2001 წლიდან მოყოლებული, უეფა ყოველ წელს ადგენს წლის საუკეთესო გუნდს. ის ფეხბურთელები კი, ვინც უეფას წლის გუნდში ყველაზე მეტჯერ არიან მოხვედრილი, ერთად ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ადგენენ.

უეფამ ახლახანს ამ ფეხბურთელების განახლებული სია შემოგვთავაზა, სადაც რეალისა და ბარსელონას ბოლო წლების დომინირება კარგად არის ასახული. ვინ მოხვდა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულში?

მეკარე

იკერ კასილასი – 6 (2007, 08, 09, 10, 11, 12)
რეალი, პორტო და ესპანეთი

იკერმა ესპანეთ 2008ს და 2012ს ევროპის ჩემპიონატების მოგებისას უკაპიტნა, შუალედში კი 2010 წლის მუნდიალი მოიგო და სამივე შემთხვევაში, წლის გუნდში მოხვდა. კიდევ 3 ნომინაცია მას 2007, 2009 და 2011 წლებში ხვდა წილად და ჯამური 6 წარდგენით, იკერი უეფას წლის გუნდში 1-ით მეტჯერ არის მოხვედრილი, ვიდრე ჯანლუიჯი ბუფონი (5)

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

მცველები

ფილიპ ლამი –  5 (2006, 08, 12, 13, 14)
ბაიერნი და გერმანია

ფილიპ ლამი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და ძლიერი მცველია. 2010დან 2014 წლამდე ფილიპ ლამმა 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, ტრიპლეტი მოიგო და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. სწორედ ამიტომ ერგო მას ყველა დროის საუკეთესო გუნდში მოხვედრა ხუთჯერ. თუმცა, მისი ადგილის დაკავების რეალური პრეტედენტი ბრაზილიელი მარსელოა.

ხერარდ პიკე – 5 (2010, 11, 12, 15, 16)
ბარსელონა და ესპანეთი

ნომინანტების სიაში პიკე ბოლო 10დან 9 სეზონში იყო, საბოლოო გუნდში მოხვედრა კი ხუთჯერ მოახერხა. პიკე კლუბსა და ნაკრებში საკმაოდ სტაბილური მცველია. პიკეს და ლამის მსგავსად, წლის საუკეთესო გუნდში დანი ალვეშიც ხუთჯერ მოხვდა, მაგრამ ბრაზილიელს მხოლოდ 7 ნომინაცია აქვს, პიკეს 9, ლამს კი 10.

კარლეს პუიოლი – 6 (2002, 05, 06, 08, 09, 10)
ბარსელონა და ესპანეთი

2005 წელს კარლეს პუიოლის კარიერაში წარმოუდგენლად წრამატებული და სტაბილური სერია დაიწყო. ესპანელმა მცველმა 2006, 2009 და 2011 წლების ჩემპიონთა ლიგა, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2010 წლის მუნდიალი მოიგო, რის შემდეგაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. პუიოლმა წლის გუნდში მოხვედრა ექვსჯერ მოახერხა.

სერხიო რამოსი – 8 (2008, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18)
რეალი და ესპანეთი

ესპანეთისა და მადრიდის რეალის კაპიტანი სიმბოლურ გუნდში უკვე ზედიზედ შვიდი წელია ხდება და სწორედ ამის დამსახურებით, ის მესისა და რონალდუს შემდეგ ყველაზე მეტ უეფას წლის გუნდშია მოხვედრილი. პირველად რამოსი 2008 წელს აირჩიეს, როცა ლა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 2017 წელს კი ყველაზე მეტჯერ არჩეულ მცველად იქცა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ნახევარმცველები

სტივენ ჯერარდი – 3 (2005, 06, 07)
ლივერპული და ინგლისი

სამჯერ წლის გუნდში შვიდი სხვადასხვა ნახევარმცველი მოხვედრილა (მეშვიდე ლუკა მოდრიჩი იყო 2018 წელს). თუმცა, სტივენ ჯერარდის შვიდი ნომინაცია მას მის კონკურენტებზე – მოდრიჩზე, კაკაზე, რონალდინიოზე, ტონი კროოსზე, პაველ ნედვედზე და ზინედინ ზიდანზე წინ აყენებს.

 

ჩავი – 5 (2008, 09, 10, 11, 12)
ბარსელონა და ესპანეთი

ჩავის პირველი ნომინაცია 2005 წელს ერგო, მაგრამ გუნდში 2008 წლამდე ვერ მოხვდა. მისი გენიალურობის უარყოფა რთული იყო და სწორედ ამიტომ, ჩავი სიმბოლურ გუნდში ზედიზედ ხუთჯერ მოხვდა.

ანდრეს ინიესტა – 6 (2009, 10, 11, 12, 15, 16)
ბარსელონა და ესპანეთი

ისევე როგორც მისი პარტნიორი ჩავი, სიმბოლურში პირველად მოხვედრის შემდეგ ინიესტას გამოტოვება ძალიან რთული იყო. კატალონიური კარიერის ბოლო წლებში ანდრესი სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ორჯერ მოხვდა და ამის შედეგად ნახევარმცველებს შორის უეფას ისტორიაში ყველაზე მეტ სიმბოლურ ნაკრებში უჭირავს ადგილი.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

თავდამსხმელები

ტიერი ანრი – 5 (2001, 02, 03, 04, 06)
არსენალი და საფრანგეთი

2001დან 2007 წლამდე, ტიერი ანრი ყველა წლის გუნდში იყო წარდგენილი, მისმა წარმოუდგენელმა სტაბილურობამ კი ტიერი ერთადერთ ფეხბურთელად აქცია, ვინც უეფას საუკეთესო გუნდში პირველი 4 წლის განმავლობაში ზედიზედ ხვდებოდა. მისი სერია 2005 წელს, უტიტულო სეზონის დროს შეწყდა. 2006 წელს ანრიმ მუნდიალისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები ითამაშა, რითიც საუკეთესო გუნდში ადგილი დაიბრუნა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ანრი ბარსელონაში თამაშის დროს სიმბოლურში ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა რომ უეფას ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამ გუნდში მოიგო.

ლიონელ მესი – 10 (2008, 09, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18)
ბარსელონა და არგენტინა

ლიონელ მესი თავიდან ნახევარმცველად იყო წარდგენილი, როცა 2006 წელს მისი პირველი ნომინაცია მოიპოვა. ბოლო დეკადის ერთადერთი წელი, როცა ლიონელ მესი სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა, 2013 იყო. ამის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ტრავმა გახლდათ, რომლის გამოც მესის სეზონი ჩაუვარდა. ლეომ ჩემპიონთა ლიგის მოგება 2006, 2009, 2011 და 2015 წლებში მოახერხა, ’09 და ’15 წლებში კი ტრიპლეტებიც მოიგო და თავი მეორე ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად დაიმკვიდრა უეფას სიმბოლური ნაკრებების ისტორიაში.

კრიშტიანუ რონალდუ – 13 (2004, 07, 08, 09, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18)
მანჩესტერი, რეალი, იუვენტუსი და პორტუგალია

რონალდუ სიმბოლურ გუნდში 15-ჯერ წარადგინეს, აქედან 13 შემთხვევაში კი ის საუკეთესოთა შორის დასახელეს კიდეც. 2018 წლის სიმბოლურში მოხვედრით რონალდუმ ზედიზედ მეთორმეტე თერთმეტეულში დაიმკვიდრა თავი. სულ პირველად რონალდუ სიმბოლურ გუნდში 2004 წელს მოხვდა, როცა ჰოლანდიასთან გოლითა და ასისტით პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა და ტურნირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

 

მწვრთნელი:

ჟოზე მოურინიო (4)

უეფას წლის საუკეთესო მწვრთნელად ყველაზე მეტჯერ ჟოზე მოურინიო დასახელდა. მის შემდეგ ალექს ფერგიუსონი მოდის 2 ჯილდოთი, თითო ჯილდოს კი ფრანკ რაიკაარდი და პეპ გვარდიოლა იყოფენ.

საუკეთესო ფეხბურთელები, ვინც ყველა დროის გუნდში ვერ მოხვდნენ:

ჯანლუიჯი ბუფონი (5), დანი ალვეში (5), ალესანდრო ნესტა (4), ჯონ ტერი (4), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (4)

ყველაზე მეტჯერ მოხვედრილი გუნდები:

მადრიდის რეალი (49), ბარსელონა (47), ბაიერნი (20), იუვენტუსი (18), მილანი (18), ჩელსი (11), არსენალი (10) და მანჩესტერ იუნაიტედი (10)

ყველაზე მეტჯერ მოხვედრილი ფეხბურთელები ეროვნების მიხედვით:

ესპანეთი (42), ბრაზილია (24), საფრანგეთი (20), გერმანია (17), პორტუგალია (17) და იტალია (16)

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply