ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ინტელექტკლუბს, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ საეთერო სივრცის გარდა, “რა? სად? როდის?” მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებშიც ტარდება. სწორედ, ამ ჩემპიონატს 7-8 სექტემბერს ქალაქი ბაქო უმასპინძლებს, რომელზეც საქართველო ორი გუნდით იქნება წარდგენილი. საქართველოს ნაკრების მთავარი სპონსორი კი, რომელსაც დავით რაფავა მეთაურობს adjarabet.com-ია. რა? სად? როდის?როგორც ინტელექტკლუბის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ გვითხრა:

” გუნდი ყოველ საღამოს ვარჯიშობს და ემზადება ტვინების რბოლაში. როგორც იცით მსოფლიო ჩემპიონატი “რა? სად? როდის?”-ში მასშტაბური ჩემპიონატია, ვინაიდან 31 ქვეყნიდან 75 რჩეული გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალში კი მხოლოდ 12 უძლიერესი გადის. ”

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ გუნდს და გვჯერა, რომ ამჯერადაც გავლენ ფინალურ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოს ნაკრებს არაერთხელ მოუპოვებია წარმატება ხსენებული ჩემპიონატზე, 2015 წელს კი გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა.რა? სად? როდის?

 

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply