ლესტერმა არსენალს ისევ მოუგო

ლესტერ სიტიმ შაბათს ლონდონის არსენალს უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით, მშრალად მოუგო.

მეთოფეების წინააღმდეგ ლესტერი უკვე ზედიზედ 3 მატჩია იგებს, თან სამივე შემთხვევაში არსენალი ჰანდიკაპით დამარცხდა.

ლესტერ სიტი და არსენალი ერთმანეთს პირველად 1994 წელს შეხვდნენ და მატჩი ლესტერმა 2:1 მოიგო, ამის შემდეგ კი არსენალს მელიების წინააღმდეგ 23 წლიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა.

ჯეიმი ვარდიმ ლონდონელებს ამჯერადაც გაუტანა და არსენალის წინააღმდეგ უკვე 9 გოლი დაუგროვდა, მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა მოთამაშეს ამ ორი გუნდის დაპირისპირებებში.

გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!

პულისიჩი

ჩელსი საუკეთესო ფორმაშია

არისტოკრატებმა პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხეს და მიმდინარე პრემიერ ლიგის ყველაზე გრძელ მოქმედ გამარჯვებების სერიას აგრძელებენ!

ბოლო მატჩი, სადაც ჩელსიმ გამარჯვება ვერ მოახერხა, ლივერპულის წინააღმდეგ სექტემბერში გამართული შეხვედრა იყო.

კრისტიან პულისიჩმა ბოლო 3 პრემიერ ლიგის მატჩში 5 გოლი გაიტანა და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი გახდა, ტამი აბრაჰამმა კი ბოლო ორ მატჩში გატანილი გოლებით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა.

მომდევნო ტურში ჩელსის ძალიან გაბრაზებული პეპ გვარდიოლა უმასპინძლებს და ლივერპულთან მატჩის შემდეგ, ეს არისტოკრატების პირველი სეიროზული გამოცდა იქნება

იუნაიტედი საკუთარი თამაშის პოვნას ცდილობს

12 ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 4 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება აქვს. ოლე გუნარ სოლშაერისგან სეზონის ასეთ ცუდ სტარტს თითქმის არავინ ელოდა და იუნაიტედის მომავალი სულ უფრო დაბურულად ჩანს.

ლივერპულს რომ ბოლო ტურში სიტის წინააღმდეგ მატჩი ფრედ დაესრულებინა, მაინც ორჯერ მეტი ქულა ექნებოდათ ვიდრე იუნაიტედს აქვს ახლა. ოთხეულსაც კი მანჩესტერი კატასტროფული 9 ქულით ჩამორჩება.

ბრაიტონის წინააღმდეგ 3 ქულა წითელ ეშმაკებს წყალივით სჭირდებოდათ, მარკუს რაშფორდმა კი მორიგი გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგაში 3 საგოლე გადაცემასთან ერთად 6 გოლიც დაუგროვდა.

გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!

გვარდიოლა

ლივერპულმა მხოლოდ 2 ქულა დაკარგა

12 ტურის შემდეგ, ლივერპულის ანგარიშზე 11 მოგება და 2 ფრეა. მერსესაიდელებმა 36 შესაძლო ქულიდან 34-ს მოგროვება მოახერხეს. კლოპის თერთმეტეული შეუჩერებელია!

წითლებმა მიმდინარე სეზონში ენფილდზე გამართული ყველა მატჩი მოიგეს და პრემიერ ლიგაში, ჯერ-ჯერობით, დაუმარცხებლები არიან, მათი ერთადერთი წაგებული მატჩი კი ჩემპიონთა ლიგაზე – ნაპოლის წინააღმდეგ იყო.

ლივერპული უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს,12 ტურში ამაზე კარგი უპირატესობა კი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთადერთხელ – 1994 წელს ქონდა მანჩესტერ იუნაიტედს.

მერსესაიდელებმა მიმდინარე სეზონში უკვე დაამარცხეს არსენალი, ტოტენჰემი, ჩელსი და მანჩესტერ სიტი. წლის ბოლომდე ლივერპულს პრაქტიკულად ყველა თამაშის მოგება შეუძლია!

ამის შემდეგ კი, შესაძლოა, კლოპის შეგირდებმა უკვე დაუმარცხებელ სეზონზეც დაიწყონ ოცნება

დადე ფსონი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე პრემიერლიგის მატჩებზეც და დააზღვიე მოგება!

yleyver dazgveva

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply