ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მხოლოდ 1 ტურია დარჩენილი და პლეი ოფებამდე კიდევ ბევრი რამეა გასარკვევი. გთავაზობთ ახლანდელი სიტუაციის სრულ მიმოხილვას:

პსჟ, რეალი, ბაიერნი, ტოტენჰემი, იუვენტუსი, ბარსელონა და ლაიპციგი – ეს ის გუნდებია, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში უკვე გარანტირებული აქვთ.

მოქმედი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ერთ-ერთია იმ 15 გუნდთაგან, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან პლეი ოფის ადგილის მოსაპოვებლად და მათი ბედი სწორედ ბოლო ტურში გაირკვევა.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

A ჯგუფი:

პსჟ v გალათასარაი

ბრიუგე v რეალი

პსჟ-ს და რეალს მერვედფინალის საგზური უკვე გარანტირებული აქვთ. გარკვეულია ისიც, რომ პსჟ აუცილებლად პირველ ადგილზე გავა, რეალი კი მეორეზე.

ბრიუგე და გალათასარაი ერთმანეთს ევროპის ლიგის საგზურისთვის შეეჯიბრებიან, მაგრამ თურქების შანსი საკმაოდ მცირეა. გალათასარაიმ ევროასპარეზზე დარჩენისთვის პსჟ-ს უნდა მოუგოს და იმედი იქონიოს, რომ ბრიუგე რეალთან ქულებს ვერ მოაგროვებს.

B ჯგუფი:

ოლიმპიაკოსი v ცრვენა ზვეზდა

ბაიერნი v ტოტენჰემი

A ჯგუფის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის საგზურების ბედი B ჯგუფშიც გარკვეულია – ბაიერნი ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს, ტოტენჰემი კი მეორეზე.

ოლიმპიაკოსი ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს და ევროპის ლიგის საგზურს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებს.

C ჯგუფი:

შახტარი v ატალანტა

დინამო v სიტი

მანჩესტერ სიტიმ პლეი ოფში გასვლა უკვე გაინაღდა, მაგრამ მეორე ადგილისთვის სამივე გუნდი იბრძვის.

6 ქულით მეორე ადგილზე მყოფი შახტარი ატალანტას უმასპინძლებს, რომელსაც 4 ქულა აქვს. სიტი კი 5 ქულიან ზაგრების დინამოს ესტუმრება.

შახტარი გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში გარანტირებულად გავა, ხოლო თუ მატჩი ფრედ დაასრულეს, მათთვის მთავარი იქნება, რომ ზაგრებმა სიტი ვერ დაამარცხოს.

ჯგუფიდან ზაგრების გასასვლელად საჭირო იქნება მათ სიტი სახლში დაამარცხონ, შახტარმა კი ატალანტას ვერ მოუგოს.

ატალანტას პლეი ოფში გასასვლელად მოგებასთან ერთად ისიც დასჭირდება, რომ სიტიმ ზაგრებიდან 1 ქულა მაინც წამოიღოს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

D ჯგუფი:

ლევერკუზენი v იუვენტუსი

ატლეტიკო v ლოკომოტივი

იუვენტუსი უკვე პლეი ოფშია, ატლეტიკო და ლევერკუზენი კი მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

ლევერკუზენს ჯგუფიდან გასასვლელად შინ იუვენტუსის დამარცხება არ ეყოფა და იმის იმედადაც დასჭირდებათ დარჩენა, რომ ატლეტიკო სახლში ლოკომოტივის დამარცხებას ვერ მოახერხებს.

ატლეტიკო მთლიანად საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ლოკომოტივის დამარცხების შემთხვევაში ისინი მეორე ადგილზე გავლენ.

E ჯგუფი:

ზალცბურგი v ლივერპული

ნაპოლი v გენკი

ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული არავის აქვს. ლივერპული, ნაპოლი და ზალცბურგი 2 საგზურისთვის იბრძვიან.

ნაპოლისთვის ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც კი საკმარისი იქნება, რადგან თანაბარი ქულების ქონის შემთხვევაში, ნაპოლი ურთიერთშეხვედრებით ლივერპულსაც ჯობნის და ზალცბურგსაც.

ზალცბურგს პლეი ოფში გასასვლელად ლივერპულის დამარცხება ჭირდება. ნებისმიერი გამარჯვება 5:4-მდე ხელსაყრელი ავსტრიელებისთვის იქნება, ლივერპულისთვის კი ფრეც საკმარისია.

F ჯგუფი:

ინტერი v ბარსელონა

დორტმუნდი v პრაღა

ბარსელონა გასულია, ინტერი და დორტმუნდი მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

ინტერი ბარსელონას სან სიროზე უმასპინძლებს და პლეი ოფში გასასვლელად, დიდი ალბათობით, გამარჯვება დასჭირდებათ, რადგან დორტმუნდი პრაღასთან უპირობო ფავორიტის სტატუსით ითამაშებს.

ბარსელონა ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის ლიონელ მესის დასვენებას გეგმავს, ეს ფაქტი კი ინტერისთვის საკმაოდ იმედისმომცემია.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

G ჯგუფი:

ლიონი v ლაიპციგი

ბენფიკა v ზენიტი

ლაიპციგი გასულია, ზენიტი და ლიონი მეორე ადგილისთვის იბრძვიან, ბენფიკა – მესამესთვის.

გასულ ტურში ბენფიკა ლაიპციგს ბოლო წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ 90 და 96 წუთზე გატანილი გოლებით გერმანელებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვეს, პორტუგალიელებმა კი დაკარგეს.

ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ბენფიკას ზენიტის დამარცხება დასჭირდება.

ლიონს ლაიპციგთან გამარჯვების შემთხვევაში დასჭირდება, რომ ბენფიკამ ზენიტს 1 ქულა მაინც წაართვას. ხოლო თუ ფრანგებმა და გერმანელებმა ფრე ითამაშეს, მაშინ ლიონისთვის ბენფიკას მოგება იქნება აუცილებელი.

თუ ლიონმა ლაიპციგთან ფრე ითამაშა, ზენიტს პორტუგალიიდან 1 ქულის წამოღებაც ეყოფა. ლიონის მოგების შემთხვევაში კი რუსებმა მერვედფინალში გასასვლელად ბენფიკა უნდა დაამარცხონ.

H ჯგუფი:

აიაქსი v ვალენსია

ჩელსი v ლილი

მერვედფინალში გასვლა გარანტირებული არავის აქვს. აიაქსი, ჩელსი და ვალენსია საგზურისთვის იბრძვიან.

ჩელსისთვის საქმე ყველაზე ადვილადაა – ლილის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, ლონდონელები მერვედფინალში გადიან.

ვალენსიას მერვედფინალში გასასვლელად დიდი ალბათობით მხოლოდ მოგება ეყოფა, რადგან მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში მათ მხოლოდ ჩელსის ვერმოგება უშველით.

თუ აიაქსმა ვალენსია დაამარცხა და ჩელსიმ ლილთან წააგო, მერვედფინალში აიაქსი და ვალენსია გავლენ.

აიაქსისთვის პლეი ოფში გასასვლელად 1 ქულის მოპოვებაც საკმარისი იქნება.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply