პრემიერ ლიგის მეცხრამეტე ტურში ერთმანეთს ამ სეზონის ორი ყველაზე სტაბილური გუნდი დაუპირისპირდება – პირველადგილოსანი ლივერპული მეორეადგილოსან ლესტერს ესტუმრება და საკუთარი 10 ქულიანი სხვაობის კიდევ უფრო გაზრდას, ან როგორც მინიმუმ, შენარჩუნებას ეცდება.

ლესტერი წელს საშინაო მატჩებში დაუმარცხებელია. შინ ჩატარებული 9 შეხვედრიდან მელიებმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და ერთიც არ წაუგიათ.

მეხუთე ტურში ლივერპულთან დამარცხების შემდეგ, ლესტერს 9 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა – რომელიც გასულ ტურში პეპ გვარდიოლას სიტიმ შეწყვიტა. გუნდმა ზედიზედ 8 მოგებული მატჩის შემდეგ ნორვიჩთან ფრით და სიტისთან წაგებით საკუთარი ფორმა საგრძნობლად შეანელა და ტურნირის უძლიერეს გუნდს მათთვის საკმაოდ უხერხულ დროს ხვდებიან.

ლივერპული მიმდინარე სეზონში არამხოლოდ გასვლით მატჩებში, არამედ მთლიანად პრემიერ ლიგაშია დაუმარცხებელი. მერსესაიდელებს 17 ტურის შემდეგ 16 მოგება და 1 ფრე აქვთ. ყველა ტურნირზე კი წითლებმა მხოლოდ 2 მატჩი წააგეს – 1 ნაპოლისთან, 1 კი ასტონ ვილასთან 23 წლამდელთა გუნდით.

ლესტერი ლივერპულისთვის არც თუ ისე უხერხული მეტოქეა – გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ლივერპულმა გამარჯვება 4 შემთხვევაში მოახერხა, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

თუმცა, მერსესაიდელებისთვის საკმაოდ რთული მეტოქეა ჯეიმი ვარდი – ინგლისელ ფორვარდს ლივერპულის კარში 7 გოლი აქვს გატანილი და ამ საუკუნეში გუნდების დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირია. ლესტერი – ლივერპულის მატჩებში ვარდიზე მეტი გოლი მხოლოდ იან რაშს (9) და ჯონ ტოშაკს (8) აქვთ.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

იმასთან ერთად, რომ ვარდის ლივერპულის კარში გოლების გატანა ძალიან უყვარს – ფორვარდი ინდივიდუალურად თავის კარიერაში ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს. 18 მატჩში ჯეიმის 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, რისი წყალობითაც იგი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 6 გოლით უსწრებს.

ლესტერს და ლივერპულს ასევე ორი საუკეთესო დაცვითი შედეგი აქვთ პრემიერ ლიგაში – 18 ტურის შემდეგ გუნდებმა ყველაზე ცოტა, 14-14 გოლი გაუშვეს და თითქმის ერთნაირი რაოდენობის – 42/41 გოლი გაიტანეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გოლების გადანაწილება ლივერპულმა ბევრად უკეთესად მოახერხა. 9-0 მერსესაიდელებს არც ერთ მატჩში არ მოუგიათ, მაგრამ ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვება 7-ჯერ მოიპოვეს და სწორედ ასეთი ბალანსის წყალობით აქვთ თითქმის იდეალური სტარტი.

აგუერო

მანჩესტერ სიტიმ არსენალის და ლესტერის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებებით ხასიათი ოდნავ გამოისწორა და ვულვზს შემართებით ესტუმრება. პირველ წრეში მგლებმა ეტიჰადზე სიტი ჰანდიკაპით, 2:0 დაამარცხეს და პირველი გუნდი იყო, რომელმაც ამ სეზონში სიტის შინ დამარცხება მოახერხა. ამის გამო,პეპ გვარდიოლას შური აქვს საძიებელი.

ვულვზის პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, მათ სიტის წინააღმდეგ 3 მატჩი ითამაშეს და აბსოლუტურად ნეიტრალური შედეგი აჩვენეს – 1 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

ჯერ კიდევ ორი ტურის წინ, მანჩესტერ სიტი ლესტერს 6 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ამ კვირაში ეს ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს – ლესტერი ლივერპულთან ქულებს დიდი ალბათობით დაკარგავს, ამიტომ სიტის ვულვზთან აუცილებელი გამარჯვება აქვს მოსაპოვებელი.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ექსპრეს დაზღვევა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply