მიკელ არტეტას სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად თან ყველაზე კარგი, მაგრამ, თან ყველაზე ცუდი, პირობები ჰქონდა შექმნილი. ესპანელმა სამი წელი პეპ გვარდიოლას შეგირდის როლში გაატარა და დიდი ხნის განმავლობაში მისგან ყველაფერს სწავლობდა, მაგრამ კარიერის დაწყებას არსენალში დათანხმდა.

არსენალი მწვრთნელებისთვის სასიამოვნო კლუბი დიდი ხანია აღარ არის, შეიძლება ითქვას რომ ემირეიტსის აშენებიდანაც კი. არსენ ვენგერის ნერვებისა და სამწვრთნელო კარიერის შეწირვის შემდეგ, არსენალში წარუმატებლად იმოღვაწევა უნაი ემერიმაც, ახლა კი მიკელ არტეტას ჯერია.

მანჩესტერ სიტის შიდა სამზარეულოში არტეტაზე უდიდესი პატივისცემით საუბრობდნენ და მას დიდ სამწვრთნელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ კიდეც, მაგრამ პირველ ორ ტურში მისმა გუნდმა სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენა.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის მატჩებზე ახალი წლის დღეებში და შენი ბილეთი 100% დაზღვეული იქნება!

ჩელსის არტეტამ პირველ ტაიმში აჯობა – თითქმის თანაბარი ბურთის ფლობა, მეტი დარტყმა კარის მიმართულებით, კარშიც, მეტი შეტევა, ნაკლები ჯარიმა და რაც მთავარია – 1:0. მაგრამ 82′ წუთის შემდეგ, გუნდმა ძალიან საწყენი გოლი გაუშვა და, საბოლოოდ, მატჩი წააგო კიდეც.

21 ტურში არსენალი მანჩესტერ იუნაიტედს ხვდება, რომელიც ასევე არ არის სახარბიელ ფორმაში. მანჩესტერელებს 20 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 მოგება აქვთ და ევროთასებისთვის ბრძოლაში საკმაოდ დიდ აუტსაიდერებად ითვლებიან.

პირველ წრეში გუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ხოლო ემირეიტსზე იუნაიტედმა ბოლო სტუმრობისას 2:0 წააგო, თუმცა, ამ მატჩში არსენალის ფავორიტად ჩათვლა საკმაოდ რთული იქნება. ლონდონელებს ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვთ.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის მატჩებზე ახალი წლის დღეებში და შენი ბილეთი 100% დაზღვეული იქნება!

ვან დეიკი

ტურნირის უპირობო ლიდერი, ლივერპული, რომელსაც უკვე 13 ქულიანი უპირატესობა აქვს თან ისე რომ თავის ყველა მეტოქეზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, ამ ტურში შეფილდ იუნაიტედს უმასპინძლებს და მორიგი კომფორტული გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ზედიზედ 10 მოგებასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ლივერპულს ბოლო 4 ტურში ერთი გოლიც არ აქვს გაშვებული. თან ბევრი გოლის გატანით არც შეფილდი გამოირჩევა – 20 მატჩში მათ მხოლოდ 23 გოლი აქვთ, ამიტომ ამ მატჩში სიურპრიზებს არავინ ელის.

სამაგიეროდ, ძალიან ბევრი გოლი გააქვს ლესტერს. ლივერპულის და სიტის შემდეგ ყველაზე მეტიც. მელიები ლივერპულის შემდეგ ასევე ყველაზე ნაკლებ გოლსაც უშვებენ (სულ ცოტა ხნის წინ, ისინი ამ რეკორდს თავად ფლობდნენ, მაგრამ სიტისთან და ლივერპულთან 2 მატჩში გაშვებული 7 გოლის გამო, მეორე ადგილზე გადაინაცვლეს).

ამ ტურში ლესტერი ნიუკასლს ხვდება, რომელსაც მატჩში საშუალოდ 1 გოლი გააქვს (20 გოლი 20 ტურში) და, შესაძლოა, 5 ტურის შემდეგ პირველად, ლივერპულმა კარის მშრალად შენახვა მოახერხოს. გრანდებთან დიდი მარცხების შემდეგ, რამდენიმე კომფორტული გამარჯვება მელიებს ჰაერივით სჭირდებათ.

პეპ გვარდიოლამ შეფილდთან გამარჯვებით პრემიერ ლიგაში თავისი მეასე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ესპანელ სპეციალისტს სულ რაღაც 134 მატჩი დასჭირდა. ნაკლები ვიდრე კლოპს (156), ვენგერს (179), ფერგის (162) და ჟოზე მოურინიოს (142) რომელიც რეკორდის წინა მფლობელი იყო.

სერხიო აგუერომ რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიტის ჩემპიონობის იმედი აღარ აქვს და ახლა აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრ პოზიციაზე უნდა გააკეთონ, რადგან თუ ასე გააგრელეს, შესაძლოა, ოთხეულსაც საფრთხე შეექმნას. საინტერესოა როგორ შეეტყობა ეს განწყობა გუნდს ევერტონთან მატჩში.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის მატჩებზე ახალი წლის დღეებში და შენი ბილეთი 100% დაზღვეული იქნება!

ბოქსინგ დღეები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply