პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ისტორია ლივერპულის ნანატრ პრემიერ ლიგის ტიტულთან სიახლოვეა. მერსესაიდელები კლუბისა და, ზოგადად, პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებენ და რეკორდს-რეკორდზე ხსნიან.

ერთი რეკორდი, რომელიც ლივერპულს ჯერ არ დაუმყარებია, ოლე გუნარ სოლშაერის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებაა. როგორც გახსოვთ, ოლეს იუნაიტედის თავკაცად დანიშვნა სწორედ ლივერპულის დამსახურება იყო – მათ მიერ მოურინიოს 3:1 დამარცხებამ პორტუგალიელის თანამდებობიდან დათხოვნა და მისი სოლშაერით ჩანაცვლება გამოიწვია.

ოლემ მწვრთნელის რანგში ლივერპულის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა და ორივე მატჩი ფრედ დაასრულა. მეტიც, სოლშაერი ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ამ სეზონში ლივერპულს ქულები დააკარგვინა. მაგრამ, ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ამ კვირის ბოლოს შეიცვლება.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ვან დეიკი

ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 18 საშინაო მატჩი მოიგო და სულ რაღაც 2 გამარჯვება აკლიათ მანჩესტერ სიტის რეკორდთან გასათანაბრებლად. ბოლო საშინაო მატჩი რომელიც ლივერპულმა ვერ მოიგო, ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში იყო.

სხვათა შორის, წარუმატებელი წლების მიუხედავად, იუნაიტედი ლივერპულისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქედ რჩება. ბოლო 11 დაპირისპირებიდან, მერსესაიდელებმა იუნაიტედს მხოლოდ 1 მოუგეს, 5 შემთხვევაში გამარჯვებული მანჩესტერი გამოვიდა, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

დიდი ანგარიშით ლივერპულმა იუნაიტედს გასულ დეკადაში ერთადერთხელ, 2013-14 სეზონის მეორე წრეში, 3:0 მოუგო, ახლა კი იდეალური შანსი ექნებათ მორიგი ისეთი გამარჯვების მოსაპოვებლად, რომლის შესახებაც გულშემატკივრები წლების განმავლობაში ისაუბრებენ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

მანჩესტერ სიტიმ ფორმა აკრიფა და ყველა ტურნირზე ბოლო 10 შეხვედრიდან 9 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, ტიტულისთვის ბრძოლაში ქალაქელებს ამან ბევრი ვერაფერი მოუტანა – სიტი ლივერპულს 14 ქულით ჩამორჩება, მერსესაიდელებს კი 1 შეხვედრა აქვთ მარაგში.

სიტი XXIII ტურში კრისტალ პალასს უმასპინძლებს და ეცდება პალასის ბოლო სტუმრობისას მიღებული შედეგი აღარ გაამეოროს. გასულ სეზონში პალასმა ეტიჰადზე სიტის 3:2 მოუგო, რისთვისაც ქალაქელებს შური აქვთ საძიებელი.

ლესტერმა პირველ წრეში საუთჰემპტონთან ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგება დააფიქსირა, უკანასკნელ ტურში კი ისევ წმინდანების წინააღმდეგ, ყველასთვის გასაკვირად, საშინაო მატჩი წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა.

23-ე ტურში მელიები ბარნლის შეხვდებიან, რომელიც პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე ცუდ ფორმაშია. ბარნლის ზედიზედ 4 წაგება აქვს და გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც 3 ქულა აშორებს.

პულისიჩი

ჩელსი ნიუკასლს ესტუმრება, რომელიც ასევე საშინელ ფორმაშია – გუნდს ბოლო 4 მატჩში 3 წაგება და 1 ფრე აქვს. ლონდონელები ოთხეულისთვის ბრძოლაში კარგად არიან დაწინაურებულები და უახლოეს მდევარს, მანჩესტერ იუნაიტედს, 5 ქულით უსწრებენ. მაგრამ ასევე უჭირთ ზედა პოზიციებისთვის ბრძოლა, რადგან მელიებს 6 ქულით ჩამორჩებიან და მოგებების სერიის გამოცხობაც უჭირთ.

ამ ტურში ტურნირის ლიდერების პოზიციების მაინცდამაინც დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ – ერთადერთი შესაძლო ცვლილება ლესტერისა და სიტის ადგილების გაცვლა იქნება, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply