ყველა პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირის უვადოდ გადადებამ, ფეხბურთელებს ძალიან დიდი თავისუფალი დრო მისცა.

სავარჯიშო კომპლექსების უმრავლესბოა დახურულია, ამიტომ მოთამაშეებს ვარჯიშსა და ფიტნესზე ზრუნვა იზოლაციაში, საკუთარ სახლებში უწევთ. როგორ უმკლავდებიან ფეხბურთელები თვითიზოლაციის გამოწვევას?

ვალდებებასის დახურვის შედეგად, სერხიო რამოსმა ტვიტერზე ვიდეო განათავსა, სადაც იგი სახლში ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობს სარბენ ბილიკზე.

რამოსის გუნდელმა, კარიმ ბენზემამაც საკუთარი საშინაო ვარჯიშის კადრები შემოგვთავაზა, ოღონდ ამჯერად სურათის სახით. ის თუ რა პოზის მიღებას ცდილობს ბენზემა, ჩვენთვის უცნობია.

 

პსჟ-ს ახალგაზრდა მცველმა პრესნელ კიმპემბემ ამ ტრენდიდან გადაუხვია და არა ვარჯიშის, არამედ იმის სურათი გვაჩვენა თუ როგორ უსაქმურობს.

კრიშტიანუ რონალდუმ ტვიტერზე სოლიდარობის მესიჯი გამოაქვეყნა, სადაც თავის გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, რომ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებს დაუჯერონ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ. რონალდუ პანდემიის პერიოდს საკუთარ სახლში, მადეირას კუნძულზე ატარებს.

შთამაგონებელი მესიჯი ჰქონდა სოციალურ მედიაში ლიონელ მესისაც, რომელმაც რონალდუს მსგავსად გულშემატკივრებს ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება და სახლში დარჩენა sთხოვა.

 

View this post on Instagram

 

Son días complicados para todo el mundo. Vivimos preocupados por lo que está ocurriendo y queremos ayudar poniéndonos en el lugar de aquellos que peor lo están pasando, o bien porque les afectó directamente a ellos o sus familiares y amigos, o porque están trabajando en primera línea para combatirlo en hospitales y centros de salud. Quiero enviarles mucha fuerza a todos ellos. La salud debe ser siempre lo primero. Es un momento excepcional y hay que seguir las indicaciones tanto de las organizaciones sanitarias como de las autoridades públicas. Sólo así podremos combatirlo de manera efectiva. Es el momento de ser responsable y quedarse en casa, además es perfecto para disfrutar ese tiempo con los tuyos que no siempre se puede tener. Un abrazo y ojalá consigamos darle vuelta a esta situación cuanto antes. #QuedateEnCasa #StayAtHome

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

დუგლას კოშტამ ვიდეო თავის უსაყვარლეს სამოიედის ჯიშის ძაღლთან ერთად დადო, სადაც ფეხბურთელი და მისი ოთფხეხა მეგობარი ფეხბურთს თამაშობენ

რაფაელ ვარანი კიდევ ერთი რეალის ვარსკვლავია, რომელმაც სახლიდან ვარჯიში გადაწყვიტა. თავის ინსტაგრამ სთორიში, ვარანმა გულშემატკივრებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა.

 

ცესკ ფაბრეგასმა ტვიტერზე იწუწუნა, რომ ცოლი მას მეტი შვილის ყოლის უფლებას არ აძლევს, რის გამოც იგი მოწყენილია და გულშემატკივრებს კარგი სერიალების რეკომენდაცია სთხოვა.

თქვენ რის ყურებას ურჩევდით ცესკს?

 

ტიბო კურტუა, აჩრაფ ჰაკიმი, სერხიო რეგილონი და ბორხა იგლესიასი ონლაინ თამაშ League of Legends (LOL)-ს თამაშობენ

ლივერპულის ნახევარმცველი ოქსლეიდ ჩემბერლეინი სახლში ყოფნას ისედაც მიჩვეულია, რადგან ტრავმის გამო გასული წლის უმეტესი ნაწილი ისედაც შინ გაატარა. ამჟამად ის პოპვარსკვლავ პერი ედვარდსთან ერთად ცხოვრობს და როგორც ვიდეოდან ჩანს, წყვილი ერთად ძალია ბედნიერია

 

 

View this post on Instagram

 

Precautionary self isolation can be fun❗️

A post shared by Perrie Edwards ✌️🌻 (@perrieedwards) on

ამ უიქენდზე დევიდ ბექჰემის ახლადდაარსებულ გუნდს საშინაო დებიუტი უნდა ჰქონოდა, მაგრამ გლობალურმა კრიზისმა ინტერ მაიამის სტადიონი ცარიელი დატოვა. ოღონდ, მთლად ცარიელიც არა, მინდორზე ამ დღეს ვიქტორია და დევიდ ბექჰემები იყვნენ და ინსტაგრამზე სურათიც დადეს.

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply