ლივერპული 30 წლის მერე პირველი პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებას ყოველ ტურში უფრო და უფრო უახლოვდება და 2019/20 სეზონის პირველი ნახევარი იდეალურად ჩაატარა.

იურგენ კლოპის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩიდან 20 გამარჯვება მოიპოვეს და თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა, პრემიერ ლიგის ყველაზე მალე მოგება შეძლონ.

ყველაზე ადრინდელი ინგლისის ჩემპიონი მანჩესტერ იუნაიტედია, რომელმაც პრემიერ ლიგის თასი 14 აპრილს აღმართა. ეს ერთ-ერთი ის რეკორდია, რომლის მოხსნაც ლივერპულს რეალურად შეუძლია.

ყველაზე მეტი მოგება სახლში ზედიზედ

მანჩესტერ სიტიმ 2011-12 წლებში ზედიზედ 20 საშინაო მატჩის მოგება შეძლო, ლივერპულს კი ამჟამად ზედიზედ 18 აქვს მოგებული. მერსესაიდელებს ამ რეკორდის გამეორება 1 თებერვალს, საუთჰემპტონის წინააღმდეგ, გაუმჯობესება კი 25 თებერვალს, ვესტ ჰემის წინააღმდეგ შეუძლიათ.

ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ

კიდევ ერთი რეკორდი, რომელიც ამჯერად მანჩესტერ სიტის ეკუთვნის. ქალაქელებმა 2017 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე ზედიზედ 18 პრემიერ ლიგის მატჩი მოიგეს, ლივერპულს კი ამ რეკორდის მოხსნა 29 თებერვალს შეუძლია.

ამისთვის მერსესაიდელებმა იუნაიტედს, ვულვზს, ვესტ ჰემს, საუთჰემპტონს, ნორვიჩს, ვესტ ჰემს და უოტფორდს უნდა მოუგონ

ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია

2003/04 სეზონის დაუვიწყარი არსენალის გუნდი დაუმარცხებელი 49 მატჩის განმავლობაში იყო, ლივერპულს კი ამჟამად 38 მატჩია არ წაუგია.

ეს შესაძლოა მერსესაიდელებისთვის ყველაზე რთული რეკორდი იყოს, მაგრამ მათი წლევანდელი ფორმის გათვალისწინებით, ლივერპულს რეალური შანსი აქვს

ლივერპული

ყველაზე გრძელვადიანი დაუმარცხებელი სერია

არსენალმა 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის დროს, 537 დღე გაატარა დაუმარცხებლად. ლივერპულმა შეფილდთან გამარჯვებით 1 სრული კალენდარული წელი მიითვალა წაგების გარეშე.

თუ ლივერპული სეზონს დაუმარცხებლად დაასრულებს, არსენალის რეკორდს ივნისში მოხსნიან.

ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ სეზონში

მანჩესტერ სიტიმ ბოლო ორი პრემიერ ლიგის ტრიუმფის დროს 38-დან 32 მატჩის მოგება მოახერხა, ლივერპულს კი ამ შედეგის გასამეორებლად დარჩენილი 18 მატჩიდან 14-ში გამარჯვების მოპოვება ჭირდება.

ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება ერთ სეზონში

ეს რეკორდი ჩელსის (05/06), მანჩესტერ იუნაიტედს (10/11) და მანჩესტერ სიტის (11/12 და 18/19) ეკუთვნით, რომლებმაც ერთ სეზონში 19 საშინაო მატჩიდან 18-ს მოგება მოახერხეს.

ლივერპულს ამ სეზონში 11-დან ყველა საშინაო მატჩი მოგებული აქვს, რეკორდის მოსახსნელად კი იუნაიტედის, საუთჰემპტონის, ვესტ ჰემის, ბორნმუთის, კრისტალ პალასის, ასტონ ვილას, ბარნლის და ჩელსის წინააღმდეგ დარჩათ მოსაგები.

ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება

პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ 2017/18 სეზონში არანორმალური რეკორდი მოხსნა, როცა მათ 19 საგარეო მატჩიდან 16-ში მოიპოვეს გამარჯვება.

ლივერპულს ამ სეზონში 9 საგარეო მატჩში 8 მოგება აქვს და ტოტენჰემის, ვულვზის, ვესტ ჰემის, ნორვიჩის, უოტფორდის, ევერტონის, სიტის, ბრაიტონის, არსენალის და ნიუკასლის დამარცხების შემთხვევაში სიტის რეკორდს მოხსნიან

ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში

ეს რეკორდიც მანჩესტერ სიტის ეკუთვნის. ქალაქელებმა 2017/18 სეზონში 100 ქულა მოიპოვეს.

თუ ლივერპულმა ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება მოახერხა, 112 ქულის მოგროვება შეუძლიათ.

ერთი რამ კი ცხადია – პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე ამხელა პერიოდის შემდეგ, მერსესაიდელები ტურნირის მოსაგებად ზუსტად ისე მიფრინავენ, როგორც ამაზე გულშემატკივრები ოცნებობდნენ

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply