პრემიერ ლიგის პირველი წრის დასასრული ახლოვდება. სეზონის პირველი ნახევრის ამოწურვამდე სულ რაღაც 3 ტური რჩება, ლივერპული კი კვლავ ინგლისის ჩემპიონობის ერთპირნვული ლიდერია.

მერსესაიდელებმა 16-დან 15 მატჩი მოიგეს, ბოლო 7 ტურში ზედიზედ 7 გამარჯვება მოიპოვეს და 46 ქულა აქვთ. წინა სეზონში, ამ დროს, ლივერპულელებს 42 ქულა, 13 გამარჯვება და 3 ფრე ჰქონდათ.

სადიო მანე წითლების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. სენეგალელმა თავდამსხმელმა 19/20 პრემიერ ლიგაში უკვე 9 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

მეჩვიდმეტე ტურში ლივერპული ბოლოადგილოსან უოტფორდს შეხვდება და საკუთარი იდეალური სერიის გაგრძელებას, წესით, უპრობლემოდ შეძლებს.

უოტფორდს 16 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 ქულა აქვს და ტურნირის ბოლო ადგილზეა. გუნდს მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი და 30 გაშვებული.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

აი მეორეადგილოსანი ლესტერი, ამ ტურში, ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ ნორვიჩს შეხვდება და ლივერპულის მსგავსად, მარტივი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ლესტერი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ლივერპულზე უკეთესი მოგებების სერია აქვს. მელიები ზედიზედ 8 ტურია იგებენ და ნორვიჩის წინააღმდეგ ამ სერიის ცხრამდე გაზრდას შეეცდებიან.

მომდევნო ორ ტურში ლესტერი მანჩესტერ სიტისა და ლივერპულს შეხვდება და პირველ წრეს ურთულესი მატჩებით დაასრულებს, ამიტომ ნორვიჩის წინააღმდეგ ქულების მოპოვება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მელიების ლიდერი ჯეიმი ვარდი შესანიშნავ ფორმაშია და 16 ტურის შემდეგ 16 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს კიდეც. ვარდიმ გოლებთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც მიიწერა.

თან, ინგლისელმა ფორვარდმა გოლი ზედიზედ 8 ტურში გაიტანა და ასეთი შედეგი ისტორიაში მეორედ დააფიქსირა. ზედიზედ ყველაზე მეტ ტურში გატანილი გოლის რეკორდი ასევე ჯეიმი ვარდის ეკუთვნის – 11.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

მანჩესტერ სიტი ფეხზე მყარად დადგომას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს და ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. ქალაქელებს ორი მატჩი გადაბმულად ოქტომბრის მერე არ მოუგიათ.

სიტის ამ ტურში არსენალი უმასპინძლებს, რომელიც პრობლემების ნაკლებობით ასევე ვერ დაიკვეხნის. ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ ნორვიჩთან ფრე ითამაშეს, ბრაიტონთან კი საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ. სიტის წინააღმდეგ მატჩი მათთვის ძალიან რთული იქნება.

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის თავკაცობით მეშვიდე მატჩს ჩაატარებს და მაყურებელი ჯერ კიდევ ელოდება შეხვედრას, რომელიც მოსაწყენი იქნება.

ტოტენჰემმა 7 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა. მატჩში საშუალოდ 3 გოლის ხილვა კი ჟოზე მოურინიოს გუნდისგან საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა.

დეზებმა ჟოზეს თავკაცობით პრემიერ ლიგაში 4 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ოლდ ტრაფორდზე დამარცხდნენ, პორტუგალიელის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

მეექვსეადგილოსანი ვულვზის წინააღმდეგ ტოტენჰემს საკმაოდ რთული მატჩი ელოდება, მაყურებელს კი ნამდვილად შეუძლია, რომ კარგ სანახაობას ელოდოს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

yleyver dazgveva

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply