მე-12 მოთამაშე არის ქართული პროექტი, რომლის მიზანია ფეხბურთის მოყვარულების და გულშემატკივრების გაერთიანება ინტელექტუალური თამაშის გარშემო, ტურნირის გენერალური სპონსორი კი adjarabet.com-ია.

სეზონი 4 სათამაშო დღისგან შედგებოდა და თითქმის 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. მონაწილეთა რაოდენობა ამჯერად 20-მდე გაიზარდა, ხოლო თითო გუნდში მინიმუმ 3, მაქსიმუმ კი 7 მოთამაშე იყო. ტური 5 ეტაპისგან შედგება, თითო ეტაპი კი 5 კითხვისგან. ყოველ მომდევნო ეტაპზე კითხვები რთულდება და შესაბამისად, სწორი პასუხებიც მეტი ქულით ფასდება.

ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ევროპული გუნდების გულშემატკივრები იღებენ, ჩემპიონატში ჩაბმულები იყვნენ – ბარსელონას, იუვენტუსის, მილანის, ინტერის, ლივერპულის, ბაიერნის და სხვა გუნდების ქართული ფან-კლუბები. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიც და უბრალოდ მეგობრებისგან დაკომპლექტებული გუნდებიც, მათ შორის, აჭარასპორტიც. ანუ ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს.

ოთხი ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი (249) ქულის მოგროვება “ბლაუგრანამ” მოახერხა და გათამაშება მეორედ მოიგო. ბარსელონას ქართული ფან-კლუბი გამარჯვებული, პირველად, გაზაფხულის სეზონში გახდა, ზაფხულში კი პირველობა აჭარასპორტმა მოიპოვა, რომელიც ამჯერად 234 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ტატო ბაციკაძე დასახელდა, რომელმაც ოქროს ბუ-რთის ჯილდო უკვე მეორედ მოიგო. ხოლო საუკეთესო პასუხის ავტორად ირაკლი პირველაშვილი იქნა აღიარებული.

ამ სეზონიდან, ტურნირს, რომლის გენერალური სპონსორიც adjarabet.com-ია პლეი-ოფის რაუნდიც დაემატა, რომელიც 1/8 ფინალიდან დაიწყება. წყვილები კი ასე განაწილდა:

  • ბლაუგრანა v ესკულაპი
  • აჭარასპორტი v ბიგ სემ
  • იუვენტინო v სელესაო
  • სუპერპიპო v ჯალო-როსი
  • ამბროზიანა v რეკორდმაისტერი
  • მილანი 1899+ v სქაუზერები
  • პირველი მერცხალი v დარქ იუნაიტედი
  • გარა ჩარუა v ოლდ ბოიზ

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply