1961-62 სეზონი ევროპული კალათბურთის ისტორიაში გამორჩეული იყო, რადგან ამ წელს ერთმატჩიანი ფინალი ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველად ჩატარდა. ამის მიზეზი, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რის გამოც, ფინალურ მატჩს ყველაზე ნეიტრალურმა ქვეყანამ, შვეიცარიამ უმასპინძლა.

ამ სეზონში საბჭოთა კავშირს ტურნირზე ორი წარმომადგენელი ჰყავდა – თბილისის დინამო, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო. და მოსკოვის ცსკა, რომელიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ.

დინამომ პლეი ოფში რუმინეთის და თურქეთის ჩემპიონები დაამარცხა, ნახევარფინალში კი მოქმედ ჩემპიონს, მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა. რუსეთში გამართული მატჩი თბილისელების გამარჯვებით, 71:75 დასრულდა, თბილისში კი დინამოელებმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით, 77:66 მოიგეს და ფინალური საგზური მოიპოვეს.

ეს გამარჯვება საკალათბურთო სამყაროსთვის უდიდესი სენსაცია იყო, რადგან ლეგენდარული ალექსანდრ გომელსკის გაწვრთნილი გუნდი დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. გომელსკის სამი ჩემპიონთა თასი ჰქონდა მოგებული რიგასთან ერთად, რის შემდეგაც ცსკა-ს მწვრთნელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოსკოველებსაც მოაგებინა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

დინამო

 

„ცსკა სხვა დონე იყო. თუ სტიაუსთან ბევრი შეცდომით მოვიგეთ, იგივე ფოკუსი ცსკასთან არ გავიდოდა. მოძრავი, ათლეტური გუნდი, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერები იყვნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ გენადი ვოლნოვი, ვიქტორ ხარიტონოვი, სხვებიც ბევრს აკეთებდნენ და დინამოს ეს მანქანა უნდა გაეჩერებინა. ცსკამ იცოდა, რომ დინამო კარგი გუნდი, მათთვის ტოლფასი მოწინააღმდეგე იყო და მაინც ზემოდან გვიყურებდნენ. ხო ხვდებით, არა – აბა, სწრაფად მოვრჩეთ ბიჭებო საქმეს და მერე ან რეალს მოვუგებთ, ან – ოლიმპიას. დინამომ უკეთ ითამაშა. ის სერია უნდა აგვეღო. არა ცსკასთვის, საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მეტის შნო გვქონდა. ორივე თამაში მოვიგეთ. ვიღაცას მეტი სათამაშო დრო მისცეს, ვიღაცამ ვიღაცა დაასვენა და მაგარი სერია გამოვიდა”. – ასე იხსენებს დაპირისპირებას ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ლევან მოსეშვილი, ტაბულასთან ინტერვიუში.

რეალმა ფინალში გასასვლელად მოროკოს, იტალიის, პოლონეთისა და იუგოსლავიის ჩემპიონები დაამარცხა და ფინალში გავიდნენ, სადაც მათ შანსი ჰქონდათ პირველი ესპანური გუნდი გამხდარიყვნენ, რომელიც ტიტულს დაეუფლებოდა. ისევე, როგორც პირველი კლუბი, რომელიც ევროპის ჩემპიონი ფეხბურთშიც გახდებოდა და კალათბურთშიც. რა თქმა უნდა, ამ მიზნების ასრულებაში მათ ხელი თბილისის დინამომ შეუშალა.

დინამოს მიერ ცსკა-ს დამარცხება იმხელა სიურპრიზი იყო, რომ მადრიდელები თბილისელთა ვარჯიშს დაესწრნენ, რადგან ენახათ გუნდი, რომელმაც წითელი არმიის დამარცხება მოახერხა.

რეალის საუკეთესო მოთამაშე უეინ ჰაიტაუერი იყო, რომელსაც მომავალში NBA-შიც აქვს ნათამაშები და ამ ფინალში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჩააგდო. დინამოს საუკეთესო მოთამაშე ვალერი ალთაბაევი გახლდათ, 17 ქულით.

ფინალი დინამოს უპირატესობით მიმდინარეობდა და რეალის რამდენიმე დაწევის მცდელობის მიუხედავად, თბილისელებმა გამარჯვება ადვილად მოიპოვეს.

ევროლიგის ტიტული სულ 21 გუნდს აქვს მოგებული, თბილისის დინამო კი ერთ-ერთ მათგანია. საბჭოურ ცსკა-სთან და ფრნაკოს რეალთან მოგებული ევროპის ჩემპიონატი კი თბილისელებისთვის განსაკუთრებით ტკბილი მოგონებაა.

adjarabet.com საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა!

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე!

საქართველოს კალათბურთის ნაკრები

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply