ენფილდზე დამარცხების შემდეგ მანჩესტერ სიტიმ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ზედიზედ მესამე პრემიერ ლიგის მოგების შანსები საგრძნობლად შეიმცირა.

ლივერპულთან მატჩში პეპ გვარდიოლას მსაჯებთან არაერთი პრეტენზია ჰქონდა და რამდენიმე საკამათო ეპიზოდზე გაცხარებული რეაქციაც გამოავლინა.

ენფილდი ესპანელი სპეციალისტისთვის ჯერ-ჯერობით კვლავ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება, რადგან პეპს ლივერპულის სტადიონზე კარიერაში ერთხელაც არ მოუგია.

მეცამეტე ტურში გვარდიოლა უკვე ჩელსის უმასპინძლებს და ქულების დაკარგვის უფლება აღარ ექნება.

თუმცა, ლამპარდის ჩელსი შესანიშნავ ფორმაშია და სიტისთან ქულების დათმობას საერთოდ არ აპირებს.

ლონდონელებმა სექტემბერში ლივერპულთან დამარცხების შემდეგ აბსოლუტურად ყველა მატჩის მოგება მოახერხეს და ამ წამისთვის ყველაზე გრძელი მიმდინარე მოგებების სერიაც გამომცხვარი აქვთ.
გუნდების ბომბარდირებს, ტამი აბრაჰამს და სერხიო აგუეროს შესაბამისად 10 და 9 გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ ჯამური გოლების რაოდენობით სიტი (35) ჩელსის (27) ჯობნის.

ეტიჰადზე ბოლო ვიზიტისას, ჩელსი ექვსბურთიანი სხვაობით განადგურდა, გაბრაზებული გვარდიოლა კი ახლაც არ იტყოდა ასეთ შედეგზე უარს, მაგრამ ლონდონელების შესანიშნავი ფორმა დიდი ალბათობით სიტის ადვილი გამარჯვების მოპოვების საშუალებას არ მისცემს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

ჯეიმი ვარდი

მეორე ადგილი სიტის დაქვეითების შემდეგ ლესტერ სიტიმ დაიკავა და ბრაიტონთან ქულების დაკარგვას ლესტერი ნამდვილად არ აპირებს.

ჯეიმი ვარდი იდეალურ ფორმაშია და ბოლო 6 პრემიერ ლიგის მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ერთადერთი მეტოქე ვისაც ვარდიმ ამ ექვს შეხვედრაში ვერ გაუტანა – ლივერპული იყო.

ბოლო 7 მატჩიდან ლესტერს 6 მოგება აქვს, ერთადერთი მეტოქე რომელიც მელიებმა ვერ დაამარცხეს, ისევე, როგორც ჩელსის შემთხვევაში – ლივერპულია.

მაგრამ, ეს ლესტერის და ჩელსის დაკნინებაზე მეტად ლივერპულის შესანიშნავ ფორმაზე მეტყველებს, რომელთა გაჩერებაც მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად ვერავინ ვერ მოახერხა.

ლივერპული მეცამეტე ტურში კრისტალ პალასს ხვდება და მეთორმეტე გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს.

მერსესაიდული მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია და წაგებას ჯერ-ჯერობით არც აპირებენ.

სხვათა შორის, არსენალის “დაუმარცხებელ” სეზონთან ლივერპული ორჯერ ძალიან ახლოს იყო. 2008-09 სეზონში მერსესაიდელებმა მხოლოდ 2 მატჩი წააგეს, გასულ სეზონში კი სულ რაღაც ერთხელ დამარცხდნენ.

ასეთი იდეალური სტარტის შემდეგ კი ლივერპული დაუმარცხებელ სეზონზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა და კრისტალ პალასთან აუცილებელი ქულების მოპოვებაში წესით და რიგით მათ ხელს ვერაფერი შეუშლით

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

 

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply