ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის გამოვლენის არაერთი მეთოდი არსებობს. ოქროს ბუცი, შიდა ჩემპიონატის ბომბარდირობა, უეფას ჩემპიონატებზე გატანილი გოლები, ან თუნდაც ყველა ტურნირზე გატანილი გოლების ჯამური რაოდენობა.

დათვლის ყველა მეთოდს საკუთარი უპირატესობები აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში თქვენთვის ყველანაირი სტატისტიკა მოგვეწოდებინა.

ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

1. რობერტ ლევანდოვსკი – 19 (ბაიერნი)
1. ჩირო იმობილე – 19 (ლაციო)
3. ტიმო ვერნერი – 18 (ლაიპციგი)
4. ჯეიმი ვარდი – 17 (ლესტერი)
5. პიერ-ემერიკ ობამეიანგი – 13 (არსენალი)
5. დანი ინგსი – 13 (საუთჰემპტონი)
5. ლიონელ მესი – 13 (ბარსელონა)
5. ვისამ ბენ იედერი 13 (მონაკო)

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

რობერტ ლევანდოვსკი ამ სეზონში შეუჩერებელია. 19 გოლის და 2 ასისტის მითვლა მან ბუნდესლიგის მხოლოდ 17 შეხვედრაში მოასწრო და პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ბაიერნს გერმანიაში სერიოზული პრობლემები აქვს და პირველადგილოსან ლაიპციგს 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი რეკორდმაისტერისთვის ქულების მოსაგროვებლად ყველაფერს აკეთებს – მის ანგარიშზე გუნდის გოლების 41%-ია

სერია ა-ს ბომბარდირი 19 გოლით ჩირო იმობილეა, რომლის ლაციოც ინტერს და იუვენტუსს კვალდაკვალ, 3 ქულით უკან მიყვება. იმობილემ 17 მატჩში 19 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პრემიერ ლიგას 17 გოლით ჯეიმი ვარდი ლიდერობს, რომლის წყალობითაც მელიები ლივერპულის მთავარი მდევარი არიან, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი კი ლიონელ მესია, რომელიც მოშუშებული ტრავმის შემდეგ სხვა გოლეადორებს ნელ-ნელა ეწევა.

ლევანდოვსკი

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

უეფას ტურნირების ტოპ ბომბარდირები

1. რობერტ ლევანდოვსკი – 10 (ბაიერნი)
2. ერლინგ ბრაუტ ჰალანდი – 8 (ზალცბურგი)
3. ჰარი კეინი – 6 (ტოტენჰემი)
4. ალფრედო მორელოსი – 6 (რეინჯერსი)

რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირების სიასაც ლიდერობს, რომლის გუნდსაც იდეალური ჯგუფური ეტაპი ჰქონდა. მიუნხენის ბაიერნმა 6 მატჩიდან 6ვე მოიგო, 24 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა.

ჰალანდი ამ სეზონის აღმოჩენად მოგვევლინა და დორტმუნდში გადასვლით, ბევრის აზრით, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი კარიერისთვის. ნორვეგიელ თინეიჯერს ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანის შანსი კვლავ ექნება – ოღონდ ამჯერად იგი პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშებს. ჰარი კეინი ჯერ-ჯერობით ევროპაში თავის ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს და მერვედფინალის მეტოქედ ლაიპციგის ყოლა მის სიტუაციას კიდევ უფრო აუმჯობესებს.

ალფრედო მორელოსი ლეგენდარული სტივენ ჯერარდის მიერ გამოცოცხლებული რეინჯერსის საუკეთესო ბომბარდირია და შოტლანდიელების საკმაოდ რთული ჯგუფიდან გასვლაში მისი გოლებით უდიდესი წვლილი შეიტანა.

 

ოქროს ბუცის ნომინანტები

1. რობერტ ლევანდოვსკი – 38 ქულა (ბაიერნი)
2. ჩირო იმობილე – 38 ქულა (ლაციო)
3. ტიმო ვერნერი – 36 ქულა (ლაიპციგი)
4. ჯეიმი ვარდი – 34 (ლესტერი)

ოქროს ბუცზე ქულების დათვლა გოლების რაოდენობის ლიგის კოეფიციენტზე გამრავლებით დგება. ტოპ 5 ლიგაში გატანილი გოლები 2-ზე მრავლდება, საშუალო დონის ლიგებში 1.5-ზე, ხოლო ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ლიგებში 1-ზე. რობერტ ლევანდოვსკი, როგორც ტოპ 5 ჩემპიონატის ბომბარდირი, ოქროს ბუცის სიასაც ლიდერობს.

გოლები ყველა ტურნირზე

1. რობერტ ლევანდოვსკი – 30 გოლი, 2 ასისტი (ბაიერნი)
2. ალფრედო მორელოსი – 28 გოლი, 9 ასისტი (რეინჯერსი)
3. ერლინგ ჰაალანდი – 28 გოლი, 7 ასისტი (ზალცბურგი / დორტმუნდი)
4. ტიმო ვერნერი – 23 გოლი, 10 ასისტი (ლაიპციგი)
5. ჩირო იმობილე – 21 გოლი, 5 ასისტი (ლაციო)
6. რაჰიმ სტერლინგი – 20 გოლი, 6 ასისტი (სიტი)
7. პიცი – 19 გოლი, 11 ასისტი (ბენფიკა)
8. მბაპე – 18 გოლი, 9 ასისტი (პსჟ)
9. რაიან კრისტი – 17 გოლი, 13 ასისტი (სელტიკი)
10. ჯეიმი ვარდი – 17 გოლი, 4 ასისტი (ლესტერი)

 

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply