22 დეკემბერს საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ზედიზედ მესამედ ერთმანეთს თბილისის ქრუსაიდერსი და რუსთავის სთილერსი დაუპირისპირდნენ.

როგორც ვარაუდობდნენ, მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფინალის ბოლო წამებამდე გამარჯვების შანსს ორივე გუნდი იმსახურებდა.

საბოლოოდ, დიდი დანაკლისის მიუხედავად იღბალი რუსთაველთა მხარეს აღმოჩნდა და მატჩის გამარჯვებული სწორედ სთილერსი გახდა. ფინალის საბოლოო ანგარიში 12:10 იყო.

ფინალის საუკეთესო მოთამაშეებად ანრი სიმსივე (ქრუსაიდერსი) და საბა კვერნაძე (სთილერსი) დასახელდნენ. ტურნირის ოფიციალური სპონსორი adjarabet.com გახლდათ.

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply