ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

გუნდები ორ კალათაში იქნებიან განაწილებულები, ჯგუფის გამარჯვებულებისა და მეორეადგილოსნების:

ჯგუფის გამარჯვებულები
ბარსელონა
ბაიერნი
იუვენტუსი
ლაიპციგი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
პსჟ
ვალენსია

მეორეადგილოსნები
ატალანტა
ატლეტიკო
ჩელსი
დორტმუნდი
ლიონი
ნაპოლი
რეალი
ტოტენჰემი

ერთი ქვეყნის ან ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან

ჯგუფის გამარჯვებულები პირველ მატჩს გასვლაზე, მეორეს კი სახლში ითამაშებენ

პირველი შეხვედრები 18/19 და 25/26 თებერვალს, განმეორებითი კი 10/11 და 17/18 მარტს გაიმართება

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ბარსელონა

ვინ შეიძლება შეხვდეს ბარსელონას?

ატალანტა, ჩელსი, ლიონი, ნაპოლი, ტოტენჰემი

ბარსელონასთვის ყველაზე საინტერესო შესაძლო მეტოქეებად ჩელსი და ტოტენჰემი გვევლინებიან. ჟოზე მოურინიოს და ბარსელონას დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო სანახავი იყო, ამჟამად კი პორტუგალიელს ბარსელონას წინააღმდეგ 5 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გამომცხვარი. 2013 წელს რეალიდან წასვლის შემდეგ, მოურინიო ბარსელონას აღარ შეხვედრილა, ახლა კი ამ დაპირისპირების გასაგრძელებლად ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

საინტერესო იქნება ბარსელონა – ჩელსის დაპირისპირებაც, რადგან  ჩელსი დიდი ხნის განმავლობაში ლიონელ მესისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო, ბოლო შეხვედრისას კი ლეომ ლონდონელებს 3 გოლი გაუტანა.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

რეალი

ვინ შეიძლება შეხვდეს რეალს?

ბაიერნი, იუვენტუსი, ლაიპციგი, ლივერპული, სიტი

რეალმა საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი პსჟ-ს დაუთმო და, ამის გამო, მერვედფინალურ ეტაპზე საკმაოდ რთული სავარაუდო მეტოქეები შეხვდა. ალბათ ერთადერთი მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც რეალი აშკარა ფავორიტად მიიჩნევა – ლაიპციგია.

თუმცა, ზინედინ ზიდანის რეალი ფავორიტად იმ 3 სეზონშიც არ მიიჩნეოდა ხოლმე, როცა გუნდმა 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფრანგი სპეციალისტი კი, ჯერ-ჯერობით, ერთადერთ მწვრთნელად რჩება, ვინც ჩემპიონთა ლიგიდან ერთხელაც არ გავარდნილა. ზიდანის რეალს ბაიერნის, იუვენტუსის, ლივერპულის და სიტის წინააღმდეგ ყველა წინა დაპირისპირება მოგებული აქვს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ლივერპული

ვინ შეიძლება შეხვდეს ლივერპულს?

ატალანტა, ატლეტიკო, დორტმუნდი, ლიონი, რეალი

ლივერპულმა ბოლო ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და 2019 წელს ტურნირი მოიგო კიდეც. მიმდინარე სეზონში აშკარაა, რომ მერსესაიდელები აქცენტს პრემიერ ლიგაზე აკეთებენ. თუმცა, კლოპის შეგირდები მაინც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა ლივერპულს ბოლო ტურამდე არ ჰქონდა გარანტირებული, მერსესაიდელებმა E ჯგუფი პირველ ადგილზე დაამთავრეს და შესაბამისად მერვედფინალში დიდი ალბათობით იოლი მეტოქე შეხვდებათ.

შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე უხერხული მეტოქე ლივერპულისთვის მადრიდის რეალი იქნება, რომლის წინააღმდეგაც მერსესაიდელებს ბოლო 3 მატჩი აქვთ წაგებული.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ბაიერნი

ვინ შეიძლება შეხვდეს ბაიერნს?

ატალანტა, ატლეტიკო, ჩელსი, ლიონი, ნაპოლი, რეალი

ბუნდესლიგაში ბაიერნი არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია – რეკორდმაისტერი მეშვიდე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გლადბახს 7 ქულით ჩამორჩება. ამისდა მიუხედავად, მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ბაიერნმა 6-დან 6 მოგებით დაასრულა და პირველ ადგილზე გასვლით, 1/8 ფინალში იოლ მეტოქესთან დაპირისპირების შანსი გაიზარდა.

ყველაზე უხერხული მეტოქედ ამ შემთხვევაშიც რეალის მიჩნევა შეგვიძლია, მადრიდელებმა ბაიერნი ბოლო 3 პლეი ოფის დაპირისპირებიდან სამივეჯერ გამოთიშეს. დანარჩენი მეტოქეების წინააღდმეგ ბაიერნი თავს აშკარა ფავორიტად ჩათვლის და რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 გოლი აქვს, თავს კომფორტულად იგრძნობს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

იუვენტუსი

ვინ შეიძლება შეხვდეს იუვენტუსს?

ჩელსი, დორტმუნდი, ლიონი, რეალი, ტოტენჰემი

იუვენტუსს შიდა ჩემპიონატში ბაიერნის მსგავსად პრობლემები აქვს, მათი უშუალო მეტოქის ტურნირიდან გამოთიშვამ კი შესაძლოა ეს მდგომარეობა უფრო გაართულოს. ინტერს ახლა მთლიანი აქცენტის სერია ა-ზე გაკეთება შეუძლია.

თუმცა, ასევე ბაიერნის მსგავსად, ტურინელებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან კომფორტულად გაიარეს. 6 მატჩში 5 მოგება და 1 ფრე – ისიც ვისენტე კალდერონზე, შესანიშნავი შედეგია. კრიშტიანუ რონალდუს ჩელსის, დორტმუნდის, ლიონის და ტოტენჰემის კარში გოლების გატანა ძალიან უყვარს და ეს არაერთხელ გაუკეთებია, აი რეალთან შეხვედრის შემთხვევაში სამეფო კლუბის წინააღმდეგ რონალდუ კარიერაში პირველად ითამაშებს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ვინ შეიძლება შეხვდეს სიტის?

ატლეტიკო, დორტმუნდი, ლიონი, ნაპოლი, რეალი

ვინ შეიძლება შეხვდეს პსჟ-ს?

ატალანტა, ატლეტიკო, ჩელსი, დორტმუნდი, ნაპოლი, ტოტენჰემი

ვინ შეიძლება შეხვდეს ტოტენჰემს?

ბარსელონა, იუვენტუსი, ლაიპციგი, პსჟ, ვალენსია

ვინ შეიძლება შეხვდეს ატლეტიკოს?

ბაიერნი, ლაიპციგი, ლივერპული, სიტი, პსჟ

ვინ შეიძლება შეხვდეს ჩელსის?

ბარსელონა, ბაიერნი, იუვენტუსი, ლაიპციგი, პსჟ

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ვინ შეიძლება შეხვდეს დორტმუნდს?

იუვენტუსი, ლივერპული, სიტი, პსჟ, ვალენსია

ვინ შეიძლება შეხვდეს ლიონს?

ბარსელონა, ბაიერნი, იუვენტუსი, ლივერპული, სიტი, ვალენსია

ვინ შეიძლება შეხვდეს ნაპოლის?

ბარსელონა, ბაიერნი, ლაიპციგი, სიტი, პსჟ, ვალენსია

ვინ შეიძლება შეხვდეს ლაიპციგს?

ატალანტა, ატლეტიკო, ჩელსი, ნაპოლი, რეალი, ტოტენჰემი

ვინ შეიძლება შეხვდეს ვალენსიას?

ატალანტა, დორტმუნდი, ლიონი, ნაპოლი, ტოტენჰემი

ვინ შეიძლება შეხვდეს ატალანტას?

ბარსელონა, ბაიერნი, ლაიპციგი, ლივერპული, პსჟ, ვალენსია

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ექსპრეს დაზღვევა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply