც სლოვენიელმა ჯადოქარმა მოხსნა: ქულები, პასები, სამმაგი დუბლები და ა.შ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

2- ლებრონ ჯეიმსი

25,5 ქულა
10,7 ასისტი
7,8 მოხსნა

რატომ ლებრონ ჯეიმსი?

მეფემ ლეიკერსი 6 წლიანი პაუზის შემდეგ არამარტო პლეიოფებში დააბრუნა, არამედ დასავლეთ კონფერენციასაც დამაჯერებლად ულიდერებს.- ლებრონი კონფერენციის საუკეთესო გუნდის ულაპარაკო ლიდერია და ძალიან კარგ სტატისტიკასთან ერთად, მის ყველაზე დიდ დამსახურებად თანაგუნდელების უკეთესად ათამაშებას მიიჩნევენ. მაგალითად დუაიტ ჰოვარდს შეიძლება ითქვას, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა და ბევრი ამაში ჯეიმსის წვლილს ხედავს.- ლეიკერსი მე-4 ადგილზეა როგორც შეტევის, ისე დაცვით რეიტინგში. ეს კი, რა თქმა უნდა, ლებრონის, როგორც ბევრი იტყოდა, “პარკეტის გენერლის” დამსახურებაა. ლებრონი კიდევ უფრო გამოკვეთილ გამთამაშებლად ტრანსფორმირდა და ყველა შეტევა მისი გავლით სრულდება.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

3- გიანის ანტეტოკუნმპო

29,8 ქულა
5,5 ასისტი
12,8 მოხსნა

რატომ ანტეტოკუნმპო?

შარშანდელი მვპ წელს კიდევ უფრო უკეთეს სტატისტიკას აჩვენებს. თუმცა ლებრონ ჯეიმსისგან განსხვავებით, მას არ ჰყავს ვარსკვლავური თანაგუნდელები. ის ერთადერთია გუნდში, ვინც 20 ქულაზე მეტს აგდებს.- მიუხედავად თანაგუნდელი ვარსკვლავების ნაკლებობისა, ბერძენის გუნდი ლიგაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს. მილუოკის სეზონი საკმაოდ ახლოს დგას გოლდენ სტეიტის ლეგენდარულ, ყველა დროის საუკეთესო შედეგიან სეზონთან.- მვპ-ის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ანტეტოკუნმპო ერთადერთია, ვინც ერთდროულად განიხილება როგორც საუკეთესო შემტევ კალათბურთელად, ისე საუკეთესო დაცვით მოთამაშედ. დიდი შანსია, რომ მან საუკეთესო დამცველის ტიტულიც აიღოს
– ბერძენმა წლევანდელ სეზონში მისი “აქილევსის ქუსლი”, ანუ სამქულიანი სროლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რამაც, ბევრის აზრით, ვარსკვლავის თამაში ახალ საფეხურზე აიყვანა.

4- ჯეიმს ჰარდენი

37,7 ქულა
7,5 ასისტი
6,2 მოხსნა

რატომ ჯეიმს ჰარდენი?

ჰარდენის “სტეფ-ბექი” წელსაც შეუჩერებელია. 37,7 ქულა თანამედროვე ეპოქაში არავის დაუფიქსირებია. ჰარდენი ერთადერთი კალათბურთელია ისტორიაში, რომელიც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის სტატისტიკებს ეჯიბრება და ზოგიერთი გააუმჯობესა კიდეც კრიტოკოსებისთვის ჯეიმს ჰარდენის მთავარი მინუსი – დაცვაში თამაშია. თუმცა წელს ჰიუსტონის მთავარმა ვარსკვლავმა ბევრისთვის გასაოცრად ეს კომპონენტიც გააუმჯობესა და დღეს ვეღარავინ იტყვის, რომ ჰარდენი დაცვას საერთოდ აღარ თამაშობს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply