მრავალი წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად არც რონალდუ მიიჩნევა და არც მესი. ბუქმეიქერების აზრით, 3 მთავარი ფავორიტი მანჩესტერ სიტი, ლივერპული და მიუნხენის ბაიერნი არიან, ბარსელონა და იუვენტუსი კი 4-5 ადგილზე არიან განწესებული.

2020 წელს სანაკრებო ტურნირები ევროპაშიც გაიმართება და სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც ასევე მესი და რონალდუ მთავარ ფავორიტებად არ მოიაზრებიან, რაც ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ინდივიდუალური ჯილდოები ისევ სხვა ფეხბურთელებმა დაისაკუთრონ, როგორც ეს, მაგალითად, ლუკა მოდრიჩის შემთხვევაში მოხდა 2018 წელს.

საინტერესოა, რომელი ფეხბურთელები ატარებენ ინდივიდუალურად საუკეთესო სეზონს, გთავაზობთ Whoscored-ის სტატისტიკით ყველაზე მაღალშეფასებულ ფეხბურთელებს 2019/20 სეზონში.

7.კევინ დე ბრუინი – 7.90

დე ბრუინი

კევინ დე ბრუინი მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტის საუკეთესო ფეხბურთელობასთან ერთად, 15 საგოლე გადაცემით პრემიერ ლიგის ასისტების ცხრილსაც ლიდერობს.

ბელგიელ ნახევარმცველს გასული სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, მიმდინარე სეზონში კი დე ბრუინი დანაკარგის კომპენსირებას იდეალურად ახერხებს და პრემიერ ლიგის 2019/20 სეზონის ყველაზე მაღალშეფასებული ფეხბურთელიც არის.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა კევინი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგებას – ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ლივერპული ისტორიულ სეზონს ატარებს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება. მაგალითად, 1999 წელს, როცა ალექს ფერგიუსონის იუნაიტედმა ტრიპლეტი მოიგო, სეზონის საუკეთსო ფეხბურთელად დავიდ ჟინოლა დაასახელეს, რადგან მანჩესტერის წარმატება უფრო კოლექტიურ მიღწევად ჩაითვალა. შესაძლოა, იგივე არგუმენტი ლივერპულის შესახებაც გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ დე ბრუინი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იმსახურებს.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

6.კრიშტიანუ რონალდუ – 7.91

რონალდო

კრიშტიანუ რონალდუს მეექვსე ადგილზე ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ პორტუგალიელმა სეზონის სუსტი სტარტი შემოგვთავაზა და ფორმის აკრეფა ზამთარში დაიწყო.

2020 წელს ჩატარებული 8 შეხვედრიდან რონალდუმ გოლი აბსოლუტურად ყველა მატჩში გაიტანა და კალენდარულ წელიწადში უკვე 12 გოლი დაიგროვა. რონალდუ სერია ა-ს 8 მატჩში დაფიქსირდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად და შესაძლოა ვუწინასწარმეტყველოთ, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.

ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს წინ ლიონი ელოდება, რომელიც მისთვის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა და პორტუგალიელს შანსი ექნება, ევროპული რეკორდების გაუმჯობესება განაგრძოს.

5.ჯეიდონ სანჩო – 7.96

სანჩო

ჯეიდონ სანჩო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ამომავალი ვარსკვლავია. ინგლისელ თინეიჯერს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა აქვს, რისი წყალობითაც მან კრისტიან ვიუკის რეკორდი მოხსნა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში ამდენი გოლის გატანა მოახერხა.

სანჩოსა და ჰალანდის ახალგაზრდა წყვილის პსჟ-სთან დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენაა და გულშემატკივრები შეხვედრებისგან უდიდეს სანახაობას ელიან.

4.კილიან მბაპე – 8.01

მბაპე

კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ კარიმ ბენზემას რეკორდი გააუმჯობესა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ტურნირზე 15 გოლის გატანა მოახერხა.

ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე ლიგა 1-ში 15 მატჩში გატანილი 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მბაპემ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

კილიან მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და ზურგს მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულიც უმაგრებს, მაგრამ საკლუბო დონეზე, ჯერ-ჯერობით, მისი მთავარი მიღწევა მონაკოს შემადგენლობიდან 2017 წელს პსჟ-ს წინააღმდეგ მოგებული ლიგა 1-ს ტიტულია, გულშემატკივრები კი მისგან ევროტურნირების მოგებას ელიან.

3.რობერტ ლევანდოვსკი – 8.12

ლევანდოვსკი

რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ცენტრფორვარდია. 2019/20 სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში, პოლონელმა თავდამსხმელმა 36 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ბუნდესლიგის ბომბარდირია.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლევანდოვსკის შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან 5 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა და პლეი ოფს შესანიშნავი განწყობით ხვდება, სადაც იგი ლონდონურ ჩელსის კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

ჩელსისა და ბაიერნის მატჩები ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირებაა ევროპაში, მათი უკანასკნელი შეხვედრა 2013 წლის სუპერთასზე იყო, სადაც გუნდებმა უეფას სუპერთასის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი შემოგვთავაზეს (რომელიც, რა თქმა უნდა, თბილისის სუპერთასს ვერ შეედრებოდა). წლევანდელ დაპირისპირებაში ბაიერნი აშკარა ფავორიტი იქნება, ლევანდოვსკიმ კი შესაძლოა გოლების რეკორდის მოხსნაზეც იფიქროს, რომელიც რონალდუს ეკუთვნის – 17 გოლი ერთ სეზონში.

2.ლიონელ მესი – 8.65

მესი

ლიონელ მესი მიმდინარე ლა ლიგის სეზონში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 11-ჯერ დასახელდა, მეტჯერ ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

არგენტინელს 18 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე გადაცემა შესრულებული, რითიც იგი ერთდროულად არის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც და საუკეთესო ასისტენტიც. ერთ სეზონში გაკეთებული საგოლე გადაცემების რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნის – 18, ამ სეზონში კი რეკორდის მოხსნა მესის დარჩენილ 14 შეხვედრაში 7 საგოლე გადაცემის გაკეთებით შეუძლია.

გოლების მხრივ, 2020-ში, მესის მშრალი სერია აქვს, მაგრამ ბოლო 3 მატჩში ლეომ 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი ერთი შეხედვით “მშრალი” სერიის ფონზე გუნდისთვის უდიდესი სარგებელის მოტანას მაინც ახერხებს. მესის გოლებმა და ასისტებმა ბარსელონას ამ სეზონში უკვე 23 ქულა მოუტანა და რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა კატალონიელთა სეზონი, რომ არა მესის შესანიშნავი ფორმა.

1.ნეიმარი – 8.66

ნეიმარი

ნეიმარს მესიზე მხოლოდ 0.01-ით უფრო მაღალი შეფასება აქვს, რომელიც ნებისმიერი ტურის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს და დიდი ალბათობით შეიცვლება კიდეც – მესის ბოლო 3 შეხვედრიდან 2-ში იდეალური, 10.0 შეფასება მიენიჭა, ნეიმარს კი ტრავმა აქვს და ისიც არ ვიცით, ითამაშებს თუ არა დორტმუნდის წინააღმდეგ.

ნეიმარის საკლუბო სეზონის ასეთი სცენარით განვითარება პსჟ-ში უკვე იმდენად ხშირი გახდა, რომ თითქოს აღარავის უკვირს – ნეიმარი სეზონს შესანიშნავად იწყებს, ბევრი გოლით და საგოლე გადაცემით, ზამთრის ბოლოსკენ კი ტრავმას იღებს, რის გამოც, სეზონის დასკვნით მომენტს ტოვებს, როცა პსჟ ჩემპიონთა ლიგას ეთიშება.

პარიზელები ტურნირს წინა ორ სეზონში რეალის და იუნაიტედის წინააღმდეგ გამოეთიშნენ, ორივეჯერ საშინაო არენაზე, ორივეჯერ ნეიმარის გარეშე.

არადა, ნეიმარის სეზონი მართლა შესანიშნავად მიდიოდა, ტრავმის მიღებამდე უკანასკნელ 10 შეხვედრაში, ბრაზილიელს 11 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 6 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილოდო ჰქონდა.

ნეიმარმა იდეალური “10.0” შეფასება ამ სეზონში სამჯერ მიიღო, რაც ლიონელ მესის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply