ჟოზე მოურინიო ოლდ ტრაფორდს უბრუნდება, ოღონდ ამჯერად ისევ მეტოქის სტატუსით.

მოურინიოსთვის ეს 21-ე მატჩი იქნება მანჩესტერელების წინააღმდეგ, ამაზე მეტჯერ პორტუგალიელი სპეციალისტი მხოლოდ ლივერპულს, ბარსელონას და ტოტენჰემს შეხვედრია.

21 მატჩიდან იუნაიტედმა მოურინიოს დამარცხება მხოლოდ სამჯერ მოახერხა, პირველად 2005/06 სეზონის პრემიერ ლიგაში, მეორედ 2008 წლის ქომიუნითი შილდზე, ხოლო უკანასკნელად 200/09 სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

მოურინიომ მანჩესტერს 9 მატჩი მოუგო, აქედან 3-ჯერ კი სწორედ ოლდ ტრაფორდზე მოახერხა ამის გაკეთება. ბოლოს მოუმ ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედს 2012/13 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მოუგო, როცა ნანის საკამათო წითელ ბარათს მოდრიჩისა და რონალდუს გოლებით შესრულებული ქამბექი მოჰყვა.

ალექს ფერგიუსონის კარიერის დასრულების შემდეგ იუნაიტედი მოურინიოს ოთხჯერ შეხვდა და ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგო. ოლდ ტრაფორდზე ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო სტემფორდ ბრიჯზე მოუმ 1:0 და 3:1 მოიგო.

იუნაიტედის წინააღმდეგ ბოლო მატჩებში დადებითი სტატისტიკა აქვს თვითონ ტოტენჰემსაც. პრემიერ ლიგაში გუნდების ბოლო 5 შეხვედრიდან 3 დეზებმა მოიგეს, 2 კი იუნაიტედმა. ხოლო ოლდ ტრაფორდზე ტოტენჰემმა ბოლო სტუმრობისას მეტოქე 3:0 დაამარცხა

იუნაიტედი ამჟამად მეცხრე ადგილზეა და ოთხეულს უკვე 8 ქულით ჩამოშორდება, ხოლო ჟოზე მოურინიომ ტოტენჰემში მოღვაწეობა ზედიზედ 2 ტურში გამარჯვების მოპოვებით დაიწყო და გუნდი 15-დან მე-5 ადგილზე დააწინაურა. ოლდ ტრაფორდზე მას პირველი სერიოზული გამოცდა ელის ტოტენჰემის თავკაცის როლში.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ლივერპული მე-15 ტურში საკუთარი მოგებების სერიის გაგრძელებას ევერტონის წინააღმდეგ ეცდება, რომელსაც ენფილდზე უმასპინძლებს.

ლივერპულს მიმდინარე სეზონში იუნაიტედის გარდა ჯერ არც ერთ გუნდთან არ დაუკარგავს ქულები და ამის გაკეთებას არც ევერტონთან არ აპირებენ, რომელიც გასავრდნ ზონასთანაა ახლოს.

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ბოლო წლებში ევერტონზე ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, თანაქალაქელები მაინც ახერხებენ რომ ლივერპულისთვის რთული მეტოქის სტატუსი შეინარჩუნონ. ბოლო ორ სეზონში, ლივერპულმა ევერტონს 4-დან მხოლოდ 1 მატჩი მოუგო.

მანჩესტერ სიტი ამ ტურში ბარნლის ესტუმრება და ფეხზე დადგომის მორიგი მცდელობა ექნებათ. წინა ტურში კევინ დე ბრიუინის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი შესანიშნავი გოლისდა მიუხედავად, სიტიმ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ნიუკასლიდან მხოლოდ 1 ქულა წამოიღო.

ჩელსი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ასტონ ვილას უმასპინძლებს და აუცილებლად მოსაპოვებელი 3 ქულისთვის იბრძოლებს.

ასტონ ვილა ლივერპულს 87 წუთამდე უგებდა და მხოლოდ ამის შემდეგ დათმო 3 ქულა, იუნაიტედის წინააღმდეგ კი შესანიშნავი თამაში აჩვენა და ოლდ ტრაფორდზე 2:2 ითამაშა. 15 ადგილზე ყოფნის მიუხედავად, ლომები ქულებს ადვილად არ თმობენ.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply