“თითქოს საომრად ტყვიების გარეშე ვიყავით წასულები.” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ ლაიპციგთან მატჩის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა დაამარცხეს, ტოტენჰემი კი შეტევის ორი ლიდერის გარეშე მოწინააღმდეგისთვის ხიფათს თითქმის საერთოდ არ წარმოადგენდა.

ეს პრობლემა, დიდი ალბათობით, ჟოზეს გუნდს სეზონის ბოლომდე ექნება და პორტუგალიელი სპეციალისტისთვის, ალბთ, ბევრად უკეთესი გადაწყვეტილება იქნება, აქცენტი მომავალი სეზონისთვის მომზადებაზე გააკეთოს, იქამდე კი დეზებისგან ისეთ სანახაობას აღარ უნდა ველოდოთ, როგორც ეს მოუს საწყის მატჩებში ხდებოდა.

შეტევაში რესურსის ნაკლებობით გამოირჩევა ჩელსიც, რომელიც ამ ტურში ტოტენჰემს უმასპინძლებს. ტამი აბრაჰამს ფიზმომზადების პრობლემები აქვს, რის გამოც შესაძლოა ლამპარდმა კვლავ მიჩი ბატშუაი, ან თუნდაც ოლივიე ჟირუ ათამაშოს.

ეს მატჩი ბევრად უკეთესი იქნებოდა, ჩელსის რომ იანვარში ფორვარდი ეყიდა, ჟირუ კი ტოტენჰემში გადაბარგებულიყო. ახლა კარგ კონდიციებში არავინ არ არის, სასწორზე კი ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს.

არსენალი და ევერტონი ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან, ლივერპულის შემდეგ ყველაზე დიდი წაუგებელი სერია კი ინგლისის ჩემპიონატში სწორედ ამ ორ გუნდს აქვს. მიკელ არტეტას მოსვლის შემდეგ, არსენალმა 10-დან მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, ევერტონს კი არსენალის მსგავსად უკანასკნელ 11 ტურში ერთადერთი წაგება აქვს, ისიც მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.

მიკელ არტეტასთვის ევერტონი საკმაოდ ნაცნობი გუნდია, ახლა კი ესპანელ სპეციალისტს შანსი აქვს მერსესაიდელებს სატურნირო ცხრილში გადაუსწროს და მეთოფეებს ევროთასებზე გასვლის იმედი შეუნარჩუნოს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

აგუერო

მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის მოგების პრაქტიკული შანსი უკვე დიდი ხანია დაკარგა, მომავალი ორი სეზონის განმავლობაში კი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ვეღარ ითამაშებს. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, ქალაქელებს დამატებითი მოტივაცია მისცეს სეზონის დარჩენილ ნაწილში, როგორც მადრიდის რეალის წინააღმდეგ დაპირისპირებაში, ისევე ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურებშიც.

გვარდიოლას შეგირდები ამ ტურში ლესტერს სტუმრობენ, რომელსაც ბოლო 5 ტურში ერთადერთი მოგება აქვს, ისიც გასავარდნ ზონაში მყოფ ვესტ ჰემთან. პეპის გუნდის მორალისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მანჩესტერ სიტისთან დამარცხების შემდეგ, ვესტ ჰემის თავკაცმა დეივიდ მოიესმა აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდებისთვის ბურთების სხვაობა გადამწყვეტი იქნება, ამიტომ სიტისთან მხოლოდ 2 ბურთით წაგება მათთვის დამაკმაყოფილებელთან მიახლოებული შედეგი იყო.

ამ ტურში ვესტ ჰემი ლივერპულს ესტუმრება ენფილდზე და ერთადერთი მიზანი ექნება – გაუშვას რაც შეიძლება ცოტა. მინიმალური ანგარიშით მოგებაზე კი ლივერპულიც არ იტყოდა უარს, მერსესაიდელებს დაუმარცხებელ სეზონამდე მხოლოდ 12 მატჩი აკლიათ და იოლი გამარჯვების მოპოვებაზე უფრო სასიამოვნო მათთვის ახლა არაფერი იქნება.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply