ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში იტალიას ესტუმრება, სადაც ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს და მატჩს საკმაოდ კარგ ხასიათზე, ზედიზედ 3 მატჩიანი გამარჯვებების სერიით შეხვდება.

ცუდ ხასიათზე არც მასპინძელი გუნდი იქნება, რომელმაც ასევე ზედიზედ 3 მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და იტალიის თასის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

კიკე სეტიენის სტარტი ბარსელონას მწვრთნელის რანგში არც თუ ისე დამაჯერებელი იყო, თუმცა, რამდენიმე მძიმე მატჩის მიუხედავად, კიკემ 9 მატჩიდან 7 მოიგო და ამ შაბათ კვირის შემდეგ ლა ლიგის ლიდერადაც მოგვევლინა.

ხეტაფესთან რთული მატჩის შემდეგ, ბარსელონამ ეიბარი 5:0 გაანადგურა, რაც ნაპოლისთან მატჩის წინ იდეალური შედეგი იყო.

ლიონელ მესის 4 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მშრალი სერია იყო, მაგრამ ეიბარის წინააღმდეგ ლეომ პოკერი შეასრულა და მისი კარიერის კიდევ რამდენიმე რეკორდი მოხსნა.

ბარსელონა

არგენტინელი ნაპოლის წინააღმდეგ ზუსტად იგივეს გაკეთებას ეცდება. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მესის მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის ჯერ-ჯერობით ვერ იბრძვის, მაგრამ როცა საუბარი მესის დონის მოთამაშეზეა, ყველაფერი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

სეტიენის მთავარი სანერვიულო ბარსელონას გასვლითი ფორმა იქნება – გუნდმა ბოლო ტურებში ვალენსიასთან და ბილბაოსთან სწორედ სტუმრად წააგო. 9 თებერვალს ბარსელონამ ბეტისის წინააღმდეგ გასვლაზე მოიგო, მაგრამ ამ მატჩშიც კატალონიელები ორჯერ აგებდნენ და ქამბექის გაკეთება მოუწიათ.

კარის მშრალად შენახვა ბარსელონას ყოველთვის სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, პრიორიტეტი გასვლაზე გოლების გატანა იქნება, რადგან ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასვლას სწორედ ეს უზრუნველყოფს. ბოლო 4 სეზონში, ბარსელონა ლიგიდან ოთხივეჯერ ისე გამოვარდა, რომ გასვლაზე გოლის გატანა ვერ შეძლეს.

ჯენარო გატუზოს სტარტი მწვრთნელის რანგში ასევე ძალიან ცუდი იყო, მან პირველი 6 მატჩიდან 4 წააგო და გუნდი სატურნირო ცხრილის შუა პოზიციებზე დაქვეითდა, რაც ნაპოლის დონის გუნდისთვის უპატიებელია.

მაგრამ მილანის ყოფილმა მწვრთნელმა გუნდს თავისი თამაში აპოვნინა და ნეაპოლიტანელებმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ს მოგება მოახერხეს. კოპა იტალიაზე გუნდმა ლაციო და ინტერი დაამარცხა, სერია ა-ში კი ევროტურნირის საგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა.

მარტინ ბრაიტუაითი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ამიტომ სავარაუდოდ მარცხენა ფლანგიდან არტურო ვიდალი შეუტევს. ჟუნიორ ფირპო ტრავმირებულ ალბას ჩაანაცვლებს, მსგავსი ტრავმის გამო გამოირიცხა სერხი რობერტოს თამაშიც.

ნაპოლის მატჩამდე ერთი დღით უფრო ხანგრძლივი დასვენება ერგო, გატუზომ კი შესაძლოა იგივე თერთმეტეული გამოიყვანოს, რაც ბრეშას წინააღმდეგ. თუმცა, ალანი, ზიელინსკი და მილიკი სათამაშო დროისთვის ბრძოლას აპირებენ.

სამშაბათს გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply