ჟოზე მოურინიოს გარეშე, როგორც აღმოჩნდა, პრემიერ ლიგის არც 2019/20 სეზონი არ ჩაივლის. პორტუგალიელი სპეციალისტი ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ორი ისეთი სანახაობრივი თამაში შემოგვთავაზა, როგორსაც იუნაიტედში მუშაობისას იშვიათად გვთავაზობდა ხოლმე.

სადებიუტო შეხვედრაში მოუ უესტ ჰემს ესტუმრა და 49′ წუთზე უკვე 3:0-ს უგებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს გაშვებული გოლების გამო მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოახერხა გამარჯვება. ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგაზე ოლიმპიაკოსთან 19′ წუთზე 0:2-ს წაგების მიუხედავად, ოთხი გოლის გატანა მოახერხა და მატჩში ჰანდიკაპით ჩამორჩენის შემდეგ, საბოლოოდ, ჰანდიკაპით მოგება მოახერხა.

ორ მატჩში გასული 11 გოლით, მოურინიოს ტოტენჰემი ჯერ მოწყენის საშუალებას არავის აძლევს, მეთოთხმეტე ტურში კი ბორნმუთს უმასპინძლებენ, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.

ზედიზედ სამი მატჩი ტოტენჰემს მიმდინარე სეზონში ჯერ არ მოუგია და თუ მოურინიომ ბორნმუთის დამარცხება შეძლო, 2 მატჩში მეტ ქულას მოიპოვებს ვიდრე პოჩეტინომ უკანასკნელ 6 შეხვედრაში მოახერხა.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ლივერპული

ჩემპიონთა ლიგის ხუთი ტურის შემდეგ, ლივერპულს ჯგუფიდან გასვლა ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული – მაგრამ პრემიერ ლიგაში მათ ჯერ კონკურენტი არ ჰყავთ.

13 ტურის შემდეგ, მერსესაიდელები უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებენ და ყველა უშუალო მეტოქის წინააღმდეგ უკვე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – ლივერპულმა სიტიც, ჩელსიც და ლესტერიც წარმატებით დაამარცხა.

მერსესაიდელებს წლის ბოლომდე საკმაოდ კომფორტულ მეტოქეებთან უწევთ შეხვედრა და ძალიან კარგი შანსიც ექნებათ, რომ პირველ წრეში ქულები აღარ დაკარგონ.

საინტერესოა რომ ლივერპულს ჯერ-ჯერობით კარი მშრალად არც ერთ საშინაო მატჩში არ შეუნახავს და ბრაიტონთან შეხვედრაში ამის კარგი შესაძლებლობა ექნებათ.

ბრაიტონს წითლები პრემიერ ლიგაში აქამდე სულ ოთხჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი მოუგეს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ლესტერი, რომელსაც მოგებების ყველაზე დიდი მიმდინარე სერია აქვს, ბრაიტონს მასპინძლობს და ზედიზედ მეექვსე პრემიერ ლიგის მატჩის მოგებას შეეცდება.

13 ტურის შემდეგ, მელიებს 9 მოგების, 2 ფრის და 2 წაგებული მატჩის შემდეგ 29 ქულა აქვთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკეთეს შედეგს აჩვენებენ ვიდრე 2015-16 სეზონში, როცა ისინი ინგლისის ჩემპიონები გახდნენ.

2015-16 პრემიერ ლიგის 13 ტურს ლესტერი 28 ქულით შეხვდა, თუმცა ეს ფაქტი პრემიერ ლიგის დონის ზრდაზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ლესტერზე.

მანჩესტერ სიტი, რომელმაც ენფილდზე უმნიშვნელოვანესი ქულები დათმო, საჩემპიონო ორთაბრძოლაში დაბრუნებას ცდილობს. ჩელსის წინააღმდეგ ქალაქელებმა ქამბექი გააკეთეს და 2:1 მოიგეს, ამ ტურში კი ნიუკასლს ესტუმრებიან სენტ ჯეიმს პარკზე.

ბოლოს, როცა ნიუკასლმა სიტის უმასპინძლა, მატჩი ნიუკასლის გამარჯვებით დასრულდა. 2014 წლის შემდეგ, ამ სტადიონზე სიტიმ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. მაგრამ, ამ მატჩში ქულების დაკარგვა სიტის საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply