პრემიერ ლიგის 22 ტურში ერთმანეთს ძველი მტრები – ჟოზე მოურინიო და მერსესაიდული ლივერპული დაუპირისპირდებიან. პორტუგალიელი სპეციალისტი კარიერაში არცერთ გუნდს არ შეხვედრია ლივერპულზე მეტჯერ – მან მერსესაიდელებთან 28 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 12 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 7-ჯერ დამარცხდა

თუმცა, პრემიერ ლიგაში, მოურინიოს ლივერპულის წინააღმდეგ უკანასკნელ 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს, ლივერპულის ახლანდელი შემადგენლობა კი ალბათ ყველა ლივერპულს ჯობია, რომლის წინააღმდეგაც ჟოზეს ოდესმე უთამაშია.

მერსესაიდელებს 20 ტურის შემდეგ 19 მოგება, 1 ფრე, 49 გატანილი და მხოლოდ 14 გაშვებული გოლი აქვთ და არსენალის 49 მატჩიან დაუმარცხებელ რეკორდამდე სულ უფრო და უფრო ცოტა აშორებთ.

მოურინიო დიდი ხანია რეკორდებს ვეღარ ხსნის, პორტუგალიელი სპეციალისტი საკუთარი კარიერის მწვერვალზე ნამდვილად არ იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მისი საყვარელი მეტოქეა, რთულია ამ მატჩში ტოტენჰემისგან რამეს ელოდე.

დეზების საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი ტრავმის გამო მატჩს გამოტოვებს, ლივერპულს კი თავისი ბომბარდირები მწყობრში ეყოლება. სადიო მანე, რომელმაც პრემიერ ლიგის ამ სეზონში უკვე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააფიქსირა, რამდენიმე დღის წინ კი 2019 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა, მატჩს შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

ლესტერმა ლივერპულთან და სიტისთან განცდილი გამანადგურებელი მარცხების შემდეგ რეაბილიტაცია დაიწყო და ჯეიმი ვარდის არყოფნისდა მიუხედავად, ვესტ ჰემსა და ნიუკასლთან მოსაგებ მატჩებში ქულები არ დაუკარგავთ. ამ ტურში მელიები საუთჰემპტონს შეხვდებიან, რომელმაც გუნდების ბოლო შეხვედრის შემდეგ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

წმინდანებს ერთი პერიოდი 7 მატჩში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდათ მოპოვებული და რაც მთავარია, პირველი წრის შეხვედრაში ლესტერის წინააღმდეგ 9:0 წააგეს. თუმცა, ტაქტიკურმა ცვლილებებმა საუთჰემპტონზე სერიოზულად იმოქმედა და გუნდმა ბოლო 8 მატჩში 16 ქულის მოპოვება შეძლო. თან, ბოლო ორი გამარჯვება გუნდმა ჩელსისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ მოიპოვა.

მანჩესტერ სიტი ოცდამეორე ტურში ასტონ ვილას ესტუმრება, რომელსაც გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულა აშორებს და ქალაქელების წინააღმდეგ აშკარა აუტსაიდერი იქნება.

მანჩესტერ სიტის მიმდინარე პრემიერ ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი, 56 გოლი აქვს გატანილი – ასტონ ვილა კი გაშვებული გოლების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა (37) და მხოლოდ საუთჰემპტონს (38) ჩამორჩება, თუმცა, ამ ტურში სავსებით რეალური იქნება, ვილამ პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.

ჩელსი ამ ტურში ბარნლის ხვდება, იუნაიტედი კი ნორვიჩს მასპინძლობს. ამ მომენტისთვის, მეოთხე ადიგლისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის, ლონდონელებს კი ამ ორთაბრძოლაში 5 ქულიანი უპირატესობა აქვთ.

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply