სპინ პოკერი, როგორც მოგეხსენებათ, სამკაციანი დინამიური ტურნირია პროგრესირებადი ჯეკპოტით. ჯეკპოტის თანხის ათვლა ყოველი გათამაშების შემდეგ 100,000 ლარიდან იწყება და ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი მორიგი გამარჯვებულები, kaxa-t1995, jina-jina და nikanika90, საკმაოდ გამოუცდელი მოთამაშეები არიან, თუმცა მაინც მოახერხეს 190,602 ლარის ოდენობის თანხის მოგება. პირველ ადგილზე გასულ მოთამაშეს 95,301 ერგო წილად, მეორე ადგილოსანს – 57,181, მესამეს კი – 38,120. ამასთან, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჯეკპოტი ლარიან მაგიდაზე გათამაშდა. 

რამდენი ხანია რაც სპინ პოკერს თამაშობთ?

kaxa-t1995: 4-5 თვეა.

jina-jina: პოკერში დაახლოებით 1-2 წლიანი გამოცდილება მაქვს, თუმცა სპინ პოკერი მხოლოდ რამდენიმეჯერ მითამაშია.

nikanika90: ძალიან ცოტა ხანია. ახლახან დავიწყე თამაში.

რა უპირატესობა აქვს სპინ პოკერს სხვა სახის პოკერთან შედარებით?

jina-jina: ტურნირს ჰგავს, თან უფრო მოკლე ხანში მთავრდება.

nikanika90: ჯეკპოტის შემთხვევაში აქ უფრო დიდ ფულზე თამაშობ.

რა რეაქცია გქონდათ ჯეკპოტის დანახვისას?

kaxa-t1995: ძალიან გამიხარდა.

jina-jina: ვერ დავიჯერე… არ მეგონა ჯეკპოტი თუ დამეცა. მოგვიანებით ოპერატორთან გადავამოწმე.

რაში აპირებთ მოგებული თანხის დახარჯვას?

jina-jina: ზუსტად არ ვიცი. ჯერ 2 კვირით მაინც დასასვენებლად წავალ აუცილებლად და მერე არ ვიცი…

nikanika90: პირველ რიგში, ძალიან ბევრ ადამიანს გავახარებ.

kaxa-t1995: ძირითადად საქველმოქმედო მიზნებს მოვახმარ.

სპინ პოკერის ჯეკპოტის ათვლა ისევ დაიწყო. ითამაშეთ სპინ პოკერი აჭარაბეთზე და შემდეგი ჯეკპოტის მფლობელი შესაძლოა თქვენ გახდეთ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply