ფრენკ ლამპარდის ჩელსი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და, ჯერ-ჯერობით, მეოთხე პოზიცია საკმაოდ მყარად უჭირავთ, მაგრამ ლამპარდმა ვერც ერთი დიდი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა.

ოლდ ტრაფორდზე ოთხბურთიანი განადგურებისა და სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულთან დათმობილი მატჩის შემდეგ, ფრენკის მორიგი შანსი, რომ დიდი გუნდი დაემარცხებინა ეტიჰადზე, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ იყო.

მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ლურჯები მატჩის დასაწყისში ნ’გოლო კანტეს გოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ ჩელსის უპირატესობამ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა. შვიდი წუთის შემდეგ ანგარიში კევინ დე ბრიუინმა გაათანაბრა, ტაიმის ბოლომდე კი რიად მაჰრეზის გოლმა ქალაქელების ქამბექი დაასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

სიტიმ ჩელსის მესამე ადგილი წაართვა, მაგრამ ფრენკ ლამპარდი, ბევრის აზრით, მხოლოდ ქებას იმსახურებს. პეპ გვარდიოლამ ლამპარდის სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი საკუთარ 2008 წლის დებიუტსაც შეადარა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედარებების გაკეთება, ჯერ-ჯერობით, ძალიან ნაადრევია, ლამპარდის მწვრთნელობას ბევრი დადებითი შედეგიც მოჰყვა. სიტისთან მარცხამდე ლამპარდის გუნდს ექვსმატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა.

“თუ იმ კლუბს იცნობ, რომელსაც წვრთნი, ეს დიდი პლიუსია. ფრენკი ჩელსის, მის ფანებს და მედიას კარგად იცნობს. დასაწყისში პუბლიკა მეც სკეპტიკურად მიყურებდა, ამიტომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.” – განაცხადა პეპმა.

ლიდერობას არ თმობს ლივერპულიც – მერსესაიდელების ერთადერთ ფეხის დაცდენად ოლდ ტრაფორდზე ფრედ დასრულებული მატჩი რჩება, რომლის შემდეგაც ლივერპულმა ოთხივე მატჩის მოგება შეძლო.

სეზონის მეთორმეტე გამარჯვების მოპოვება წითლებისთვის ადვილი არ ყოფილა, კრისტალ პალასმა 82′ წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ბოლო წუთებზე მერსესაიდელები აანერვიულა. თუმცა, ბობი ფირმინოს გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და მატჩი 2:1, ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი შეფილდსა და იუნაიტედს შორის გაიმართა – ოლე გუნარ სოლშაერის საშინელი შედეგები გასვლით მატჩებში კვლავ გრძელდება.

გასულ სეზონში პსჟ-სთან გაკეთებული ქამბექის შემდეგ, იუნაიტედი გამარჯვების მოპოვებას გასვლაზე თითქმის ვეღარ ახერხებს. მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში, 13 ტურის შემდეგ იუნაიტედმა სულ 4 მატჩის მოგება მოახერხა და აქედან მხოლოდ 1 იყო გასვლაზე.

შეფილდის წინააღმდეგ ორბურთიანი სხვაობიდან 7 წუთში თავის დაღწევის და უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, მანჩესტერელებმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს და 3 ქულა ბოლო წუთზე დაკარგეს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply