შეიძლება თამამად ითქვას, რომ გრანიტ ჯაკას გლადბახიდან ტრანსფერი ისეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორსაც არსენალის გულშემატკივრები ისურვებდნენ. შვეიცარიელი ნახევარმცველს ის თვისებები აშკარად აკლია, რომელსაც არსენალი ჯერ კიდევ ვიეირას წასვლის დროიდან ეძებს.
არსენალის გულშემატკივრებმა, რომელიც ბილეთებისთვის ევროპაში ყველაზე დიდ თანხას იხდიან, გადაწყვიტეს, რომ მათი გუნდი უკეთესს იმსახურებს და მათი უკმაყოფილება უკანასკნელ ტურში ხმამაღლაც გააჟღერეს. არსენალის კაპიტანი გასულ ტურში მოედნიდან სტვენით გააცილეს.
კრისტიან პულისიჩმა ჩელსის მაისურით პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლურჯებს იმედები გაუჩინა, რომ ფლანგიდან არსებულ დანაკლისს შეავსებს. ფრენკიმ კი მატჩისშემდგომ ინტერვიუში თქვა, რომ პულისიჩმა დიდ მატჩებში თამაშის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.
ლამპარდმა იმაზეც ისაუბრა, რომ გასულ სეზონებში ჩელსის გოლების 50%-ს სწორედ ედენი ქმნიდა და მისი დანაკარგის შევსება ძალიან რთული ამოცანაა. თუმცა, ბოლო 8 პრემიერ ლიგის მატჩში ჩელსიმ 22 გოლის გატანა მოახერხა და ეს ყველაფერი ბელგიელის გარეშე გააკეთეს.
ტამი აბრაჰამმა ამ სეზონში უკვე 8 გოლი გაიტანა, მაუნტმა და პულისიჩმა 5-5 გოლში მიიღეს მონაწილეობა, ვილიანმა 4-ში, მარკოს ალონსომ და ჰადსონ-ოდოიმ კი სამში. აზარის დანაკლისს ჩელსი კოლექტიურად და ეტაპობრივად ეგუება.
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი თავისი პასების ხარისხითა და შედეგიანობით მიმდინარე სეზონშიც გამორჩეულია. 21 წლის მცველი ტოტენჰემისთვის გასულ უიქენდზე მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა. მისი შეტევითი პოტენციალი კი მის დაცვით შეცდომებს აბსოლუტურად ფარავს.
თუმცა, ლივერპულის წინააღმდეგ მოთამაშე გუნდების მწვრთნელები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ტრენტის ხანდახან შეცდომით თამაშს, რადგან ეს ლივერპულის უკანა ხაზში სისუსტესთან ყველაზე ახლოს მყოფი ფენომენია. ისე კი, ამ უკანა ხაზს სისუსტეები პრაქტიკულად არ აქვს.
აიმერიკ ლაპორტეს გრძელვადიანი ტრავმა და ჯონ სტოუნსის ახლახანს გადატანილი კუნთის დაზიანების მიუხედავად, სიტი ჩემპიონატში გაშვებული გოლების მაჩვენებლით ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. 10 ტურის შემდეგ მათ 9 გოლი გაუშვეს.
პეპ გვარდიოლამ გაიხსენა, თუ როგორ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ბარსელონასთან ერთად პირველად, 2009 წელს, იუნაიტედის წინააღმდეგ: “ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, სამი ძირითადის მცველი გვყავდა დამტვრეული. თან რონალდუს, გიგზის და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ლაპორტე დიდი დანაკლისია, მაგრამ ასტონ ვილასთან სტოუნსმაც შესანიშნავად ითამაშა. ტრავმებმა არ უნდა შეგვაჩეროს.”

საუთჰემპტონი ცუდ დღეშია

რალფ ჰასენჰუტლმა ცხრაბურთიანი სხვაობით დამარცხებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აიღო და დამცირების ატანას დათანხმდა. ავსტრიელმა სპეციალისტმა ახლა სიტისთან ზედიზედ ორ გასვლით მატჩს უნდა გაუძლოს, სადაც კიდევ ერთი დიდი ანგარიშით დამარცხება, შესაძლოა,მისი გუნდიდან გაგდების მიზეზიც გახდეს.
სიტისთან მატჩებში საუთჰემპტონისგან არავინ არაფერს ელოდება, წმინდანების თავკაცმა კი განაცხადა, რომ გუნდს ხუთშაბათს აბსოლუტურად არაფრისთვის არ უბრძოლია. მანჩესტერიდან ქულების წამოღება ჯერ-ჯერობით წარმოუდგენლად ჩანს.

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply