ის სასიყვარულო ისტორია, რომელიც ჩელსის და მოურინიოს წლების წინ აკავშირებდათ, უკვე დიდი ხანია ტრაგიკულად დასრულდა და მათი ბოლოდროინდელი დაპირისპირებები იმ ემოციურ დატვირთვას აღარ ატარებს.

ჩელსიმ სეზონი ბევრად უკეთესად დაიწყო, ვიდრე ტოტენჰემმა, მაგრამ თეთრების მწვრთნელის ცვლილება არისტოკრატების ფორმის გაფუჭებას ისე ზუსტად დაემთხვა, რომ მოუს მოსვლადმე არსებული 12 ქულიანი უპირატესობა ჩელსიმ, შესაძლოა, ამ ტურში მთლიანად გაანიავოს.

“ახალ უაით ჰართ ლეინზე” ჩელსის დამარცხების შემთხვევაში ტოტენჰემი ჩელსის გადაასწრებს და ადგილს ოთხეულში დაიმკვიდრებს.

ჩელსიმ ბოლო 5 ტურში 4 მატჩი წააგო, ტოტენჰემმა კი პირიქით, 5-დან 4 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა.

ჟოზეს ყოფილ გუნდებთან საკმაოდ ნეიტრალური სტატისტიკა აქვს – 4 მოგება, 5 წაგება და 1 ფრე. ეს მეხუთე წაგება პორტუგალიელმა ორი ტურის წინ, ოლდ ტრაფორდზე იგემა.

ტურნირის ლიდერი, ლივერპული, ამ ტურს საკლუბო მუნდიალზე მონაწილეობის გამო გამოტოვებს.

მანჩესტერ სიტი ლესტერს მასპინძლობს და ეცდება ზედიზედ მეორე ტურში მოიპოვოს გამარჯვება – ამას ქალაქელები უკვე ერთ თვეზე მეტია ვერ ახერხებენ.

ნიუკასლთან და იუნაიტედთან ფეხის დაცდენის შემდეგ, სიტი საჩემპიონო რბოლას დროებით გამოეთიშა, მაგრამ ლესტერთან გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ლივერპულის მთავარი მდევარის სტატუსს ნაწილობრივ დაიბრუნებენ.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი სიტის (47) აქვს გატანილი, მის შემდეგ კი ლივერპული (42) და ლესტერი (40) მოდიან. თუმცა მელიები ცხრილს სხვა სტატისტიკაში ლიდერობენ – მათ ყველაზე ცოტა (11) გოლი აქვთ გაშვებული.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ლესტერის წინააღმდეგ 1-ზე მეტი გოლის გატანა ამ სეზონში მხოლოდ ლივერპულმა მოახერხა – ისიც ბოლო წუთზე მოპოვებული პენალტით. ძალიან საინტერესოა, მოახერხებს თუ არა სიტი ამ ნავსის გატეხვას.

იუნაიტედი ბოლოადგილოსან უოტფორდს ესტუმრება და უდიდესი მნიშვნელობის 3 ქულის მოპოვებას ეცდება.

იუნაიტედი ჯერ-ჯერობით ქულებს მხოლოდ გრანდების წინააღმდეგ აგროვებს – მათ თავისზე ზევით მყოფ 5 გუნდთან მეტი ქულა აქვთ, ვიდრე ყველა დანარჩენთან. უოტფორდი კი ცხრილის ბოლო ადგილზეა.

ოქტომბრიდან მოყოლებული იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 1 გასვლითი მატჩის მოგება მოახერხა – ისიც თავისივე ქალაქში, ეტიჰადზე, სიტის წინააღმდეგ.

მიკელ არტეტას დებიუტი არსენალის მთავარი მწვრთნელის როლში ექნება და პეპ გვარდიოლას შეგირდი ეცდება მეთოფეებს ის ხალისი დაუბრუნოს, რომელიც მათ უკვე ძალიან დიდი ხანია აკლიათ.

არტეტა გვარდიოლას სიტის გასახდელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო და კლუბის იერარქიაში მოღვაწე ადამიანები მას დიდ სამწვრთნელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად ახლანდელი არსენალი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვარიანტია

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ექსპრეს დაზღვევა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply