ასტანასთან მარცხის და ასტონ ვილას წინააღმდეგ დაკარგული ქულების შემდეგ ტოტენჰემთან შეხვედრაში იუნაიტედს აუტსაიდერად მიიჩნევდნენ. თუმცა, სოლშაერის გუნდმა მარკუს რაშფორდის დუბლის წყალობით მოურინიოს ოლდ ტრაფორდზე ბედნიერი დაბრუნება არ მოუწყო და დეზების წინააღმდეგ 3 ქულა მოიპოვა.

იუნაიტედი წელს ქულებს ძალიან ხშირად კარგავს, მაგრამ საუკეთესოდ სწორედ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გამოიყურება ხოლმე. ჩელსის მანჩესტერელებმა 4:0 მოუგეს, ტოტენჰემს 2:1 ხოლო ლესტერს 1:0, ამასთან ერთად, იუნაიტედი ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, ვინც ლივერპულს ქულები დააკარგვინა.

სიტის მოგებების სერიის გამოცხობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა და ამის კიდევ ერთხელ გაკეთებას შაბათს თანაქალაქელების წინააღმდეგ ეცდებიან.
გუნდებს შორის ეტიჰადზე გამართული ბოლო 4 მატჩიდან, სიტიმ მხოლოდ 1-ს მოგება მოახერხა და იუნაიტედი მათთვის იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის, თუმცა, გასულ სეზონში ორივე მანჩესტერული დერბი გვარდიოლას გამარჯვებით დასრულდა.

შაბათს გასამართი დერბის აშკარა ფავორიტი მანჩესტერ სიტია, მაგრამ სოლშაერის გუნდი საკმარისად შეურაცხადია იმისთვის, რომ მატჩს ინტერესით ველოდოთ.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ლივერპული მეთექვსმეტე ტურში ბორნმუთის წინააღმდეგ ითამაშებს და საკუთარი იდეალური სერიის გაგრძელებას ეცდება, სამშაბათს კი მერსესაიდელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ითამაშებენ.

საინტერესოა, რომ ხუთი ტურის შემდეგ ლივერპულს ჯგუფიდან გასვლა ჯერ კიდევ არ აქვს და ზალცბურგში სტუმრობისთვის მოსამზადებლად, შესაძლოა, ბორნმუთის წინააღმდეგ ძალების დაზოგვაზე იზრუნონ. თუმცა, შესაძლებელია ისიც, რომ კლოპის გუნდი ამ სეზონში აქცენტს მთლიანად პრემიერ ლიგაზე აკეთებს და ისედაც, მათი ზალცბურგში დამარცხების შანსი საკმაოდ მცირეა.

ბორნმუთის წინააღმდეგ მოგების შემთხვევაში ლივერპულს თექვსმეტი ტურის შემდეგ შესაძლო 48 ქულიდან 46 ექნება მოპოვებული.

ლესტერ სიტი ამ უიქენდზე ასტონ ვილას ესტუმრება და ზედიზედ მერვე მატჩის მოგებას ეცდება, რაც ამ წუთისთვის ყველაზე გრძელი მოგების სერიაა პრემიერ ლიგის გუნდებს შორის.

მელიებმა ლივერპულთან მარცხის შემდეგ 7-დან 7-ვე მატჩი მოიგეს და პროცესში 21 გოლის გატანაც მოახერხეს. 7-დან 5 მატჩში ლესტერმა კარი მშრალად შეინახა და სულ ორი გოლი გაუშვა.

თუმცა, ხელწამოსაკრავი მეტოქე არც ასტონ ვილა გახლავთ – ვილამ ჩელსის, იუნაიტედისა და ლივერპულის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. მერსესაიდელების წინააღმდეგ ისინი 87′ წუთამდე იგებდნენ კიდეც და კინაღამ პირველი გუნდი გახდნენ, ვინც ლივერპულის დამარცხება მოახერხა.

ლესტერი წელს ლივერპულთან და სიტისთან მატჩებით დაასრულებს, ამიტომ იქამდე ასტონ ვილასა და ნორვიჩთან ქულების დაგროვება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply