იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს ლიონის წინააღმდეგ დაიწყებს.

ფრანგებისთვის იუვესთვის კონკურენციის გაწევა რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოლო 2 მატჩი მოიგეს, ლიგა 1-ში ლიონი მეშვიდე პოზიციაზეა.

იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს და გუნდი ახლა საუკეთესო ფორმაშია, კრიშტიანუ რონალდოს 2020 წლის შედეგებზე თვალების დახუჭვა კი შეუძლებელია.

შაბათს, სასულოს წინააღმდეგ გატანილი გოლით, რონალდომ ლეგენდარული ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ 11 სერია ა-ს მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

ეს ყველაფერი მისი კარიერის მე-1,000 მატჩში მოხდა, ახლა კი რონალდო ფიქრს ჩემპიონთა ლიგის მესამე კლუბთან ერთად მოგებაზე დაიწყებს, რაც კლარენს ზეედორფის რეკორდის გამეორება იქნება.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

იუვენტუსი

იუვე აშკარა ფავორიტია, მაგრამ მაურისიო სარი გუნდისგან აუცილებლად მაქსიმუმს მოითხოვს. იუვენტუსი წელს ბევრ მომენტს აფუჭებს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე უპატიებელია ხოლმე.

რაც შეეხება ლიონს, მათ შიდა ჩემპიონატში უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვთ – მესამე ადგილოსან რენს ისინი 7 ქულით ჩამორჩებიან.

თუმცა, თუ რუდი გარსიას გუნდს თამაში კარგად წაუვიდა მათ კონკურენციის გაწევა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ. პსჟ-სთან წაგების შემდეგ, ლიონს მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული.

მერვედფინალური საგზურის მოპოვების შემდეგ, ლიონმა 16 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო, რაც მათ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ ცოტაოდენ თავდაჯერებულობას შეძენს.

ჯორჯო კიელინიმ ახლახანს გრძელვადიანი ტრავმა მოიშუშა და მატჩის ძირითადიდან დაწყების იმედი ექნება. მირალემ პიანიჩის ტრავმის გამო კი, შესაძლოა, დაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველის ამპლუაში როდრიგო ბენტანკური მოგვევლინოს.

რემზის ტრავმიანობის გათვალისწინებით, სარი მის თამაშზეც დაფიქრდება. აარონის ალტერნატივა ადრიენ რაბიო გახლავთ.

გარსიამ მეტცის წინააღმდეგ სამი მცველით ითამაშა, მაგრამ მწვრთნელს არსენალში რამდენიმე განსხვავებული ტაქტიკა აქვს.

უფრო სავარაუდოა, რომ ლიონი ოთხი მცველით ითამაშებს და მარსელო სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს.

ლიონი და იუვენტუსი ისტორიაში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ, ოთხივეჯერ ბოლო წლებში. აქედან 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, უკანასკნელ შეხვედრაში კი გუნდებმა ფრე ითამაშეს.

ლიონს 2009/10 სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური დაპირისპირება არ მოუგია, რონალდოს ფორმის გათვალისწინებით კი ამის იმედი არც ახლა უნდა ჰქონდეთ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი და მოედანი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply