პრემიერ ლიგის მეათე ტურში ლივერპული ტოტენჰემს უმასპინძლებს. ლონდონელები ეცდებიან ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული ხუთბურთიანი გამარჯვებით შექმნილი განწყობა შეინარჩუნონ, მაგრამ ტოტენჰემს ამ სეზონში ძალიან უჭირს.

კეინმა და სონმა სამშაბათს დუბლები შეასრულეს, მეხუთე გოლი კი ერიკ ლამელამ გაიტანა, მაგრამ ეს თამაში წლევანდელი ტოტენჰემის გუნდისთვის ჯერ-ჯერობით გამონაკლისი იყო.

სპურსმა ბოლო ორი გასვლითი შეხვედრა ლესტერთან და ბრაიტონთან წააგო, კოლჩესტერთან და ბაიერნთან კი ორი ყველაზე სამარცხვინო მარცხი განიცადეს. რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გუნდისთვის პიკი იყო და ახლა დეზები დიდ ძალას აღარ წარმოადგენენ. ცხრა ტურის შემდეგ, ტოტენჰემი პირველადგილოსან ლივერპულს უკვე 13 ქულით ჩამორჩება.

მეორე მხრივ, ლივერპული შესანიშნავ ფორმაშია. გუნდს 9 ტურის შემდეგ 8 მოგება და 1 ფრე აქვს, სეზონში ერთადერთი მატჩი კი წითლებმა იტალიაში წააგეს ნაპოლის წინააღმდეგ, რაც ზალცბურგთან და გენკთან მოპოვებული 6 ქულით გამოასწორეს.

თუმცა, წინა სეზონისგან განსხვავებით ლივერპული კარს მშრალად ისე ხშირად ვეღარ ინახავს. ამ სეზონში ჩატარებული 15 მატჩიდან ლივერპულმა გოლი 12ში გაუშვა.

ლივერპულის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები წელსაც მანე (5 გოლი და 1 ასისტი) და სალაჰი (4 გოლი და 3 ასისტი) არიან, ტოტენჰემის ბომბარდირი კი კვლავ ჰარი კეინია (5 გოლი და 1 ასისტი)

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ან პრემიერლიგის მატჩებზე და დააზღვიე მოგება!

აგუერო

მანჩესტერ სიტიმ გასულ ტურში ლივერპულთან სხვაობა პირველად შეამცირა, აქამდე ყოველთვის პირიქით ხდებოდა ხოლმე. ჯერ-ჯერობით მერსესაიდელები ქალაქელებისთვის მაინც მიუწვდომლები არიან, მაგრამ ტოტენჰემთან ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ნოემბერში გასამართი ლივერპული – სიტის დაპირისპირება ბევრად უფრო საინტერესო გახდება.

სიტი მეათე ტურში ასტონ ვილას მასპინძლობს და მატჩს საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება. მანჩესტერელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტას ხუთი გოლი გაუტანეს. სერხიო აგუერომ, რომელიც პრემიერ ლიგის ბომბარდირთა სათავეში პირველ ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა დუბლის შესრულება. რაჰიმ სტერლინგმა კი იტალიელებს 3 გოლი გაუტანა.

ასტონ ვილას ბოლო 4 მატჩში 3 მოგება და 1 ფრე აქვს, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან ვილა წელს ქულების მოგროვებას ვერ ახერხებს.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ან პრემიერლიგის მატჩებზე და დააზღვიე მოგება!

ჩელსი

ჩელსიმ სეზონის სუსტი სტარტის შემდეგ ფორმის აკრეფა დაიწყო და 6 მატჩიანი მოგებათა სერიაც კი გამოაცხვეს. ამ სერიაში არისტოკრატებმა 16 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს. ოთხშაბათს აიაქსის წინააღმდეგ მოგროვებული 3 ქულა კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ჩელსის აქამდე ცუდი შედეგები ქონდა – 0:4 იუნაიტედთან, 2:3 და 1:2 ლივერპულთან, 0:1 ვალენსიასთან.

ჩელსის მოგებების სერიის გაგრძელება კიდევ რამდენიმე ტურით არ უნდა გაუჭირდეს, აი მეცამეტე რაუნდში მათ სიტი უმასპინძლებს.

ლივერპული – ტოტენჰემის, სოტონი – ლესტერის, სიტი – ასტონ ვილას, ნიუკასლი – ვულვზის და ბარნლი – ჩელსის მატჩებზე, adjarabet.com მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებეს გაუკეთებს.

ამ შეთავაზებებისთვის თვალის დევნება adjarabet-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე შეგიძლიათ, მატჩის adjarasport.tv-ზე ყურების შემთხვევაში კი კომენტატორები შეთავაზებების შესახებ აუცილებლად შეგატყობინებენ.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ან პრემიერლიგის მატჩებზე და დააზღვიე მოგება!

პოზიციის

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply