Tech Jam მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ივენთია ტექნოლოგიური ინოვაციებისა და განვითარების მიმართულებით. ის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და ამ სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2019 წლის Tech Jam 15 ნოემბერს, წერეთელის 118-ში, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, 19:00-ზე დაიწყება და მისი ორგანიზატორი adjarabet.com იქნება.

ნომინაციები და პრიზები

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში დეველოპერები განაწილდებიან გუნდებად და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებსაც adjarabet.com-ის ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები იქნებიან – არჩილ ცენტერაძე (კრეატივი), ლაშა ხუციშვილი (მონაცემთა ბაზა), გიო რენიქს (პროგრამული უზრუნველყოფა) და გიორგი ტაბიძე (პროდუქტის განვითარება)
ფესტივალზე ასევე დაგხვდებათ გასართობი კუთხე ისეთი კლასიკური თამაშებით, როგორიცაა მარიო, კონტრა, ტეკენ 3 და სამაგიდო თამაშები წიბახასგან.

რის შესახებ იქნება წლევანდელი გამოწვევები?

– Big Data
– Gamification
– Internet of Things
– Artificial Intelligence
– E-Commerce
– Blockchain

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სრულწლოვან ადამიანს.

რა თემებზე ვისაუბრებთ?

– პროდუქტების განვითარება
– Agile
– Data Science and Machine Learning

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და ერთმანეთს ინოვაციური პროექტების შექმნაში შეეჯიბრებიან, თუმცა რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

გუნდები უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი წევრისგან.

დასარეგისტრირებლად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა Tech Jam

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply