იუნაიტედმა ლივერპულის 17 მატჩიანი მოგებათა სერია და სეზონის 100%იანი სტარტი შეწყვიტა და ოლდ ტრაფორდზე მათ ქულები დააკარგვინეს.
თუმცა, ოლე გუნარ სოლშაერის გუნდი მატჩის მიმდინარეობის გამო ამ შედეგით კმაყოფილი ვერ იქნება. გამარჯვებამდე წითელ ეშმაკებს მხოლოდ 5 წუთი აშორებდათ, როცა ცვლილებაზე შემოსულმა ადამ ლალანამ ანგარიშის გათანაბრება და ლივერპულის დაუმარცხებელი სტატუსის შენარჩუნება მოახერხა.
“ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით” – თქვა კლოპმა, “ბოლოს მატჩი 100%ით ჩვენ მიგვყავდა. განსხვავებული შედეგის იმედი გვქონდა, მაგრამ ამისთვის უკეთესად თამაშია საჭირო.”
მეორე ტაიმში განთავსებულ ფსონებზე, რომელთა კოეფიციენტი 1,5-ს აღემატებოდა, adjarabet.com-მა მომხმარებლებს 100%-იანი ქეშბექი შესთავაზა. მსგავსი შეთავაზებები კრისტალ პალასი – სიტის და ევერტონი – ვესტ ჰემის მატჩებზეც იყო, ამისთვის თვალყურის მიდევნება მომხმარებლებს adjarabet.com-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების სთორის საშუალებით შეუძლიათ. თუ მატჩის adjarasport.tv-ზე უყურებთ, კომენტატორი ამ სპეციალურ შემოთავაზებებს აუცილებლად გაგაგებინებთ.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის მატჩებზე და მიიღე უფასო სპინები!

ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედი ლივერპულთან უკვე 7 მატჩია არ მარცხდება, რაც გუნდისთვის სიხარულის მიზეზი უნდა იყოს, მაგრამ მანჩესტერელები მეცამეტე ადგილზე არიან და ლიდერს 15 ქულით ჩამორჩებიან.
მატჩის პირველი გოლი რაშფორდმა გაიტანა, ლივერპულელებმა კი ვიდეოგამეორება ითხოვეს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვიქტორ ლინდელოფმა ორიჯიზე თამაშის წესი დაარღვია. ეს მომენტი ლივერპულის ფანებს ადვილად არ დაავიწყდებათ. შესაბამისად ეს შეხვედრა იმ მატჩთა რიგსაც შეუერთდა, სადაც შედეგზე ვიდეორეფერის გადაწყვეტილების ზეგავლენა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა. ლივერპულის უპირატესობა კი 6 ქულამდე შემცირდა.
ეს ბოლო წლებში პირველი შეხვედრა იყო, სადაც იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე აშკარა აუტსაიდერის სტატუსით თამაშობდა და ყველა მათ წაგებას ელოდებოდა. იუნაიტედს,სეზონის ცუდ სტარტთან ერთად, პოლ პოგბაც აკლდა. ექსპერტების დიდი ნაწილი, ლივერპულის დამაჯერებელ გამარჯვებას და ოლე გუნარ სოლშაერის თანამდებობიდან განთავისუფლებას ელოდა.
სწორედ ამ მიზეზით, adjarabet.com მომხმარებლებს სთავაზობდა ლივერპულის ჰანდიკაპით გამარჯვებასა და სოლშაერის თანამდებობიდან დათხოვნაზე განეთავსებინათ ფსონი, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა და ოლე ჯერ კიდევ წითელი ეშმაკების თავკაცია.

სიტიმ კრისტალ პალასთან მშვიდი ქულები მოიპოვა და ლივერპულთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. ქალაქელებს მომდევნო ტურებში უფრო ადვილი ბადე აქვთ, ვიდრე ლივერპულს. ასტონ ვილასთან და საუთჰემპტონთან მატჩებში, ისინი თავდაჯერებულობის მოკრებას ეცდებიან, პარალელურად კი ლივერპულს ტოტენჰემთან მოუწევს დაპირისპირება.
მეთორმეტე რაუნდში ლივერპული სიტის შეხვდება და გუნდები ერთმანეთში საჩემპიონო რბოლის ყველაზე მნიშვნელოვან ქულებს გაათამაშებენ.

კარგ ფორმაშია ჩელსიც – ლურჯებმა ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერებს კვალდაკვალ მიყვებიან. მომდევნო ტურებში ჩელსისაც საკმაოდ ადვილი მეტოქეები ხვდებიან და არისტოკრატები სიტისთან მატჩამდე აუცილებელი ქულების მოპოვებას ეცდებიან.

იუნაიტედი – ლივერპულის, ჩელსი – ნიუკასლის და კრისტალ პალასი – სიტის მატჩებზე განთავსებულ ფსონებზე, adjarabet.com-მა მომხმარებლებს სხვადასხვა სლოტებზე ყოველი გოლის ავტორის ნომრის შესაბამისი ფრისპინები აჩუქა.

ფრისპინების აქცია არსენალი – შეფილდის მატჩზეც ვრცელდება და ბილეთში ამ მატჩის რომელიმე პოზიციის შეყვანის შემთხვევაში, მომხმარებლებს ფრისპინების მიღება ორშაბათსაც შეუძლიათ.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის მატჩებზე და მიიღე უფასო სპინები!

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply