ლივერპული მიმდინარე სეზონში ჯერ-ჯერობით შეუჩერებელია. გუნდს პირველი ადგილი ძალიან დამაჯერებლად უკავია და პირველ 8 ტურში 24 შესაძლო ქულიდან ერთიც არ დაუკარგავთ. დამატებით დროში ლესტერის წინააღმდეგ გატანილი პენალტით კი, წითლები, ამ იდეალური სტარტის შენელებას გადაურჩნენ და პირველობა კიდევ უფრო გაიმყარეს. ლივერპულს, ამ დროისთვის, წინა სეზონიდან მოყოლებული პრემიერ ლიგაში ზედიზედ 17 გამარჯვება აქვს.

ლივერპულის ასეთ დომინირებას მანჩესტერ სიტის ფორმის ჩავარდნაც ხელს უწყობს. მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან, მაგრამ მერსესაიდელებს უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან. გვარდიოლას შეგირდებს ფეხი არაერთხელ დაუცდათ, ეტიჰადზე ტოტენჰემთან გაგორებული ფრის შემდეგ, ისინი ნორვიჩთან (3:2) და ბოლო ტურში უკვე ვულვზთანაც (2:0) დამარცხდნენ.

რვა ტურის შემდეგ ასეთი აშკარა ფავორიტის გამოვლენა ინგლსისთივს იშვიათობაა, პრემიერ ლიგა ბოლო ტურამდე გაწელილი საჩემპიონო რბოლებით იყო სახელგანთქმული. მომდევნო რამდენიმე ტურში, ლივერპული, ოლდ ტრაფორდს ესტუმრება, შემდეგ კი ტოტენჰემს, არსენალს და სიტის უმასპინძლებენ, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ წითლები ქულებს სადმე მაინც დაკარგავენ, რაც სიტის შანსს მისცემს საკუთარი მოგებების სერია გამოაცხოს და საჩემპიონო დუელი უფრო საინტერესო გახადოს.

თუმცა, ჯერ-ჯერობით ლივერპული ბევრად უფრო კონცენტრირებული, კომპეტენტური და მოკლედ რომ ვთქვათ, უკეთესი გუნდია, ვიდრე სიტი. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ეს ყველაფერი სეზონის ბოლომდე და მოახერხებენ თუ არა მერსესაიდელები პირველი პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებას?

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

სოლშაერი

მანჩესტერის მეორე გუნდს (ამ სტატუსით იუნაიტედის მოხსენება ჯერ კიდევ უცნაურია) ბევრად უფრო დიდი პრობლემები აქვს. სოლშაერი საკუთარი გუნდის კრიტიკას საჯაროდ კვლავ ერიდება, მაგრამ, როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, ნიუკასლთან დამარცხების შემდეგ ნორვეგიელმა გასახდელში უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა და გუნდის თამაშის ხარისხს „სამარცხვინო“ უწოდა.

ბოლო მარცხის შემდეგ იუნაიტედი ცხრილის მეთორმეტე ადგილზე დაქვეითდა და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლივერპულის წინააღმდეგ ინგლისელი ექსპერტები სოლშაერის გუნდს დიდი ანგარიშით დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ, რაც ნორვეგიელი სპეციალისტის იუნაიტედში მოღვაწეობას დასასრულთან კიდევ უფრო დაახლოვებს.

როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, იუნაიტედი სოლშაერის გამოცვლაზე უკვე ფიქრობს და ლაიპციგის თავკაცს, იულიან ნაგელსმანს  დაადგეს თვალი.

ლამპარდი

ლურჯებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს, თუმცა, პრემიერ ლიგის ბოლო ორ ტურში მოახერხეს გამარჯვება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ლილთან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს. ჩელსის აკადემიის აღზრდილებმა ყველაზე დიდი ქება დაიმსახურეს, ვილიანი, პედრო და სხვები კი თავიანთ როლს კარგად ასრულებენ.

მერვე ტურის მატჩში, ლონდონელებმა, საუთჰემპტონის წინააღმდეგ 4:1 მოიგეს, ტამი აბრაჰამმა კი მორიგი, მერვე, გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველადიგლოსან სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა.

პრემიერ ლიგის მერვე ტურში 25 გოლი გავიდა, ყველაზე შედეგიან მატჩში კი ასტონ ვილამ ტეემუ პუკის ნორვიჩი, ანგარიშით  5:1, დაამარცხა.

მომდევნო ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულს უმასპინძლებს. მერსესაიდულ გუნდს შანსი ექნება სიტის მოგებების რეკორდი გაიმეოროს, რა შემთხვევაშიც, ოლე გუნარ სოლშაერი მწვრთნელის პოზიციის დაკარგვას ძალიან მიუახლოვდება.

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

პოზიციის

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply